„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017498
64
13/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
120000000.22.026.017498
„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის

მინისტრის 

ბრძანება №64

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017214) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი:

„გ) ლიცეუმში ჩასარიცხი 14-15 წლის მოსწავლის სიმაღლის და წონის ინდექსის (სმი) კრიტერიუმი განისაზღვრება შემდეგნაირად:

გ.ა) მამაკაცის წონის მაქსიმალური ზღვარი – 35კგ/მ2, ქალის წონის მაქსიმალური ზღვარი – 37 კგ/მ2;

გ.ბ) ორივე სქესისთვის წონის მინიმალური ზღვარი – 15 კგ/მ2.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი