„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 4 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 4 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017500
66
13/08/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
040030000.22.026.017500
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 4 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №66

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 4 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 4 ივლისის №89 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017376) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ პუნქტი:

51. ბიურო, მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილია მის მიერ შემუშავებული და მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების აღსრულება უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ასევე აღნიშნული სუბიექტების მიერ დაფუძნებულ ან მათ მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი