დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.017759 |
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის №100 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2025, 010340000.22.034.017629) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სამინისტროს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება განთავსდება მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დაინტერესებული პირის მიერ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში/იზოლატორში მოითხოვა, სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან ან დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან/იზოლატორიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის, საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები