ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017089
416
07/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
000000000.00.101.017089
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №416

2026 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთის ქუჩას და ახალარსენალის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს არსენალის მთის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2.  ჩუღურეთის რაიონში ახალარსენალის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს არსენალის მთის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თნახმად.

3.  ჩუღურეთის რაიონში გაუქმდეს ახალარსენალის I ქუჩის სახელი X484453 Y4617266 გრძედისა და განედის გადაკვეთის წერტილიდან ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე.

4.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე   ზურაბ აბაშიძე