დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.017014 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2024; ს/კ: 220010000.18.011.016858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 525 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა ან/და მისმა ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არ შეასრულა ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების/ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული წერილობითი მითითებები ან/და მოთხოვნები; ბ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები.“; ბ) პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები: „მუხლი 11. ფულადი ჯარიმის ოდენობა ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების / ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის 1. პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის, ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების/ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერი ჯარიმდება: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 525 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროვაიდერის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ი) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა, ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ: ი.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“ ან/და „ი“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – თითოეული ცვლილების ფაქტზე; ი.ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – თითოეულ შეუთანხმებელ პირზე; ი.გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან/და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – ვირტუალური აქტივის მომსახურების თითოეულ სქემატურ აღწერაზე, რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციის, ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომსახურების დაწყებიდან მის დასრულებამდე; კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლით სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ლ) პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; მ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიის შესაბამისად: ნ.ა) მეოთხე კატეგორიის საწარმო – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ნ.ბ) მესამე კატეგორიის საწარმო – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ნ.გ) მეორე კატეგორიის საწარმო – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ნ.დ) პირველი კატეგორიის საწარმო –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ო) პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება მის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევით – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; პ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ფაქტზე; ჟ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დადგენილი ვადის გადაცილებით ან/და პროვაიდერის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან/და არასწორად წარდგენის ფაქტზე; რ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ს) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან/და არასწორად წარდგენის ფაქტზე; ტ) ეროვნული ბანკის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და წერილობითი მითითებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ან/და წერილობითი მითითების გამოვლენის ფაქტზე. 2. პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ პროვაიდერის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს პროვაიდერის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიერ იმავე მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროვაიდერი ან/და მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება დაკისრებული ფულადი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 12. ფულადი ჯარიმის ოდენობა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ ან/და „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის“ მოთხოვნების დარღვევისთვის 1. პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ (შემდგომში – პირველადი შეთავაზების წესი) მოთხოვნების დარღვევისთვის, პროვაიდერი ჯარიმდება: ა) პირველადი შეთავაზების წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) პირველადი შეთავაზების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) პირველადი შეთავაზების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; დ) პირველადი შეთავაზების წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ე) პირველადი შეთავაზების წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) პირველადი შეთავაზების წესის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) პირველადი შეთავაზების წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; თ) პირველადი შეთავაზების წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ი) პირველადი შეთავაზების წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ დღეზე; კ) პირველადი შეთავაზების წესის მე-8 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 ან/და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ლ) პირველადი შეთავაზების წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; მ) პირველადი შეთავაზების წესის მე-9 მუხლის პირველი, მე-4 ან/და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) პირველადი შეთავაზების წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ო) პირველადი შეთავაზების წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) პირველადი შეთავაზების წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თუ პროვაიდერის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება ნაკლებია 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო თუ პროვაიდერის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება ტოლია ან მეტია 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ჟ) პირველადი შეთავაზების წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; რ) პირველადი შეთავაზების წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, თუ პროვაიდერის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება ნაკლებია 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო თუ პროვაიდერის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება ტოლია ან მეტია 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ს) პირველადი შეთავაზების წესის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ტ) პირველადი შეთავაზების წესის მე-13 მუხლის მე-4, მე-5 ან/და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; უ) პირველადი შეთავაზების წესის მე-14 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ფ) პირველადი შეთავაზების წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ქ) პირველადი შეთავაზების წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №201/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის“ მოთხოვნების დარღვევისთვის, პროვაიდერი ჯარიმდება: ა) ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) ყოველთვიური ანგარიშგებებით არაზუსტი/არასრული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით პროვაიდერის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, პროვაიდერის მიერ იმავე მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროვაიდერი ჯარიმდება დაკისრებული ფულადი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ფულადი ჯარიმები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების დარღვევისთვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის“; გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები; ბ) მძიმე დარღვევები; გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.“; გ.გ) მე-2 პუნქტის: გ.გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის, პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ან/და დაკავშირებული გარიგებების (ოპერაციების) ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;“, გ.გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“; გ.გ.გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;“; გ.გ.დ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.დ) მე-3 პუნქტის: გ.დ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;“; გ.დ.ბ) „ჟ“ – „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.ე) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“; გ.ვ) მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სხვა სანქციების გამოყენების წესი 1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ამ წესის 11, 12 ან/და მე-2 მუხლებით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) პროვაიდერს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ პროვაიდერმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) პროვაიდერის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) პროვაიდერს აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ე) პროვაიდერს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები; ვ) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ამასთანავე, უნდა მიეთითოს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე; ზ) პროვაიდერს გაუუქმოს რეგისტრაცია. 2. ამ წესის 11, 12 ან/და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანქციები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები