,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 30/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.010.158
  • Word
276
29/03/2007
სსმ, 44, 30/03/2007
200.130.000.22.033.010.158
,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.010.158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №276

2007 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №33, მუხ. 397) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მე-8 მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მაგალითი 8

პირობა იგივეა, რაც მე-7 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურმა პირმა ეკონომიკური საქმიანობა 2005 წლის 14 აპრილიდან დაიწყო.

მოცემულ შემთხვევაში, საქმიანობის დაწყების თვე (აპრილი) ჩაითვლება როგორც სრული თვე და შესაბამისად, პირს ქონების გადასახადი 2005 წლისათვის განესაზღვრება 9-თვიან პერიოდზე. რაც 1%-იანი განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს (162/12X9) 121 ლარს.“.

2. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მე-9 მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მაგალითი 9

პირობა იგივეა, რაც მე-7 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურმა პირმა 2005 წლის 12 მაისს ეკონომიკური საქმიანობისათვის 1000 ლარად შეიძინა კომპიუტერი.

 მოცემულ შემთხვევაში, კომპიუტერის შეძენის თვე (მაისი) ჩაითვლება როგორც სრული თვე და შესაბამისად, პირს 2005 წლისათვის ქონების გადასახადი კომპიუტერთან მიმართებაში განესაზღვრება 8-თვიან პერიოდზე.“.

3. ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №3). ამასთან, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებაში, უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია გამარტივებული ფორმით (დანართი №5).“.

4. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მე-20 მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მაგალითი: 20

200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართი 400კვ.მ-ია. შენობა სამი ფიზიკური პირის თანასაკუთრებაშია და მასში ფართი განაწილებულია შემდეგი პროპორციით: პირველზე 150კვ.მ; მეორეზე – 200კვ.მ, ხოლო მესამეზე – 50კვ.მ.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ფიზიკურ პირთაგან თითოეულის წილი თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე განისაზღვრება შემდეგნაირად: პირველი პირი – [(150 / 400) X 200] 75 კვ.მ.-ს, მეორე პირი – [(200 / 400) X 200] 100 კვ.მ.-ს, ხოლო მესამე პირი – [(50 / 400) X 200] 25 კვ.მ.-ს.

ამასთან, ვინაიდან მესამე პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს მხოლოდ 25 კვ.მ.-ს, შესაბამისად მესამე პირზე გავრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ასევე აღნიშნულ პირს არ წარმოექმნება მიწაზე ქონების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.“.

5. დანართები №3, №4, №5 და №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადში მოქმედი შეღავათები

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

1. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, თუ მისი ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება მრავალბინიანი სახლის საერთო ფართში ფიზიკური პირის კუთვნილი ფართის ხვედრითი წილის მიხედვით (ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი: შენობის საერთო ფართი X შენობაზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობზე);

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენა სანახევროდ ან მეტად იქნა დაზიანებული სტიქიის შედეგად;

3. ქურთის, ერედვისა და თიღვის თემების, სოფლების: ავნევისა და ნულის ტერიტორიაზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე.

4. ფიზიკური პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.

5. ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში.

6. 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

7. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე.

8. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფ-ლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – აღნიშ-ნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით.

9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველო-ბის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგა-ნოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ.

10. საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული სხვა შეღავათები

 –––––––––––––––

       მიუთითეთ შეღავათის სახე

შენიშვნა: – დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე პირი თავის საკუთრებაში, მფლობელო-ბაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მათ ნაწილს) იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გადასცემს სხვა პირს.

დანართი №4

ფიზიკური პირის ქონებაზე (გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა) ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი

ნაწილი I

1. მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. დეკლარაციის გვერდის რიგითი ნომერი.

2. ,,დეკლარაციის ტიპი“ – შესაბამისი უჯრები აღინიშნება ,,V“ ნიშნით.

3. ,,დეკლარაციის სახე“ – შესაბამისი უჯრები აღინიშნება ,,V“ ნიშნით.

4. უჯრაში: ,,წელი“ – მიეთითება ის წელი, რომელი წლის მიხედვითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა ან შესწორება (დაზუსტება).

5. უჯრაში: ,,გადამხდელი (დეკლარანტი)“ – მიეთითება გადასახადის გადამხდე­ლი ფიზიკური პირის გვარი და სახელი სრუ­ლად (გარკვევით), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

6. უჯრაში: ,,მოცემული დეკლარაცია შედგენილია... ფურცელზე“ – მიეთითება წარდგენილი დეკლარაციის შემადგენელი ფურცლების რაოდენობა, მათ შორის III, IV და V ნაწილების მონაცემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ხელმოწერით ადასტურებს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი II

ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) დეკლარაციის წარდგენის ფორმა – ფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;

ბ) დეკლარაციის შემადგენელი გვერდების და დეკლარაციის მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა;

გ) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილი – ფოსტაში ჩაბარების თარიღი;

დ) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;

ე) იმ საგადასახადო ორ­განოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლა­რა­ცია;

ვ) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

ნაწილი III

1. III ნაწილში შეიტანება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრ(ე­ბ)ის და მათ მიერ საგადასახადოს წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ოჯახის წევრის გვარი და სახელი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების გვარი და სახელი გარკვევით.

3. მე-3 სვეტში: ,,პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

4. მე-4 სვეტში: ,,დაბადების წელი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრ(ებ)ის დაბადების წელი.

5. მე-5 სვეტში: ,,მიღებული შემოსავალი“ – მიეთითება საგადასახადოს წინა წლის განმავლობაში ოჯახის ცალკეული წევრის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, რაც ჯამში ოჯახის წევრ(ებ)ის მთლიან შემოსავალს განსაზღვრავს.

6. მონაცემთა უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი IV

1. თუ დეკლარაცია საოჯახოა, ,,ნაწილი IV“-ში შეიტანება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის უძრავი ქონება.

2. მე-2 სვეტში: ,,უძრავი ქონების მდებარეობა (მისამართი)“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი და ა. შ.) და მისამართი.

3. მე-3 სვეტში: ,,უძრავი ქონების სახეობა და აღწერილობა“ – მიეთითება უძრავი ქონების დასახელება (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი და ა. შ.). ამასთან, მიწის ნაკვეთის შემთხვევაში მიეთითება მისი დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები).

4. მე-4 სვეტში მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მესაკუთრის (მოსარგებლის, ფაქტობრივი მფლობელის) გვარი და სახელი.

5. მე-5 სვეტში: მე-3 სვეტში ასახული კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით მიეთითება:

ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – საბაზრო ღირებულება (ლარებში);

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (ჰექტრებში);

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (კვ. მეტრებში).

6. მე-6 და მე-7 სვეტები ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების შეძენა ან/და რეალიზაცია მოხდა საგადასახადო წელს და მიეთითება ქონების შეძენის (რეალიზაციის) რიცხვი და თვე.

7. მე-8 და მე-9 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ან მისი ოჯახის წევრ(ებ)ი ქონების გადასახადში სარგებლობენ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით და მიეთითება:

ა) მე-8 სვეტში – დეკლარაციის დანართის შესაბამისად, ქონების გადასახადში შეღავათის შესაბამისი პუნქტის რიგითი ნომერი;

ბ) მე-9 სვეტში:

ბ.ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემ-ცირებული კონკრეტული ობიექტის ღირებულება;

ბ.ბ) მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

8. მე-10 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

9. მე-11 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა, რაც ჯამში საგადასახადო წელს უძრავ ქონებაზე დარიცხული ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

10. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი V

1. თუ დეკლარაცია საოჯახოა, ,,ნაწილი V“-ში შეიტანება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებიც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

2. მე-2 სვეტში: ,,სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილი“ – მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილი.

3. მე-3 სვეტში: ,,სატრანსპორტო საშუალებათა სახეობა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების სახეობა: მსუბუქი ავტომობილი, იახტა, კატარღა, თვითმფრინავი, შვეულმფრენი.

4. მე-4 სვეტი ივსება მხოლოდ საოჯახო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში და მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მფლობელის გვარი და სახელი.

5. მე-5 სვეტში მიეთითება მსუბუქი ავტომობილის მიხედვით – ძრავის მოცულობა (სმ3); იახტების (კატარღების), თვითმფრინავების და შვეულმფრენების მიხედვით – ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა).

6. მე-6 სვეტში მიეთითება მსუბუქი ავტომობილის ხნოვანება კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

7. მე-7 სვეტში: ,,ქონების გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და დასაბეგრი ობიექტის (სატრანსპორტო საშუალების) რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

8. მე-8 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა, რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხული ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

9. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი VI

1. მე-6 ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და კეთდება აღნიშვნა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით განაწილების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება“ – დეკლარაციის IV ნაწილის მე-2 სვეტის მონაცემების საფუძველზე მიეთითება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია დასაბეგრი ობიექტი.

3. მე-3 სვეტში: ,,ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტ(ებ)ის მდებარეობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი.

4. მე-4 სვეტში: ,,ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა“ – მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდების მიხედვით დაჯგუფებული ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის ოდენობა.

5. ,,ნაწილი VI“-ის ბოლოში მიეთითება აღნიშნულ მონაცემებზე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), რაც დასტურდება მისი ხელის მოწერით.

 

 

 

 

 

 

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადში მოქმედი შეღავათები

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

1. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, თუ მისი ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება მრავალბინიანი სახლის საერთო ფართში ფიზიკური პირის კუთვნილი ფართის ხვედრითი წილის მიხედვით (ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი: შენობის საერთო ფართი X შენობაზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობზე).

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენა სანახევროდ ან მეტად იქნა დაზიანებული სტიქიის შედეგად.

3. ქურთის, ერედვისა და თიღვის თემების, სოფლების: ავნევისა და ნულის ტერიტორიაზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე.

4. ფიზიკური პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.

5. ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში.

6. 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

7. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე.

8. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით.

9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ.

 

10. საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული სხვა შეღავათები

–––––––––––––––

       მიუთითეთ შეღავათის სახე

 

შენიშვნა: – დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე პირი თავის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მათ ნაწილს) იჯარით, უზურფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გადასცემს სხვა პირს.

დანართი №6

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი

ნაწილი I

1. მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. დეკლარაციის გვერდის რიგითი ნომერი.

2. ,,დეკლარაციის სახე“ – შესაბამისი უჯრა აღინიშნება ,,V“ ნიშნით:

3. უჯრაში: ,,წელი“ – მიეთითება ის წელი, რომელი წლის მიხედვითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა ან შესწორება (დაზუსტება).

4. უჯრაში: ,,გადამხდელი (დეკლარანტი)“ – მიეთითება გადასახადის გადამხდე­ლი ფიზიკური პირის გვარი და სახელი სრუ­ლად (გარკვევით), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

5. უჯრაში: ,,მოცემული დეკლარაცია შედგენილია... ფურცელზე“ – მიეთითება წარდგენილი დეკლარაციის შემადგენელი ფურცლების რაოდენობა, მათ შორის III ნაწილის მონაცემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ხელმოწერით ადასტურებს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი II

ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) დეკლარაციის წარდგენის ფორმა – ფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;

ბ) დეკლარაციის შემადგენელი გვერდების და დეკლარაციის მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა;

გ) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილი – ფოსტაში ჩაბარების თარიღი;

დ) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;

ე) იმ საგადასახადო ორ­განოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკ­ლა­რა­ცია;

ვ) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

ნაწილი III

1. დეკლარაციის III ნაწილით განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა და, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია მიწის ნაკვეთი და მისამართი.

3. მე-3 სვეტში: ,,კატეგორია“ – მიეთითება მიწის ნაკვეთის კატეგორია: სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები.

4. მე-4 სვეტში: ,,ფართობი (ჰა)“ – კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიხედვით მიეთითება ფართობი ჰექტრებში.

5. მე-5 და მე-6 სვეტები ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების შეძენა ან/და რეალიზაცია მოხდა საგადასახადო წელს და მიეთითება ქონების შეძენის (რეალიზაციის) რიცხვი და თვე.

6. მე-7 და მე-8 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადში სარგებლობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწი-ნებული შეღავათებით და მიეთითება:

ა) მე-7 სვეტში – დეკლარაციის დანართის შესაბამისად, ქონების გადასახადში შეღავათის შესაბამისი პუნქტის რიგითი ნომერი;

ბ) მე-8 სვეტში – გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

7. მე-9 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და დასაბეგრი ობიექტის (მიწის) მდებარეობის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

8. მე-10 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის (მიწის) მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა, რაც ჯამში საგადასახადო წელს უძრავ ქონებაზე (მიწაზე) დარიცხული ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

9. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი IV

1. ,,ნაწილი IV“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და კეთდება აღნიშვნა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით განაწილების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება“ – დეკლარაციის III ნაწილის მე-2 სვეტის მონაცემების საფუძველზე, მიეთითება შესაბამისი ადგი-ლობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია მიწის ნაკვეთი.

3. მე-3 სვეტში: ,,ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი“ – მიეთითება კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდებარეობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი.

4. მე-4 სვეტში: ,,ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა“ – მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდების მიხედვით დაჯგუფებული ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის ოდენობა.

5. ,,ნაწილი IV“-ის ბოლოში მიეთითება აღნიშნულ მონაცემებზე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), რაც დასტურდება მისი ხელის მოწერით.