დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-65. 65262244 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016030 |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-65.65262244
2026 წლის 12 აგვისტო
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ვანში მდებარე ბაგრატის ქუჩას ეწოდოს „ბაგრატ III ქუჩა“, შესაბამისად „ბაგრატის ქუჩის I ჩიხს“ ეწოდოს „ბაგრატ III ქუჩის I ჩიხი“;
2. ქალაქ ვანში მდებარე ბაგრატის ქუჩის II შესახვევს ეწოდოს „ბაგრატ III ქუჩის II ჩიხი“ და ჩიხის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №1);
3. ქალაქ ვანში მდებარე „26 მაისის ქუჩის I შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №2);
4. ქალაქ ვანში მდებარე გიორგი ნაფეტვარიძის ქუჩას დაემატოს I შესახვევი და „გიორგი ნაფეტვარიძის ქუჩის I შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №3);
5. ქალაქ ვანში მდებარე თავისუფლების ქუჩის I შესახვევს ეწოდოს „სანაპიროს ქუჩის I ჩიხი“;
6. ქალაქ ვანში მდებარე თავისუფლების ქუჩის II შესახვევს ეწოდოს „თავისუფლების ქუჩის I შესახვევი“;
7. ქალაქ ვანში მდებარე თავისუფლების ქუჩის I ჩიხის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №4);
8. ქალაქ ვანში მდებარე „თავისუფლების ქუჩის II ჩიხი“ გაუქმდეს;
9. ქალაქ ვანში მდებარე თავისუფლების ქუჩის III ჩიხის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №5);
10. ქალაქ ვანში მდებარე თავისუფლების ქუჩის IV ჩიხის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №6);
11. ქალაქ ვანში მდებარე მე-7 ქუჩას ეწოდოს „თავისუფლების ქუჩის II შესახვევი“ და შესახვევის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №7);
12. ქალაქ ვანში მდებარე 1-ელ ქუჩას ეწოდოს „თავისუფლების ქუჩის IV შესახვევი“;
13. ქალაქ ვანში მდებარე თამარ მეფის ქუჩის II შესახვევს ეწოდოს „თამარ მეფის ქუჩის I შესახვევი“;
14. ქალაქ ვანში მდებარე თამარ მეფის ქუჩის I შესახვევს ეწოდოს „თამარ მეფის ქუჩის II შესახვევი“;
15. ქალაქ ვანში მდებარე თამარ მეფის ქუჩის I და II ჩიხებს ეწოდოს „თამარ მეფის ქუჩის III შესახვევი“ და შესახვევის მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №8);
16. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის I შესახვევს ეწოდოს „თამარ მეფის ქუჩის IV შესახვევი“;
17. ქალაქ ვანში მდებარე „მიხეილ დიასამიძის ქუჩის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №9);
18. ქალაქ ვანში მდებარე „მიხეილ დიასამიძის ქუჩის I შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №10);
19. ქალაქ ვანში მდებარე „მიხეილ ჩუგნაძის ქუჩის I შესახვევს“ ეწოდოს „მიხეილ ჩუგნაძის ქუჩის I ჩიხი“;
20. ქალაქ ვანში მდებარე „რაფიელ ერისთავის ქუჩის I შესახვევს“ ეწოდოს „რაფიელ ერისთავის ქუჩის I ჩიხი“;
21. ქალაქ ვანში მდებარე რაფიელ ერისთავის ქუჩას დაემატოს II ჩიხი და „რაფიელ ერისთავის ქუჩის II ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №11);
22. ქალაქ ვანში მდებარე რაფიელ ერისთავის ქუჩას დაემატოს III ჩიხი და „რაფიელ ერისთავის ქუჩის III ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №12);
23. ქალაქ ვანში მდებარე „შოთა რუსთაველის ქუჩის I შესახვევს“ ეწოდოს „შოთა რუსთაველის ქუჩის I ჩიხი“;
24. ქალაქ ვანში მდებარე „შოთა რუსთაველის ქუჩის II შესახვევს“ ეწოდოს „შოთა რუსთაველის ქუჩის II ჩიხი“;
25. ქალაქ ვანში მდებარე „შოთა რუსთაველის ქუჩის III შესახვევს“ ეწოდოს „შოთა რუსთაველის ქუჩის V ჩიხი“;
26. ქალაქ ვანში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩას დაემატოს I შესახვევი და „შოთა რუსთაველის ქუჩის I შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №13);
27. ქალაქ ვანში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩას დაემატოს II შესახვევი და „შოთა რუსთაველის ქუჩის II შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №14);
28. ქალაქ ვანში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩას დაემატოს III შესახვევი და „შოთა რუსთაველის ქუჩის III შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №15);
29. ქალაქ ვანში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩას დაემატოს III ჩიხი და „შოთა რუსთაველის ქუჩის III ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №16);
30. ქალაქ ვანში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩას დაემატოს IV ჩიხი და „შოთა რუსთაველის ქუჩის IV ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №17);
31. ქალაქ ვანში მდებარე წმინდა ნინოს ქუჩას დაემატოს II ჩიხი და „წმინდა ნინოს ქუჩის II ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №18);
32. ქალაქ ვანში მდებარე წმინდა ნინოს ქუჩას დაემატოს II შესახვევი და „წმინდა ნინოს ქუჩის II შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №19);
33. ქალაქ ვანში მდებარე „აკაკი გიორგაძის ქუჩის II ჩიხს“ ეწოდოს „აკაკი გიორგაძის ქუჩის II შესახვევი“ და მისი მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №20);
34. ქალაქ ვანში მდებარე „აკაკი წერეთლის ქუჩის I ჩიხს“ ეწოდოს „აკაკი წერეთლის ქუჩის I შესახვევი“;
35. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს I შესახვევი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის I შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №21);
36. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს II შესახვევი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის II შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №22);
37. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს III შესახვევი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის III შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №23);
38. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს IV შესახვევი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის IV შესახვევის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №24);
39. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე არსებული II ჩიხი გაუქმდეს;
40. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს II ჩიხი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის II ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №25);
41. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს III ჩიხი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის III ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №26);
42. ქალაქ ვანში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას დაემატოს VI ჩიხი და „გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის VI ჩიხის“ მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №27);
43. ქალაქ ვანში მდებარე სოლომონ II ქუჩის I შესახვევი გაუქმდეს და ამ მონაკვეთს ეწოდოს „ქალაქ ვანის მე-7 ქუჩა“;
44. ქალაქ ვანში მდებარე სერგო ჩახუნაშვილის ქუჩის I შესახვევი გაუქმდეს და ამ მონაკვეთს ეწოდოს „ქალაქ ვანის მე-8 ქუჩა“;
45. ქალაქ ვანში მდებარე სერგო ჩახუნაშვილის ქუჩას დაემატოს I შესახვევი და მისი მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №28);
46. ქალაქ ვანში მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას ეწოდოს „ქალაქ ვანის მე-9 ქუჩა“ და მისი მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №29);
47. ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას ეწოდოს „ქალაქ ვანის მე-10 ქუჩა“ და მისი მოხაზულობა დაზუსტდეს დანართის შესაბამისად (დანართი №30);
2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და ვანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
4. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები