დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 19/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 19/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.124 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.124
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №15
2007 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №130, მუხ. 1450) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. საგამოძიებო ნაწილის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები