დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 25/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო შეტყობინება
აუქციონის გამოცხადების შესახებ
2026 წლის 25 აგვისტო
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ვებსაიტი: www.pqa.ge
ტელეფონი: 577783434
მესაკუთრე: გელა ბასილაძე (პ/ნ: 61006042866); მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 49, ბინა 42
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (იპოთეკის ხელშეკრულება N GCL-SME-I-BT015719-2025/01 გაფორმების თარიღი: 2025 წლის 28 ოქტომბერი) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
|
საჯარო აუქციონის N:025-26 |
|
სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 76.50 კვ/მ საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მდებარე ქალაქი ბათუმი, გენერალი ასლან აბაშიძის ქუჩა №49/17 (ს/კ: 05.31.01.568.01.042); |
|
აუქციონის დაწყების დრო: 07.09.2026 წლის 13:00 სთ. აუქციონის დასრულების დრო: 11.09.2026 წლის 13:00 სთ. |
|
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 182 427.49 ლარი; ბიჯი 500 ლარი; |
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“. |
|
აუქციონის პირობები: 1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მისო „სკაპი“ (ს/ნ: 205274273); 2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE96BG0000000612579593) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას; 4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ. |
აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოვალეს.
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.
სპეციალისტი
შპს პირველი ქართული აუქციონის
დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მიდელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები