„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025991
441
08/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
300160070.10.003.025991
„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №441

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-9 მუხლების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი – ნარჩენების დამუშავებისთვის  საუკეთესო ხელმისაწვდომი

ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები


რეგულირების სფერო

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრულ შემდეგ საქმიანობებზე:

დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების განთავსება ან აღდგენა (საქმიანობა 5.1), რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ოპერაციას:

ბიოლოგიური დამუშავება (საქმიანობა 5.1.1.);

ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება (საქმიანობა 5.1.2.);

შერევა 5.1. და 5.2. პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე (საქმიანობა 5.1.3.);

გადაფუთვა 5.1. და 5.2. პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე (საქმიანობა 5.1.4.);

გამხსნელების აღდგენა/რეგენერაცია (საქმიანობა 5.1.5.);

არაორგანული მასალების (გარდა ლითონების ან ლითონის ნაერთებისა) რეციკლირება/აღდგენა (საქმიანობა 5.1.6.);

მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია (საქმიანობა 5.1.7.);

იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება (საქმიანობა 5.1.8.);

კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა (საქმიანობა 5.1.9.);

ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ნარჩენების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება (საქმიანობა 5.1.10.);

ზედაპირული ჩაშვება (საქმიანობა 5.1.11);

დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება (საქმიანობა 5.3.), რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა:

ბიოლოგიური დამუშავება (საქმიანობა 5.3.1.);

ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება (საქმიანობა 5.3.2.);

ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით (საქმიანობა 5.3.3.);

წიდისა და ნაცრის დამუშავება (საქმიანობა 5.3.4.);

ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში (საქმიანობა 5.3.5.);

დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა, აღდგენა და განთავსება (საქმიანობა 5.4), რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა:

ბიოლოგიური დამუშავება (საქმიანობა 5.4.1.);

ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით (საქმიანობა 5.4.2.);

წიდის და ნაცრის დამუშავება (საქმიანობა 5.4.3.);

ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში (საქმიანობა 5.4.4.).

შენიშვნა: თუ არასახიფათო ნარჩენების დამუშავებისთვის ხორციელდება მხოლოდ ანაერობული დაშლა, წარმადობა დღე-ღამეში 100 ტონას უნდა აღემატებოდეს;

- 50 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 5.5. პუნქტით, ამავე დანართის 5.1., 5.2., 5.5. და 5.7. პუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებამდე (ეს არ მოიცავს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას) (საქმიანობა 5.6.);

ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა) საშუალებით, რომელშიც ჩამდინარე წყლები ხვდება საწარმოდან, სადაც ხორციელდება ზემოაღნიშნული 5.1., 5.3. ან 5.6. პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობები (საქმიანობა 6.13.);

დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების დამუშავებასთან დაკავშირებით, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები ასევე ვრცელდება სხვადასხვა წარმოშობის ჩამდინარე წყლების ერთობლივ (კომბინირებულ) გაწმენდაზე, თუ ძირითადი დამაბინძურებელი დატვირთვა წარმოიქმნება ზემოთ აღნიშნული 5.1., 5.3. ან 5.6. პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან.

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები არ ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

თხევადი ნარჩენების ზედაპირული (ღია) საცავები (ზედაპირული ჩაშვება);

ცხოველთა ტანხორცის ან ცხოველური ნარჩენების განთავსება ან რეციკლირება, რომლებიც „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 6.7. პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას მიეკუთვნება, თუ აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება სასაკლაოებისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების წარმოებისთვის (SA) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

სასოფლო-სამეურნეო მეურნეობაში ნაკელის დამუშავება, თუ იგი რეგულირდება ინტენსიური მეფრინველეობის ან მეღორეობის (IRPP) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

ნარჩენების პირდაპირი აღდგენა (ანუ წინასწარი დამუშავების გარეშე) ნედლეულის შემცვლელად იმ საწარმოებში, რომლებიც ექვემდებარება სხვა BAT-ის შესახებ დასკვნებს, მაგალითად:

  • ტყვიის (მაგალითად, აკუმულატორებიდან), თუთიის ან ალუმინის მარილების პირდაპირი აღდგენა ან კატალიზატორებიდან ლითონების აღდგენა. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ფერადი ლითონების წარმოებისთვის (NFM) BAT-ის შესახებ დასკვნებით;
  • ქაღალდის გადამუშავება რეციკლირების მიზნით. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ცელულოზის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოებისთვის (PP) BAT-ის შესახებ დასკვნებით;
  • ნარჩენების გამოყენება საწვავად ან ნედლეულად ცემენტის ღუმელებში. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ცემენტის, კირისა და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის (CLM) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

ნარჩენების ინსინერაცია, თანაინსინერაცია, პიროლიზი და გაზიფიკაცია. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ნარჩენების ინსინერაციის (WI) ან წვის დიდი დანადგარებისთვის (LCP) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება. აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებით;

დაბინძურებული ნიადაგის ადგილზე (in situ) რემედიაცია (ნიადაგის ამოუთხრელად);

წიდისა და ნაცრის (bottom ash) დამუშავება. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ნარჩენების ინსინერაციის (WI) და/ან წვის დიდი დანადგარების (LCP) BAT-ის შესახებ დასკვნებით;-ჯართისა და ლითონშემცველი მასალების გადადნობა. აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია რეგულირდებოდეს ფერადი ლითონების წარმოებისთვის (NFM), რკინისა და ფოლადის წარმოებისთვის (IS) და/ან სამჭედლოებისა და სამსხმელოებისთვის (SF) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

გამოყენებული მჟავებისა და ტუტეების რეგენერაცია, თუ აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება შავი ლითონების დამუშავებისთვის (FMP) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

საწვავის წვა, როდესაც არ წარმოიქმნება ცხელი აირები, რომლებიც უშუალოდ შედის კონტაქტში ნარჩენებთან. აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია რეგულირდებოდეს წვის დიდი დანადგარებისთვის (LCP) BAT-ის შესახებ დასკვნებით.

BAT-ის შესახებ სხვა დასკვნები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება შესაბამისი იყოს წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, მოიცავს:

ეკონომიკა და მედიათაშორისი ზემოქმედება (ECM);

 ემისიები საცავებიდან (EFS);

ენერგოეფექტურობა (ENE);

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის I (IED) დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM);

ცემენტის, კირისა და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება (CLM);

ქიმიური სექტორიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლებისა და ემისიების გაწმენდისა და მართვის სისტემები (CWW);

ინტენსიური მეფრინველეობა ან მეღორეობა (IRPP).

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, ნარჩენების იერარქიის პრინციპის დაცვის მოთხოვნის გათვალისწინებით.

ტერმინთა განმარტება

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და მათი განმარტებები:

ტერმინი

განმარტება

ზოგადი ტერმინები

ორგანიზებული ემისიები

მავნე ნივთიერებების გარემოში მიმართული ნაკადით გაფრქვევა ნებისმიერი ტიპის არხის, მილსადენის, საკვამურისა და სხვა მსგავსი საშუალების მეშვეობით. ასევე, მოიცავს ღია ზედაპირის მქონე ბიოფილტრებიდან წარმოქმნილ ემისიებს.

უწყვეტი გაზომვა

გაზომვა, რომელიც ხორციელდება საწარმოში მუდმივად დამონტაჟებული ავტომატური გაზომვის სისტემის გამოყენებით.

სისუფთავის დეკლარაცია

ნარჩენის წარმომქმნელის ან ნარჩენის მფლობელის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცარიელი ნარჩენის შეფუთვა (მაგ., დოლურა, კონტეინერი) აკმაყოფილებს მისაღებადობის კრიტერიუმებს სისუფთავის თვალსაზრისით.

არაორგანიზებული/დიფუზური ემისიები

არამიმართული ნაკადით/არაორგანიზებული გაფრქვევები (მაგ., მტვერი, ორგანული ნაერთები, სუნი), რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც არეალებიდან (მაგ., დიდ ფართობზე განთავსებული რეზერვუარები), ისე წერტილოვანი წყაროებიდან (მაგ., მილების მილტუჩებიდან). ასევე, მოიცავს ღია ცის ქვეშ, კომპოსტირების ზვინებიდან (გროვებიდან) ემისიებს.

პირდაპირი ჩაშვება

ჩამდინარე წყლების უშუალოდ წყლის მიმღებ ობიექტში ჩაშვება, შემდგომი გაწმენდის გარეშე.

ემისიის ფაქტორები

ხვედრითი გამოყოფის კოეფიციენტები, რომლებიც გამოიყენება საწარმოს, ტექნოლოგიური პროცესის ან წარმადობის მონაცემებთან ერთად ემისიების რაოდენობის შესაფასებლად.

არსებული საქმიანობა/საწარმო

საქმიანობა/საწარმო, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა/ობიექტი, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობა/ობიექტი, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე;

ჩირაღდანზე წვა

აირჰაერმტვერნარევის (ნამუშევარი აირების) წვადი კომპონენტების მაღალტემპერატურული დაჟანგვა ღია ალში. ძირითადად გამოიყენება უსაფრთხოების მიზნით აალებადი აირების დასაწვავად ან არასაშტატო სამუშაო რეჟიმების დროს.

აქროლადი ნაცარი

ნაწილაკები, რომლებიც წარმოიქმნება წვის კამერაში ან ნამწვი აირების ნაკადში და გადაადგილდება ნამწვი აირებით.

არაკონტროლირებადი ემისიები

წერტილოვანი წყაროებიდან წარმოქმნილი არაორგანიზებული/დიფუზური ემისიები.

სახიფათო ნარჩენი

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული სახიფათო ნარჩენი.

არაპირდაპირი ჩაშვება

ჩაშვება, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ ჩაშვებას.

თხევადი ბიოდეგრადირებადი ნარჩენი

ბიოლოგიური წარმოშობის, შედარებით მაღალი წყლის შემცველობის მქონე ნარჩენი (მაგ., ცხიმდამჭერების ნარჩენები, ორგანული ლამები, კვების ობიექტების ნარჩენები).

საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია

საწარმოს კონსტრუქციის ან ტექნოლოგიის არსებითი ცვლილება, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიური პროცესისა და/ან ემისიების შემცირების ტექნიკისა და შესაბამისი მოწყობილობების მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან შეცვლას.

მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება (MBT)

შერეული მყარი ნარჩენების დამუშავება, რომელიც აერთიანებს მექანიკურ და ბიოლოგიურ (აერობულ ან ანაერობულ) დამუშავებას.

ახალი საქმიანობა/საწარმო

საქმიანობა/საწარმო, რომელიც არ არის არსებული.

გადამუშავებული გამომავალი ნაკადი

ნარჩენების დამუშავების საწარმოდან გამოსული დამუშავებული ნარჩენი.

პასტისებრი ნარჩენი

ლამი, რომელიც არ არის დენადი.

პერიოდული გაზომვა

განსაზღვრული დროის ინტერვალებით ჩატარებული გაზომვა ხელით ან ავტომატური მეთოდების გამოყენებით.

აღდგენა

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული აღდგენის ოპერაცია.

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

გამოყენებული ზეთების დამუშავება ბაზური ზეთის მისაღებად.

რეგენერაცია

დამუშავების პროცესები, რომელთა ძირითადი მიზანია დამუშავებული მასალის (მაგ., გამოყენებული გააქტიურებული ნახშირი ან გამოყენებული გამხსნელი) თავდაპირველი ან მსგავსი დანიშნულებით ხელახლა გამოყენებისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა.

მგრძნობიარე რეცეპტორი

ტერიტორია, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, როგორიცაა:

• საცხოვრებელი ზონები;

• ადამიანთა საქმიანობის ადგილები (მაგ., მეზობელი სამუშაო ადგილები, სკოლები, საბავშვო ბაღები, რეკრეაციული ზონები, საავადმყოფოები ან მოხუცებულთა სახლები).

ზედაპირული (ღია) საცავები (ზედაპირული ჩაშვება)

თხევადი ან ლამისებრი ნარჩენების განთავსება ორმოებში, აუზებში, ლაგუნებსა და სხვა მსგავს ნაგებობებში.

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების დამუშავება

ხის ნარჩენების, გამოყენებული ზეთების, პლასტმასის ნარჩენების, გამოყენებული გამხსნელებისა და სხვა მსგავსი ნარჩენების დამუშავება საწვავის მისაღებად ან მათი თბოუნარიანობის უფრო ეფექტიანად აღსადგენად.

VFCs

აქროლადი (ჰიდრო) ფტორნახშირბადები: ფტორირებული (ჰიდრო)ნახშირბადებისგან შემდგარი აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC), კერძოდ, ქლორფტორნახშირბადები (CFCs), ჰიდროქლორფტორნახშირბადები (HCFCs) და ჰიდროფტორნახშირბადები (HFCs).

VHCs

აქროლადი ნახშირწყალბადები: აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC), რომლებიც მთლიანად წყალბადისა და ნახშირბადისგან შედგება (მაგ., ეთანი, პროპანი, იზობუტანი, ციკლოპენტანი).

VOC

აქროლადი ორგანული ნაერთი (აონ)  – ნებისმიერი ორგანული ნაერთი, ასევე, კრეოზოტის ფრაქცია, რომელსაც 293,15 K ტემპერატურაზე გააჩნია 0,01 კპა ან მეტი ორთქლის წნევა, ან აქვს შესაბამისი აქროლადობა გამოყენების კონკრეტული პირობებისთვის.

ნარჩენების მფლობელი

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული ნარჩენების მფლობელი.

დასამუშავებლად მიღებული ნარჩენი

ნარჩენების დამუშავების საწარმოში დასამუშავებლად შემოსული ნარჩენი.

თხევადი ნარჩენი წყლის ფუძეზე

ნარჩენი, რომელიც შედგება წყალხსნარებისგან, მჟავებისგან/ტუტეებისგან ან გადასატუმბი ლამებისგან (მაგ., ემულსიები, ნარჩენი მჟავები, წყლის შემცველი საზღვაო ნარჩენები) და არ წარმოადგენს თხევად ბიოდეგრადირებად ნარჩენს.

დამაბინძურებლები/პარამეტრები

AOX

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები, გამოსახული Cl-ის სახით, რომლებიც მოიცავს ადსორბირებად ორგანულად შეკავშირებულ ქლორს, ბრომსა და იოდს.

დარიშხანი

დარიშხანი, გამოსახული As-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ დარიშხანის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

BOD

ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება. ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანული ან/და არაორგანული ნივთიერებების ბიოქიმიური დაჟანგვისთვის ხუთი დღის განმავლობაში (BOD5) ან შვიდი დღის განმავლობაში (BOD7).

კადმიუმი

კადმიუმი, გამოსახული Cd-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ კადმიუმის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

CFCs

ქლორფტორნახშირბადები: აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC), რომლებიც შედგება ნახშირბადის, ქლორისა და ფტორისგან.

ქრომი

ქრომი, გამოსახული Cr-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ ქრომის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

ექვსვალენტიანი ქრომი

ექვსვალენტიანი ქრომი, გამოსახული Cr(VI)-ის სახით, მოიცავს ქრომის ყველა ნაერთს, რომელშიც ქრომის ჟანგვის ხარისხია +6.

COD

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება. ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანული ნივთიერებების სრულად ქიმიური დაჟანგვისთვის ნახშირორჟანგამდე. COD არის ორგანული ნაერთების მასური კონცენტრაციის მაჩვენებელი.

სპილენძი

სპილენძი, გამოსახული Cu-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ სპილენძის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

ციანიდი

თავისუფალი ციანიდი, გამოსახული CN⁻-ის სახით.

მტვერი

ატმოსფერულ ჰაერში არსებული ნაწილაკების ჯამური რაოდენობა.

HOI

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი. ნახშირწყალბადური გამხსნელით ექსტრაგირებადი ნაერთების ჯამი, მათ შორის, გრძელჯაჭვიანი ან განშტოებული ალიფატური, ალიციკლური, არომატული ან ალკილჩანაცვლებული არომატული ნახშირწყალბადები.

HCl

ყველა არაორგანული აირადი ქლორის ნაერთი, გამოსახული HCl-ის სახით.

HF

ყველა არაორგანული აირადი ფტორის ნაერთი, გამოსახული HF-ის სახით.

H₂S

გოგირდწყალბადი. კარბონილის სულფიდი და მერკაპტანები აქ არ მოიაზრება.

ტყვია

ტყვია, გამოსახული Pb-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ ტყვიის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

ვერცხლისწყალი

ვერცხლისწყალი, გამოსახული Hg-ის სახით, მოიცავს ელემენტურ ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ყველა არაორგანულ და ორგანულ ნაერთს, აირად, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

NH₃

ამიაკი.

ნიკელი

ნიკელი, გამოსახული Ni-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ ნიკელის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

სუნის კონცენტრაცია

სტანდარტულ პირობებში ერთ კუბურ მეტრში ევროპული სუნის ერთეულების (ouE) რაოდენობა, გაზომილი დინამიკური ოლფაქტომეტრიის მეთოდით EN 13725-ის შესაბამისად.

PCB

პოლიქლორირებული ბიფენილი.

დიოქსინის მსგავსი PCB-ები

პოლიქლორირებული ბიფენილები, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის (EC) №199/2006 რეგულაციაში.

PCDD/F

პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინი/ფურანი (ფურანები).

PFOA

პერფტოროქტანის მჟავა.

PFOS

პერფტოროქტანსულფონის მჟავა.

ფენოლის ინდექსი

ფენოლური ნაერთების ჯამი, გამოსახული ფენოლის კონცენტრაციის სახით და გაზომილი EN ISO 14402-ის შესაბამისად.

TOC

საერთო ორგანული ნახშირბადი, გამოსახული C-ის სახით (წყალში), რომელიც მოიცავს ყველა ორგანულ ნაერთს.

საერთო N

საერთო აზოტი, გამოსახული N-ის სახით, მოიცავს თავისუფალ ამიაკსა და ამონიუმის აზოტს (NH4-N), ნიტრიტის აზოტს (NO2-N), ნიტრატის აზოტს (NO3-N) და ორგანულად შეკავშირებულ აზოტს.

საერთო P

საერთო ფოსფორი, გამოსახული P-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ ფოსფორის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

TSS

საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები. წყალში არსებული ყველა შეწონილი მყარი ნივთიერების მასური კონცენტრაცია, რომელიც იზომება მინის ბოჭკოს ფილტრებზე გაფილტვრითა და გრავიმეტრიული მეთოდით.

TVOC

ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი, გამოსახული C-ის სახით (ჰაერში).

თუთია

თუთია, გამოსახული Zn-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ თუთიის ნაერთს, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში.

 

 

შემოკლებები

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი შემოკლებები:

შემოკლება

განმარტება

EMS

გარემოსდაცვითი მართვის სისტემა.

EoLVs

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები (როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/53/EC დირექტივის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით).

HEPA

მაღალეფექტური ჰაერის ნაწილაკების ფილტრი.

IBC

შუალედური ნაყარი ტვირთის კონტეინერი.

LDAR

გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთება.

LEV

ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის სისტემა.

POP

მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი (როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №850/2004 რეგულაციით).

WEEE

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით განსაზღვრული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები.

 

 

ზოგადი დებულებები

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT)

წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT-ის) შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. დასაშვებია სხვა ტექნიკის გამოყენებაც, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება გარემოს დაცვის არანაკლებ ეკვივალენტური დონე.

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები გამოიყენება ზოგადად ყველა შემთხვევაში.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის განსაზღვრული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ეხება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულში), რომლებიც განსაზღვრულია შემდეგ სტანდარტულ პირობებში:  

მშრალი აირი 273,15 K ტემპერატურაზე და 101,3 კპა წნევაზე, ჟანგბადის შემცველობაზე კორექტირების (გადაყვანის) გარეშე და გამოსახულია მკგ/ნმ³ ან მგ/ნმ³ ერთეულებში;

ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის BAT-AEL-ებთან დაკავშირებული გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები.

 

გაზომვის ტიპი

გასაშუალოების პერიოდი

განმარტება

უწყვეტი

საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა

საშუალო მნიშვნელობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც ეფუძნება ვალიდურ საათობრივ ან ნახევარსაათობრივ საშუალო მნიშვნელობებს.

პერიოდული

საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის

არანაკლებ 30-წუთიანი სამი თანმიმდევრული გაზომვის საშუალო მნიშვნელობა (1).

  (1). იმ პარამეტრებისთვის, რომელთა შემთხვევაში სინჯის აღების ან ანალიზის შეზღუდვების გამო 30-წუთიანი გაზომვა არ არის მიზანშეწონილი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო შესაფერისი გაზომვის პერიოდი (მაგალითად, სუნის კონცენტრაციისთვის). PCDD/F-ის ან დიოქსინის მსგავსი PCB-ების შემთხვევაში გამოიყენება 6-დან 8 საათამდე ხანგრძლივობის ერთი სინჯის აღების პერიოდი.

 

უწყვეტი გაზომვის გამოყენების შემთხვევაში BAT-AEL-ები შეიძლება გამოისახოს საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობების სახით.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყალში ემისიებისთვის

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში წყალში ემისიებისთვის განსაზღვრული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ეხება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა წყლის მოცულობის ერთეულში), რომლებიც გამოსახულია მკგ/ლ ან მგ/ლ ერთეულებში.

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, BAT-AEL-ებთან დაკავშირებული გასაშუალოების პერიოდები გულისხმობს ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევას:

უწყვეტი ჩაშვების შემთხვევაში – საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობებს, ანუ 24-საათიან, ნაკადის პროპორციულად შედგენილ კომპოზიციურ სინჯებს;

პერიოდული (batch) ჩაშვების შემთხვევაში – ჩაშვების მთელი ხანგრძლივობისთვის გამოთვლილ საშუალო მნიშვნელობებს, რომლებიც განსაზღვრულია ნაკადის პროპორციულად შედგენილი კომპოზიციური სინჯებით, ან, თუ ჩამდინარე წყალი სათანადოდ არის შერეული და ერთგვაროვანია, ჩაშვებამდე აღებული ერთჯერადი სინჯით.

შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე დროის პროპორციულად შედგენილი კომპოზიციური სინჯები, თუ დადასტურებულია ნაკადის საკმარისი სტაბილურობა.

წყალში ემისიებისთვის განსაზღვრული ყველა BAT-AEL გამოიყენება იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს.

დაბინძურების შემცირების (გაწმენდის) ეფექტურობა

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში მითითებული გაწმენდის საშუალო ეფექტურობის (იხ. ცხრილი 6.1.) გაანგარიშებისას COD-ისა და TOC-ისთვის არ გაითვალისწინება წინასწარი გაწმენდის ის ეტაპები, რომლებიც მიმართულია წყლის საფუძველზე თხევადი ნარჩენებიდან ორგანული ნივთიერებების ძირითადი მასის გამოყოფისკენ, როგორიცაა აორთქლების ხარჯზე კონდენსაცია (evapo-condensation), ემულსიის განშრევება ან ფაზების დაყოფა.

1. BAT-ის შესახებ ზოგადი დასკვნები

1.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 1. საწარმოს საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) დანერგვასა და დაცვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) ხელმძღვანელობის, მათ შორის, უმაღლესი ხელმძღვანელობის, ჩართულობას;

ბ) ხელმძღვანელობის მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც ითვალისწინებს დანადგარის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის უწყვეტ გაუმჯობესებას;

გ) აუცილებელი პროცედურების, მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვასა და განსაზღვრას ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტიციებთან კავშირში;

დ) პროცედურების დანერგვას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგზე:

დ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და პასუხისმგებლობები;

დ.ბ) პერსონალის შერჩევა, სწავლება, ცნობიერების ამაღლება და კომპეტენცია;

დ.გ) კომუნიკაცია;

დ.დ) თანამშრომელთა ჩართულობა;

დ.ე) დოკუმენტირება;

დ.ვ) პროცესის ეფექტიანი კონტროლი;

დ.ზ) ტექნიკური მომსახურების პროგრამები;

დ.თ) საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება;

დ.ი) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) შედეგების შემოწმებასა და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგზე:

ე.ა) მონიტორინგი და გაზომვები (იხ., ასევე, JRC-ის საცნობარო ანგარიში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით გათვალისწინებული დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM));

ე.ბ) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები;

ე.გ) ჩანაწერების წარმოება;

ე.დ) დამოუკიდებელი (სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა ან გარე აუდიტის განხორციელება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული;

ვ) უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ EMS-ისა და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გადახედვას;

ზ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარების თვალყურის დევნებას;

თ) ახალი საწარმოს პროექტირების ეტაპზე, ასევე, მისი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს საბოლოო ექსპლუატაციიდან გამოყვანით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზემოქმედების გათვალისწინებას;

ი) სექტორული ბენჩმარკინგის რეგულარულ გამოყენებას;

კ) ნარჩენების ნაკადების მართვას (იხ. BAT 2);

ლ) ჩამდინარე წყლებისა და ჰაერში ემისიების ნაკადების ინვენტარიზაციას (იხ. BAT 3);

მ) ნაშთების (residues) მართვის გეგმას (იხ. აღწერა 6.5 პუნქტში);

ნ) ავარიების მართვის გეგმას (იხ. აღწერა 6.5 პუნქტში);

ო) სუნის მართვის გეგმას (იხ. BAT 12);

პ) ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმას (იხ. BAT 17).

გამოყენებადობა

EMS-ის მოცულობა (მაგალითად, დეტალიზაციის დონე) და ხასიათი (მაგალითად, სტანდარტიზებული ან არასტანდარტიზებული) ჩვეულებრივ დაკავშირებულია დანადგარის ბუნებასთან, მასშტაბთან და კომპლექსურობასთან, ასევე, გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბთან, რაც, თავის მხრივ, განისაზღვრება დამუშავებული ნარჩენების სახეობითა და რაოდენობით.

BAT 2. საწარმოს საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ნარჩენების მახასიათებლების განსაზღვრის და მიღების წინა პროცედურების შემუშავება და დანერგვა

აღნიშნული პროცედურების მიზანია უზრუნველყოს კონკრეტული ნარჩენისთვის დამუშავების ოპერაციების ტექნიკური (და   სამართლებრივი) შესაბამისობა მის საწარმოში მიღებამდე. ისინი მოიცავს ნარჩენის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცედურებს და, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენის სინჯის აღებასა და დახასიათებას, რათა მიღებულ იქნეს საკმარისი ინფორმაცია ნარჩენის შემადგენლობის შესახებ. ნარჩენების მიღების წინა პროცედურები ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს, მაგალითად, ნარჩენის სახიფათო თვისებებს, ნარჩენთან დაკავშირებულ რისკებს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასევე, ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ბ) ნარჩენების მიღების პროცედურების შემუშავება და დანერგვა

ნარჩენების მიღების პროცედურების მიზანია ნარჩენის იმ მახასიათებლების დადასტურება, რომლებიც განსაზღვრული იყო მიღების წინა ეტაპზე. აღნიშნული პროცედურები განსაზღვრავს იმ ელემენტებს, რომლებიც უნდა შემოწმდეს ნარჩენის საწარმოში მიღებისას, ასევე, ნარჩენის მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის კრიტერიუმებს. ისინი შეიძლება მოიცავდეს ნარჩენის სინჯის აღებას, დათვალიერებასა და ანალიზს. ნარჩენების მიღების პროცედურები ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს, მაგალითად, ნარჩენის სახიფათო თვისებებს, ნარჩენთან დაკავშირებულ რისკებს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასევე, ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

გ) ნარჩენების აღრიცხვის (მიკვლევადობის) სისტემისა და ინვენტარიზაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა

ნარჩენების მიკვლევადობის სისტემა და ინვენტარიზაცია მიზნად ისახავს საწარმოში ნარჩენების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის აღრიცხვასა და კონტროლს. სისტემა მოიცავს ნარჩენების მიღების წინა პროცედურების ფარგლებში გენერირებულ ყველა ინფორმაციას (მაგ., საწარმოში მიღების თარიღს, ნარჩენის უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, ინფორმაციას ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) შესახებ, მიღების წინა და მიღების ეტაპზე ჩატარებული ანალიზების შედეგებს, დაგეგმილ დამუშავების მარშრუტს, საწარმოში არსებული ნარჩენის სახეობასა და რაოდენობას, ყველა იდენტიფიცირებული საფრთხის ჩათვლით), ასევე, ინფორმაციას ნარჩენის მიღების, შენახვის, დამუშავებისა და/ან საწარმოს ტერიტორიიდან გატანის შესახებ. ნარჩენების აღრიცხვის (მიკვლევადობის) სისტემა ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს, მაგალითად, ნარჩენის სახიფათო თვისებებს, ნარჩენთან დაკავშირებულ რისკებს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასევე, ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დ)გადამუშავებული გამომავალი ნაკადის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა

აღნიშნული ტექნიკა ითვალისწინებს გადამუშავებული გამომავალი ნაკადის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ნარჩენების დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი (გამომავალი ნაკადი) შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს, მაგალითად, მოქმედი EN სტანდარტების გამოყენებით. აღნიშნული მართვის სისტემა, ასევე, იძლევა ნარჩენების დამუშავების ეფექტიანობის მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობას და, ამ მიზნით, შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების დამუშავების მთელი პროცესის განმავლობაში შესაბამისი კომპონენტების მასური ნაკადების ანალიზს. მასური ნაკადების ანალიზის გამოყენება ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს, მაგალითად, ნარჩენის სახიფათო თვისებებს, ნარჩენთან დაკავშირებულ რისკებს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასევე, ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ე) ნარჩენების სეგრეგაციის უზრუნველყოფა

ნარჩენები ინახება განცალკევებით მათი თვისებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი უფრო მარტივი და გარემოსდაცვითად უსაფრთხო შენახვა და დამუშავება. ნარჩენების განცალკევება ეფუძნება ნარჩენების ფიზიკურ გამიჯვნას და იმ პროცედურებს, რომლებიც განსაზღვრავს, როდის და სად ინახება სხვადასხვა სახეობის ნარჩენი.

ვ) ნარჩენების თავსებადობის უზრუნველყოფა მათ შერევამდე ან შერწყმამდე

ნარჩენების თავსებადობა უზრუნველყოფილია შემოწმებისა და გამოცდის ღონისძიებების ერთობლიობით, რომლის მიზანია ნარჩენების შერევის, შერწყმის ან სხვა დამუშავების ოპერაციების განხორციელებისას ნებისმიერი არასასურველი და/ან პოტენციურად საშიში ქიმიური რეაქციის (მაგ., პოლიმერიზაცია, აირის გამოყოფა, ეგზოთერმული რეაქცია, დაშლა, კრისტალიზაცია, დალექვა) გამოვლენა. თავსებადობის შემოწმება ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს, მაგალითად, ნარჩენის სახიფათო თვისებებს, ნარჩენთან დაკავშირებულ რისკებს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასევე, ნარჩენის წინა მფლობელის (ან მფლობელების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ზ) შემოსული მყარი ნარჩენების დახარისხება

შემოსული მყარი ნარჩენების (1) დახარისხების მიზანია არასასურველი მასალების ნარჩენების დამუშავების შემდგომ პროცესებში მოხვედრის თავიდან აცილება. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს:

  ხელით სეპარაციას/განცალკევებას ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე;

   შავი ლითონების, ფერადი ლითონების ან ყველა ლითონის განცალკევებას;

   ოპტიკურ განცალკევებას, მაგალითად, ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის ან რენტგენული სისტემების გამოყენებით;

  სიმკვრივის მიხედვით განცალკევებას, მაგალითად, ჰაერის სეპარაციის, ჩაძირვა-ატივტივების ავზების ან ვიბრაციული მაგიდების გამოყენებით;

  ზომის მიხედვით განცალკევებას გაცხრილვის/დაცრის საშუალებით.

(1) დახარისხების ტექნიკა აღწერილია 6.4 პუნქტში.

 

BAT 3. წყალსა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების ხელშეწყობის მიზნით BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ფარგლებში ჩამდინარე წყლებისა და ემისიის ნაკადების ინვენტარიზაციის შემუშავებასა და წარმოებას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) ინფორმაცია დასამუშავებელი ნარჩენების მახასიათებლებისა და ნარჩენების დამუშავების პროცესების შესახებ, მათ შორის:

ა.ა) გამარტივებული ტექნოლოგიური სქემები, რომლებზეც ნაჩვენებია ემისიების წარმოშობის წყაროები;

ა.ბ) პროცესში ინტეგრირებული ტექნიკის, ასევე, წყაროსთან ჩამდინარე წყლებისა და აირჰაერმტვერნარევის დამუშავების ტექნიკის აღწერა, მათი ეფექტიანობის ჩათვლით;

ბ) ინფორმაცია ჩამდინარე წყლების ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

ბ.ა) ხარჯის, pH-ის, ტემპერატურისა და ელექტროგამტარობის საშუალო მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

ბ.ბ) შესაბამისი ნივთიერებების საშუალო კონცენტრაციები, დატვირთვის მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა (მაგ., COD/TOC, აზოტის ნაერთები, ფოსფორი, ლითონები, პრიორიტეტული ნივთიერებები/მიკროდამაბინძურებლები);

ბ.გ) მონაცემები ბიოდეგრადირების უნარის შესახებ (მაგ., BOD, BOD/COD თანაფარდობა, Zahn-Wellens-ის ტესტი, ბიოლოგიური ინჰიბირების პოტენციალი (მაგ., აქტიური ლამის ინჰიბირება)) (იხ. BAT 52);

გ) ინფორმაცია ემისიის ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

გ.ა) მოცულობითი ხარჯისა და ტემპერატურის საშუალო მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

გ.ბ) შესაბამისი ნივთიერებების საშუალო კონცენტრაციები, დატვირთვის მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა (მაგ., ორგანული ნაერთები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (POP), როგორიცაა PCB-ები);

გ.გ) აალებადობა, აფეთქების ქვედა და ზედა ზღვრები, რეაქტიულობა;

გ.დ) სხვა ნივთიერებების არსებობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ აირჰაერმტვერნარევის დამუშავების სისტემის ეფექტიანობაზე ან საწარმოს უსაფრთხოებაზე (მაგ., ჟანგბადი, აზოტი, წყლის ორთქლი, მტვერი).

გამოყენებადობა

ინვენტარიზაციის მოცულობა (მაგალითად, დეტალიზაციის დონე) და ხასიათი (მაგალითად, სტრუქტურა) ჩვეულებრივ დაკავშირებულია დანადგარის ბუნებასთან, მასშტაბთან და კომპლექსურობასთან, ასევე, გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბთან, რაც, თავის მხრივ, განისაზღვრება დამუშავებული ნარჩენების სახეობითა და რაოდენობით.

BAT 4. ნარჩენების შენახვასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) შენახვის ადგილის ოპტიმიზაცია

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  შენახვის ადგილის განთავსება მგრძნობიარე რეცეპტორებიდან, წყლის ობიექტებიდან და სხვა მსგავსი ობიექტებიდან ტექნიკურად და ეკონომიკურად მაქსიმალურად შესაძლო დაშორებით;

   შენახვის ადგილის ისეთი განლაგება, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე შემცირდეს საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენების არასაჭირო გადაადგილება (მაგ., ერთი და იგივე ნარჩენის ორჯერ ან მეტჯერ გადატანა ან საწარმოს ტერიტორიაზე ზედმეტად გრძელი სატრანსპორტო მარშრუტების არსებობა).

როგორც წესი, გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის.

ბ) შენახვის სათანადო ტევადობის უზრუნველყოფა

მიიღება ღონისძიებები ნარჩენების დაგროვების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა:

   ნარჩენების შენახვის მაქსიმალური ტევადობის მკაფიოდ განსაზღვრა და მისი გადაუჭარბებლობის უზრუნველყოფა ნარჩენების მახასიათებლებისა (მაგ., ხანძრის წარმოქმნის რისკი) და დამუშავების წარმადობის გათვალისწინებით;

  შენახული ნარჩენების რაოდენობის რეგულარული კონტროლი დასაშვებ მაქსიმალურ ტევადობასთან მიმართებით;

  ნარჩენების შენახვის მაქსიმალური ვადის მკაფიოდ განსაზღვრა.

როგორც წესი, გამოიყენება ყველა საწარმოსთვის.

გ) ნარჩენების უსაფრთხო შენახვა

აღნიშნული მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:

  ნარჩენების ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გამოყენებული მოწყობილობების სათანადო დოკუმენტირება და მარკირება;
  სითბოს, სინათლის, ჰაერის, წყლისა და სხვა მსგავსი ფაქტორების მიმართ მგრძნობიარე ნარჩენების დაცვა ასეთი გარემო პირობების ზემოქმედებისგან;

  კონტეინერებისა და დოლურების დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი უსაფრთხო შენახვა.

როგორც წესი, გამოიყენება ყველა საწარმოსთვის.

დ) შეფუთული სახიფათო ნარჩენების შენახვისა და დამუშავებისთვის ცალკე გამოყოფილი ზონის მოწყობა

საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება სპეციალურად გამოყოფილი ზონა შეფუთული სახიფათო ნარჩენების შენახვისა და დამუშავებისთვის.

გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში.

 

BAT 5. ნარჩენების გადატვირთვასა და გადატანასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ნარჩენების გადატვირთვისა და გადატანის პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას.

აღწერა

ნარჩენების გადატვირთვისა და გადატანის პროცედურების მიზანია უზრუნველყოს ნარჩენების უსაფრთხო გადატვირთვა და მათი შესაბამისი შენახვის ან დამუშავების ადგილამდე უსაფრთხოდ გადატანა. აღნიშნული პროცედურები მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

ნარჩენების გადატვირთვასა და გადატანას ახორციელებს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი;

ნარჩენების გადატვირთვა და გადატანა სათანადოდ დოკუმენტირებულია, ოპერაციის განხორციელებამდე მოწმდება და ოპერაციის დასრულების შემდეგ მოწმდება მისი სწორად შესრულება;

მიიღება ღონისძიებები დაღვრის თავიდან ასაცილებლად, მისი დროული გამოვლენისა და შედეგების შესამცირებლად;

ნარჩენების შერევის ან შერწყმისას გამოიყენება შესაბამისი ტექნოლოგიური და საპროექტო ღონისძიებები (მაგ., მტვროვანი/ფხვნილისებრი ნარჩენების ვაკუუმური სისტემით გადატვირთვა).

ნარჩენების გადატვირთვისა და გადატანის პროცედურები ეფუძნება რისკის შეფასებას და ითვალისწინებს ავარიებისა და ინციდენტების ალბათობას, ასევე, მათ გარემოზე შესაძლო ზემოქმედებას.

1.2. მონიტორინგი

BAT 6. BAT 3-ით გათვალისწინებული ჩამდინარე წყლების ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი ემისიების შემთხვევაში BAT წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი პარამეტრების (მაგ., ჩამდინარე წყლების ხარჯი, pH, ტემპერატურა, ელექტროგამტარობა, BOD) მონიტორინგს ძირითად საკონტროლო წერტილებში (მაგ., წინასწარი დამუშავების ეტაპის შესასვლელში და/ან გამოსასვლელში, საბოლოო გაწმენდის ეტაპის შესასვლელში, იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს).

BAT 7. BAT წარმოადგენს წყალში ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მოცემული სიხშირით, სულ მცირე, EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, გამოყენებული უნდა იქნეს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი

სტანდარტ(ებ)ი

ნარჩენების დამუშავების პროცესი

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე (1) (2)

დაკავშირებული BAT

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX) (3) (4)

EN ISO 9562

წყლის შემცველი (წყლის ფუძეზე) თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი, ქსილოლი (BTEX) (3) (4)

EN ISO 15680

წყლის შემცველი (წყლის ფუძეზე) თხევადი ნარჩენების დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD) (5) (6)

EN სტანდარტი არ არსებობს

ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი, გარდა წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავებისა

თვეში ერთხელ

BAT 20

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

თავისუფალი ციანიდი (CN⁻) (3) (4)

სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 14403-1 და EN ISO 14403-2)

წყლის შემცველი (წყლის ფუძეზე) თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI) (4)

EN ISO 9377-2

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

თვეში ერთხელ

BAT 20

VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

თვეში ერთხელ

BAT 20

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

თვეში ერთხელ

BAT 20

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

დარიშხანი (As), კადმიუმი (Cd), ქრომი (Cr), სპილენძი (Cu), ნიკელი (Ni), ტყვია (Pb), თუთია (Zn) (3) (4)

სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 11885, EN ISO 17294-2, EN ISO 15586)

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

თვეში ერთხელ

BAT 20

VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

თვეში ერთხელ

BAT 20

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული გამხსნელების რეგენერაცია

თვეში ერთხელ

BAT 20

ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

თვეში ერთხელ

BAT 20

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

მანგანუმი (Mn) (3) (4)

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

ექვსვალენტიანი ქრომი (Cr(VI)) (3) (4)

სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 10304-3, EN ISO 23913)

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

ვერცხლისწყალი (Hg) (3) (4)

სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 17852, EN ISO 12846)

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

თვეში ერთხელ

BAT 20

VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

თვეში ერთხელ

BAT 20

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული გამხსნელების რეგენერაცია

თვეში ერთხელ

BAT 20

ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

თვეში ერთხელ

BAT 20

წყლის შემცველი თხევადი ნარჩენების დამუშავება

დღეში ერთხელ

BAT 20

PFOA (3)

EN სტანდარტი არ არსებობს

ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი

ექვს თვეში ერთხელ

BAT 20

PFOS (3)

EN სტანდარტი არ არსებობს

ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი

ექვს თვეში ერთხელ

BAT 20

ფენოლის ინდექსი (6)

EN ISO 14402

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

თვეში ერთხელ

BAT 20

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება

დღე-ღამეში ერთხელ

BAT 20

საერთო აზოტი (საერთო N) (6)

EN 12260, EN ISO 11905-1

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

თვეში ერთხელ

BAT 20

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება

დღე-ღამეში ერთხელ

BAT 20

საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) (5) (6)

EN 1484

ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი, გარდა თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავებისა

თვეში ერთხელ

BAT 20

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება

დღე-ღამეში ერთხელ

BAT 20

საერთო ფოსფორი (საერთო P) (6)

ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 15681-1 და EN ISO 15681-2, EN ISO 6878, EN ISO 11885)

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება

თვეში ერთხელ

BAT 20

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება

დღე-ღამეში ერთხელ

BAT 20

საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები (TSS) (6)

EN 872

ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი, გარდა თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავებისა

თვეში ერთხელ

BAT 20

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება

დღე-ღამეში ერთხელ

BAT 20

1) მონიტორინგის სიხშირე შეიძლება შემცირდეს, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.

2) თუ პერიოდული ჩაშვება ხორციელდება მონიტორინგის მინიმალურ სიხშირეზე ნაკლები სიხშირით, მონიტორინგი ტარდება თითოეული ჩაშვების დროს.

3) მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება BAT 3-ში მითითებული ჩამდინარე წყლების ნაკადების ინვენტარიზაციის ფარგლებში რელევანტურად არის განსაზღვრული.

4) წყლის მიმღებ ობიექტში არაპირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში მონიტორინგის სიხშირე შეიძლება შემცირდეს, თუ ჩამდინარე წყლების შემდგომი გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს შესაბამისი დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირებას.

5) მონიტორინგი უტარდება TOC-ს ან COD-ს. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან მისი განსაზღვრა არ საჭიროებს მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნაერთების გამოყენებას.

6) მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ წყლის მიმღებ ობიექტში პირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში.

 

BAT 8. BAT წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიების მონიტორინგს, სულ მცირე, ქვემოთ მითითებული სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, BAT წარმოადგენს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი

სტანდარტ(ებ)ი

ნარჩენების დამუშავების პროცესი

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე (1)

დაკავშირებული BAT

ბრომირებული ალის შემაფერხებლები (2)

EN სტანდარტი არ არსებობს

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

წელიწადში ერთხელ

BAT 25

CFC

EN სტანდარტი არ არსებობს

VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 29

დიოქსინის მსგავსი PCB

EN 1948-1, EN 1948-2 და EN 1948-4 (3)

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში (2)

წელიწადში ერთხელ

BAT 25

PCB-ების შემცველი მოწყობილობების დეკონტამინაცია

სამ თვეში ერთხელ

BAT 51

მტვერი

EN 13284-1

ნარჩენების მექანიკური დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 25

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 34

მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 41

გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის თერმული დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 49

ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

ექვს თვეში ერთხელ

BAT 50

HCl

EN 1911

გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის თერმული დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 49

წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 53

HF

EN სტანდარტი არ არსებობს

გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის თერმული დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 49

Hg

EN 13211

ვერცხლისწყლის შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

სამ თვეში ერთხელ

BAT 32

H2S

EN სტანდარტი არ არსებობს

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება (4)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 34

ლითონები და მეტალოიდები ვერცხლისწყლის გარდა (მაგ., As, Cd, Co, Cr, Cu, Mn, Ni, Pb, Sb, Se, Tl, V) (2)

EN 14385

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

წელიწადში ერთხელ

BAT 25

NH3

EN სტანდარტი არ არსებობს

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება (4)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 34

მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 41

წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 53

სუნის კონცენტრაცია

EN 13725

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება (5)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 34

PCDD/F (2)

EN 1948-1, EN 1948-2 და EN 1948-3 (3)

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

წელიწადში ერთხელ

BAT 25

TVOC

EN 12619

ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში

ექვს თვეში ერთხელ

BAT 25

VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 29

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების მექანიკური დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 31

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 34

მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 41

გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 44

თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 45

გამოყენებული გამხსნელების რეგენერაცია

ექვს თვეში ერთხელ

BAT 47

გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის თერმული დამუშავება

ექვს თვეში ერთხელ

BAT 49

ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

ექვს თვეში ერთხელ

BAT 50

თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება (2)

ექვს თვეში ერთხელ

BAT 53

PCB-ების შემცველი მოწყობილობების დეკონტამინაცია (6)

სამ თვეში ერთხელ

BAT 51

1) მონიტორინგის სიხშირე შეიძლება შემცირდეს, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.

2) მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება BAT 3-ში მითითებული ემისიის ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე რელევანტურად არის განსაზღვრული.

3) EN 1948-1-ის ნაცვლად სინჯის აღება შეიძლება განხორციელდეს, ასევე, CEN/TS 1948-5-ის შესაბამისად.

4) ალტერნატიულად შესაძლებელია სუნის კონცენტრაციის მონიტორინგის განხორციელება.

5) NH3-ისა და H2S-ის მონიტორინგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სუნის კონცენტრაციის მონიტორინგის ალტერნატივად.

6) მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბინძურებული მოწყობილობების გასაწმენდად გამოიყენება გამხსნელი.

 

BAT 9. ორგანული ნაერთების ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული ემისიების მონიტორინგის მიზნით BAT წარმოადგენს გამოყენებული გამხსნელების რეგენერაციის, POP-ების შემცველი მოწყობილობების გამხსნელებით დეკონტამინაციისა და გამხსნელების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავების (მათი თბოუნარიანობის აღდგენის მიზნით) შედეგად წარმოქმნილი ემისიების მონიტორინგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

ა) გაზომვა

გაზანალიზატორებით „ყნოსვით“/ზონდირებით ანალიზის (sniffing methods), აირების ოპტიკური ვიზუალიზაციის (Optical Gas Imaging – OGI), მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელების (Solar Occultation Flux – SOF) ან დიფერენციული შთანთქმის მეთოდების გამოყენება. აღწერა მოცემულია 6.2 პუნქტში.

ბ) ემისიის ფაქტორები

ემისიების გაანგარიშება ემისიის ფაქტორების გამოყენებით, რომლებიც პერიოდულად (მაგ., ორ წელიწადში ერთხელ) მოწმდება გაზომვებით.

გ) მასური ბალანსი

არაორგანიზებული/დიფუზური ემისიების გაანგარიშება მასური ბალანსის მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს გამხსნელის შემავალ რაოდენობას, ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებულ ემისიებს, წყალში ემისიებს, ტექნოლოგიური პროცესიდან გამომავალ ნაკადში არსებულ გამხსნელს და ტექნოლოგიური პროცესის (მაგ., დისტილაციის) ნაშთებს.

 

BAT 10. BAT წარმოადგენს სუნის ემისიების პერიოდულ მონიტორინგს.

აღწერა

სუნის ემისიების მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს:

- EN სტანდარტების გამოყენებით (მაგ., დინამიკური ოლფაქტომეტრია EN 13725-ის შესაბამისად სუნის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით ან EN 16841-1 ან EN 16841-2 სუნის ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით);

- ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით, რომელთათვისაც EN სტანდარტები არ არსებობს (მაგ., სუნის ზემოქმედების შეფასება), ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

მონიტორინგის სიხშირე განისაზღვრება სუნის მართვის გეგმით (იხ. BAT 12).

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია სუნით გამოწვეული შეწუხება (odour nuisance) მგრძნობიარე რეცეპტორებზე.

BAT 11. BAT წარმოადგენს წყლის, ენერგიისა და ნედლეულის წლიური მოხმარების, ასევე, ნაშთებისა და ჩამდინარე წყლების წლიური წარმოქმნის მონიტორინგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

აღწერა

მონიტორინგი მოიცავს პირდაპირ გაზომვებს, გაანგარიშებას ან მონაცემების აღრიცხვას, მაგალითად, შესაბამისი მრიცხველების ან ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით. მონიტორინგი ხორციელდება ყველაზე შესაფერის დონეზე (მაგ., ტექნოლოგიური პროცესის ან საწარმოს/დანადგარის დონეზე) და ითვალისწინებს საწარმოში/დანადგარში განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას.

 

1.3. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 12. სუნის ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ფარგლებში სუნის მართვის გეგმის შემუშავებას, დანერგვას და რეგულარულ გადახედვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს განსახორციელებელ ღონისძიებებსა და ვადებს;

სუნის მონიტორინგის ჩატარების პროცედურას BAT 10-ის შესაბამისად;

გამოვლენილ შემთხვევებზე (მაგ., საჩივრებზე) რეაგირების პროცედურას;

სუნის პრევენციისა და შემცირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სუნის წყაროს (ან წყაროების) იდენტიფიცირებას, თითოეული წყაროს წვლილის შეფასებას და პრევენციისა და/ან შემცირების ღონისძიებების განხორციელებას.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია სუნით გამოწვეული შეწუხება მგრძნობიარე რეცეპტორებზე.

BAT 13. სუნის ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) დაყოვნების დროის მინიმიზაცია

შენახვის ან დამუშავების სისტემებში (მაგ., მილსადენებში, რეზერვუარებში, კონტეინერებში) (პოტენციურად) სუნის მქონე ნარჩენების დაყოვნების დროის მინიმიზაცია, განსაკუთრებით ანაერობულ პირობებში. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია სეზონურად წარმოქმნილი ნარჩენების პიკური მოცულობების მიღების შესაძლებლობა.

გამოიყენება მხოლოდ ღია სისტემებისთვის.

ბ) ქიმიური დამუშავების გამოყენება

ქიმიური ნივთიერებების გამოყენება სუნის გამომწვევი ნაერთების განადგურების ან მათი წარმოქმნის შემცირების მიზნით (მაგ., გოგირდწყალბადის დაჟანგვა ან დალექვა).

არ გამოიყენება, თუ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადამუშავებული გამომავალი ნაკადის ხარისხზე.

გ) აერობული დამუშავების ოპტიმიზაცია

წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების აერობული დამუშავების შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს:
- სუფთა ჟანგბადის გამოყენებას;
- რეზერვუარებიდან ქაფის მოცილებას;
- აერაციის სისტემის ხშირ ტექნიკურ მომსახურებას.

წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების გარდა სხვა ნარჩენების აერობული დამუშავების შემთხვევაში იხ. BAT 36.

ზოგადად გამოიყენება.

 

BAT 14. ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული/დიფუზური ემისიების, განსაკუთრებით მტვრის, ორგანული ნაერთებისა და სუნის ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული შესაბამისი ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.

ნარჩენებიდან ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული/დიფუზური ემისიებით გამოწვეული რისკის გათვალისწინებით, BAT 14-ის დ) ტექნიკა განსაკუთრებით რელევანტურია.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) არაორგანიზებული/დიფუზური ემისიების პოტენციური წყაროების რაოდენობის მინიმიზაცია

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

  მილსადენების განლაგების სათანადო პროექტირება (მაგ., მილსადენების სიგრძის მინიმიზაცია, მილტუჩებისა და სარქველების რაოდენობის შემცირება, შედუღებული შეერთებებისა და მილების გამოყენება);
    ტუმბოების გამოყენების ნაცვლად, შეძლებისდაგვარად, გრავიტაციული გადაადგილების გამოყენება;
   მასალის გადმოყრის სიმაღლის შეზღუდვა;
   სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა;
  ქარისგან დამცავი ბარიერების გამოყენება.

ზოგადად გამოიყენება.

ბ) მაღალი ჰერმეტულობის მქონე აღჭურვილობის შერჩევა და გამოყენება

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

   ორმაგი შემამჭიდროებელი/სალუქი ელემენტების მქონე სარქველების ან ეკვივალენტური ეფექტიანობის მქონე აღჭურვილობის გამოყენება;
  მაღალი ჰერმეტულობის მქონე შუასადებების (მაგ., სპირალურად დახვეული ან რგოლისებრი შუასადებების) გამოყენება კრიტიკული დანიშნულების კვანძებში;
  მექანიკური საკეტებით აღჭურვილი ტუმბოების, კომპრესორებისა და შემრევების გამოყენება შემამჭიდროებლებიანი (packing) კონსტრუქციების ნაცვლად;
   მაგნიტური ამძრავით აღჭურვილი ტუმბოების, კომპრესორებისა და შემრევების გამოყენება;
  ტექნოლოგიურ შლანგებთან წვდომისთვის შესაბამისი ღიობების (მისაერთებლების), გამხვრეტი მაშებისა და საბურღი თავაკების გამოყენება, მაგალითად, VFC-ებისა და/ან VHC-ების შემცველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დეგაზაციისას.

არსებული საწარმოებისთვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ექსპლუატაციის მოთხოვნების გამო.

გ) კოროზიის პრევენცია

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

   სამშენებლო მასალების სათანადო შერჩევა;
  აღჭურვილობის შიდა ზედაპირების მოპირკეთება ან დაფარვა და მილსადენების შეღებვა ანტიკოროზიული საფარით.

ზოგადად გამოიყენება.

დ) არაორგანიზებული/ დიფუზური ემისიების შეკავება, შეგროვება და გაწმენდა

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

   ისეთი ნარჩენებისა და მასალების შენახვა, დამუშავება და გადატვირთვა, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნან არაორგანიზებული/დიფუზური ემისიები, დახურულ შენობებში და/ან დახურულ აღჭურვილობაში (მაგ., დახურული კონვეიერები);
   დახურულ აღჭურვილობასა და შენობებში შესაბამისი წნევის შენარჩუნება;
  ემისიების შეგროვება და მათი შესაბამის გამწმენდ სისტემაში (იხ. 6.1 პუნქტი) მიმართვა ჰაერის გამწოვი და/ან ემისიის წყაროსთან ახლოს განთავსებული შემწოვი სისტემების მეშვეობით.

დახურული აღჭურვილობის ან შენობების გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს უსაფრთხოების მოთხოვნების გამო (მაგ., აფეთქების ან ჟანგბადის დეფიციტის რისკი).

ასევე, დახურული აღჭურვილობის ან შენობების გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს ნარჩენების მოცულობის გამო.

ე) დატენიანება

არაორგანიზებული/დიფუზური მტვრის ემისიების პოტენციური წყაროების (მაგ., ნარჩენების შენახვის ადგილების, სატრანსპორტო გზების და ღია დამუშავების უბნების) დატენიანება წყლით ან წყლის ნისლით.

ზოგადად გამოიყენება.

ვ) ტექნიკური მომსახურება

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

   პოტენციურად ჟონვადი აღჭურვილობისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  დამცავი საშუალებების (მაგ., ლამელური ფარდების, სწრაფმოქმედი კარების) რეგულარული შემოწმება.

ზოგადად გამოიყენება.

ზ) ნარჩენების დამუშავებისა და შენახვის უბნების დასუფთავება

მოიცავს ნარჩენების დამუშავების მთელი ტერიტორიის (საამქროები, სატრანსპორტო გზები, შენახვის უბნები და ა.შ.), კონვეიერების, აღჭურვილობისა და კონტეინერების რეგულარულ დასუფთავებას.

ზოგადად გამოიყენება.

თ) გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების (LDAR) პროგრამა

იხ. 6.2 პუნქტი. როდესაც მოსალოდნელია ორგანული ნაერთების ემისიები, მუშავდება და ინერგება გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების (LDAR) პროგრამა, რომელიც ეფუძნება რისკის შეფასებას და, განსაკუთრებით, ითვალისწინებს საწარმოს პროექტს, ასევე, შესაბამისი ორგანული ნაერთების რაოდენობასა და ბუნებას.

ზოგადად გამოიყენება.

 

BAT 15. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან არასაშტატო სამუშაო რეჟიმების დროს (მაგ., გაშვების ან გაჩერებისას) ჩირაღდანზე წვის გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) საწარმოს სწორი პროექტირება

მოიცავს საკმარისი წარმადობის მქონე აირის აღდგენის (რეკუპერაციის) სისტემის (gas recovery system) მოწყობას და მაღალი ჰერმეტულობის მქონე დამცავი (განტვირთვის) სარქველების გამოყენებას.

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის.

არსებულ საწარმოებში შესაძლებელია აირის აღდგენის სისტემის დამატებით მოწყობა/ მოდერნიზაცია.

ბ) საწარმოს მართვა

მოიცავს აირის სისტემის დაბალანსებას და ტექნოლოგიური პროცესის მართვის მოწინავე სისტემების გამოყენებას.

ზოგადად გამოიყენება.

 

BAT 16. როდესაც ჩირაღდანზე წვა გარდაუვალია, ჩირაღდნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ჩირაღდნის მოწყობილობების სწორი პროექტირება

ჩირაღდნის სიმაღლისა და წნევის ოპტიმიზაცია, ორთქლის, ჰაერის ან აირის მიწოდება წვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტიპის ჩირაღდნის თავაკების გამოყენება და სხვა ღონისძიებები, კვამლის წარმოქმნის გარეშე საიმედო მუშაობისა და ჭარბი აირების ეფექტიანი წვის უზრუნველსაყოფად.

ზოგადად გამოიყენება ახალი ჩირაღდნებისთვის. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, მაგალითად, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის ხელმისაწვდომობის გამო.

ბ) მონიტორინგი და მონაცემების აღრიცხვა ჩირაღდნის მართვის ფარგლებში

მოიცავს ჩირაღდანზე დასაწვავად მიმართული აირის რაოდენობის უწყვეტ მონიტორინგს. ასევე, შეიძლება მოიცავდეს სხვა პარამეტრების შეფასებას (მაგ., აირის ნაკადის შემადგენლობა, თბური შემცველობა, წვის ხელშემწყობი აგენტის თანაფარდობა, სიჩქარე, გამწმენდი აირის ხარჯი, დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიები (მაგ., NOₓ, CO, ნახშირწყალბადები), ხმაური). ჩირაღდანზე წვის შემთხვევების აღრიცხვა, ჩვეულებრივ, მოიცავს შემთხვევების ხანგრძლივობისა და რაოდენობის აღრიცხვას, რაც იძლევა ემისიების რაოდენობრივი შეფასებისა და მომავალში ჩირაღდანზე წვის შემთხვევების შესაძლო თავიდან აცილების შესაძლებლობას.

ზოგადად გამოიყენება.

 

1.4. ხმაური და ვიბრაცია

BAT 17. ხმაურისა და ვიბრაციის ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ფარგლებში ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმის შემუშავებას, დანერგვასა და რეგულარულ გადახედვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებსა და მათი განხორციელების ვადებს;

ბ) ხმაურისა და ვიბრაციის მონიტორინგის ჩატარების პროცედურას;

გ) ხმაურსა და ვიბრაციასთან დაკავშირებულ გამოვლენილ შემთხვევებზე, მაგალითად, საჩივრებზე, რეაგირების პროცედურას;

დ) ხმაურისა და ვიბრაციის შემცირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წყაროს (ან წყაროების) იდენტიფიცირებას, ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების გაზომვას/შეფასებას, თითოეული წყაროს წვლილის განსაზღვრას და პრევენციისა და/ან შემცირების ღონისძიებების განხორციელებას.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია ხმაურით ან ვიბრაციით გამოწვეული შეწუხება მგრძნობიარე რეცეპტორებზე.

BAT 18. ხმაურისა და ვიბრაციის ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) აღჭურვილობისა და შენობების სათანადო განთავსება

ხმაურის დონე შეიძლება შემცირდეს ხმაურის წყაროსა და რეცეპტორს შორის მანძილის გაზრდით, შენობების ხმაურდამცავ ეკრანებად გამოყენებით და შენობების შესასვლელებისა და გასასვლელების ადგილმდებარეობის შეცვლით.

არსებულ საწარმოებში აღჭურვილობისა და შენობების შესასვლელების ან გასასვლელების ადგილმდებარეობის შეცვლა შეიძლება შეიზღუდოს სივრცის ნაკლებობის ან გადაჭარბებული ხარჯების გამო.

ბ) საოპერაციო ღონისძიებები

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

ბ.ა) აღჭურვილობის შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;

ბ.ბ) დახურული სივრცეების კარებისა და ფანჯრების დახურვა, სადაც ეს შესაძლებელია;

ბ.გ) აღჭურვილობის ექსპლუატაცია გამოცდილი პერსონალის მიერ;

ბ.დ) ღამის საათებში ხმაურიანი საქმიანობის თავიდან აცილება, სადაც ეს შესაძლებელია;

ბ.ე) ტექნიკური მომსახურების, სატრანსპორტო მოძრაობის, ნარჩენების გადატვირთვისა და დამუშავების დროს ხმაურის კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

ზოგადად გამოიყენება.

გ) დაბალი ხმაურის მქონე აღჭურვილობა

შეიძლება მოიცავდეს პირდაპირი ამძრავის მქონე ძრავებს, კომპრესორებს, ტუმბოებსა და ჩირაღდნებს.

ზოგადად გამოიყენება.

დ) ხმაურისა და ვიბრაციის კონტროლის აღჭურვილობა

მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

დ.ა) ხმაურის ჩამხშობები;

დ.ბ) აღჭურვილობის აკუსტიკური და ვიბრაციული იზოლაცია;

დ.გ) ხმაურიანი აღჭურვილობის დახურულ სივრცეში განთავსება;

დ.დ) შენობების ბგერითი იზოლაცია.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს სივრცის ნაკლებობის გამო (არსებული საწარმოებისთვის).

ე) ხმაურის გავრცელების შემცირება

ხმაურის გავრცელება შეიძლება შემცირდეს ხმაურის წყაროებსა და რეცეპტორებს შორის ბარიერების (მაგ., დამცავი კედლების, მიწაყრილებისა და შენობების) მოწყობით.

გამოიყენება მხოლოდ არსებული საწარმოებისთვის, რადგან ახალი საწარმოების პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ამ ტექნიკის გამოყენების საჭიროებას გამორიცხავს. არსებულ საწარმოებში ბარიერების მოწყობა შეიძლება შეიზღუდოს სივრცის ნაკლებობის გამო.

ლითონის ნარჩენების დამაქუცმაცებელ დანადგარებში მექანიკური დამუშავების შემთხვევაში, ტექნიკა გამოიყენება დამაქუცმაცებელ დანადგარებში აალების საფრთხესთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში.

 

1.5. წყალში ემისიები

BAT 19. წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის, წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირების და ნიადაგსა და წყალში ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) წყლის მართვა

წყლის მოხმარების ოპტიმიზაცია ხორციელდება ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:

 წყლის დაზოგვის გეგმებს (მაგ., წყლის გამოყენების ეფექტიანობის მიზნების განსაზღვრა, წყლის ნაკადების სქემებისა და წყლის მასური ბალანსების შედგენა);

  სარეცხი წყლის გამოყენების ოპტიმიზაციას (მაგ., წყლის ჭავლით რეცხვის ნაცვლად მშრალი წმენდა, ყველა სარეცხ აღჭურვილობაზე წყლის მიწოდების გამშვები მექანიზმების გამოყენება);

  ვაკუუმის შესაქმნელად წყლის გამოყენების შემცირებას (მაგ., მაღალი დუღილის ტემპერატურის მქონე სითხეებზე მომუშავე თხევადრგოლიანი (თხევადციკლიანი) ტუმბოების გამოყენება).

ზოგადად გამოიყენება.

ბ) წყლის რეცირკულაცია

წყლის ნაკადების რეცირკულაცია ხორციელდება საწარმოს ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მათი დამუშავების შემდეგ. რეცირკულაციის ხარისხი შეზღუდულია საწარმოს წყლის ბალანსით, მინარევების შემცველობით (მაგ., სუნის გამომწვევი ნაერთები) და/ან წყლის ნაკადების მახასიათებლებით (მაგ., საკვები ნივთიერებების შემცველობა).

ზოგადად გამოიყენება.

გ) სითხეგაუმტარი ზედაპირი

ნიადაგის და/ან წყლის დაბინძურების თვალსაზრისით ნარჩენებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ნარჩენების დამუშავების მთელი ტერიტორიის (მაგ., ნარჩენების მიღების, გადატვირთვის, შენახვის, დამუშავებისა და გატანის უბნების) ზედაპირი შესაბამისი სითხეების მიმართ გაუმტარი უნდა იყოს.

ზოგადად გამოიყენება.

დ) რეზერვუარებიდან და სხვა ჭურჭლიდან გადავსებისა და დაზიანების ალბათობისა და ზემოქმედების შემცირების ტექნიკა

რეზერვუარებსა და სხვა ჭურჭელში მოთავსებული სითხეებით ნიადაგის და/ან წყლის დაბინძურების რისკების გათვალისწინებით, მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:

  გადავსების დეტექტორები;

  გადავსების მილები, რომლებიც მიმართულია შემაკავებელ სადრენაჟო სისტემაში (ანუ შესაბამის მეორად შემაკავებელ სისტემაში ან სხვა ჭურჭელში);

  სითხეების რეზერვუარების განთავსება შესაბამის მეორად შემაკავებელ სისტემაში; მისი მოცულობა, ჩვეულებრივ, განისაზღვრება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მეორადი შემაკავებელი სისტემის ფარგლებში განთავსებული ყველაზე დიდი რეზერვუარიდან სითხის სრული გაჟონვის შეკავება;

   რეზერვუარების, სხვა ჭურჭლისა და მეორადი შემაკავებელი სისტემების იზოლირება (მაგ., სარქველების დაკეტვა).

ზოგადად გამოიყენება.

ე) ნარჩენების შენახვისა და დამუშავების უბნების გადახურვა

ნიადაგის და/ან წყლის დაბინძურების თვალსაზრისით ნარჩენებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ნარჩენების შენახვა და დამუშავება ხორციელდება გადახურულ უბნებზე, წვიმის წყალთან კონტაქტის თავიდან აცილებისა და, შესაბამისად, დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენის მოცულობის მინიმიზაციის მიზნით.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი მოცულობის ნარჩენების შენახვის ან დამუშავების შემთხვევაში (მაგ., ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარებში).

ვ) წყლის ნაკადების განცალკევება

წყლის თითოეული ნაკადი (მაგ., ზედაპირული ჩამონადენი, ტექნოლოგიური წყალი) გროვდება და მუშავდება ცალ-ცალკე, დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობისა და გამოყენებული დამუშავების ტექნიკების კომბინაციის გათვალისწინებით. კერძოდ, დაუბინძურებელი ჩამდინარე წყლების ნაკადები განცალკევებულია იმ ჩამდინარე წყლების ნაკადებისგან, რომლებიც დამუშავებას საჭიროებს.

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის. არსებულ საწარმოებში ზოგადად გამოიყენება წყლის შეგროვების სისტემის განლაგებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

ზ) სათანადო სადრენაჟო ინფრასტრუქტურა

ნარჩენების დამუშავების ტერიტორია დაკავშირებულია სადრენაჟო ინფრასტრუქტურასთან. დამუშავებისა და შენახვის უბნებზე მოსული წვიმის წყალი სარეცხ წყალთან, შემთხვევითი დაღვრების შედეგად წარმოქმნილ სითხეებთან და სხვა მსგავს ნაკადებთან ერთად გროვდება სადრენაჟო ინფრასტრუქტურაში და, დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობის გათვალისწინებით, ექვემდებარება რეცირკულაციას ან იგზავნება შემდგომი დამუშავებისთვის.

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის. არსებულ საწარმოებში ზოგადად გამოიყენება წყლის სადრენაჟო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

თ) გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საპროექტო და ტექნიკური მომსახურების ღონისძიებები

პოტენციური გაჟონვების რეგულარული მონიტორინგი ეფუძნება რისკის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება აღჭურვილობის შეკეთება. მიწისქვეშა კომპონენტების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მიწისქვეშა კომპონენტების გამოყენების შემთხვევაში, მათში არსებული ნარჩენებით ნიადაგის და/ან წყლის დაბინძურების რისკების გათვალისწინებით, ეწყობა მიწისქვეშა კომპონენტების მეორადი შემაკავებელი სისტემა.

მიწისზედა კომპონენტების გამოყენება ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის, თუმცა შეიძლება შეიზღუდოს გაყინვის რისკის გამო. არსებულ საწარმოებში მეორადი შემაკავებელი სისტემის მოწყობის შესაძლებლობა შეიძლება შეზღუდული იყოს.

ი) სათანადო მოცულობის ბუფერული საცავი

არასაშტატო სამუშაო რეჟიმების დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლებისთვის უზრუნველყოფილია სათანადო მოცულობის ბუფერული საცავი, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით (მაგ., დამაბინძურებელი ნივთიერებების ბუნების, ჩამდინარე წყლების შემდგომი გაწმენდის ეფექტისა და მიმღები გარემოს გათვალისწინებით). ამ ბუფერული საცავიდან ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ (მაგ., მონიტორინგი, გაწმენდა, ხელახალი გამოყენება).

ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ხელმისაწვდომი სივრცისა და წყლის შეგროვების სისტემის განლაგების გამო.

 

BAT 20. წყალში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ჩამდინარე წყლების დამუშავებას ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა (1)

ძირითადი დამაბინძურებლები, რომელთა შემცირებასაც ტექნიკა ემსახურება

გამოყენებადობა

წინასწარი და პირველადი გაწმენდა, მაგალითად:

ა) გათანაბრება

ყველა დამაბინძურებელი

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) ნეიტრალიზაცია

მჟავები, ტუტეები

 

გ) ფიზიკური განცალკევება, მაგალითად, ცხაურები, საცრები, ქვიშადამჭერები, ცხიმდამჭერები, ნავთობპროდუქტებისა და წყლის განცალკევება ან პირველადი სალექარი ავზები

მსხვილი მყარი ნაწილაკები, შეწონილი მყარი ნაწილაკები, ნავთობპროდუქტები/ცხიმები

 

ფიზიკურ-ქიმიური გაწმენდა, მაგალითად:

დ) ადსორბცია

ადსორბირებადი, გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ნახშირწყალბადები, ვერცხლისწყალი, AOX

ზოგადად გამოყენებადია.

ე) დისტილაცია/რექტიფიკაცია

გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, რომელთა გამოხდა შესაძლებელია, მაგალითად, ზოგიერთი გამხსნელი

ვ) დალექვა

გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, რომელთა დალექვა შესაძლებელია, მაგალითად, ლითონები, ფოსფორი

ზ) ქიმიური დაჟანგვა

გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, რომელთა დაჟანგვა შესაძლებელია, მაგალითად, ნიტრიტი, ციანიდი

თ) ქიმიური აღდგენა

გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, რომელთა ქიმიური აღდგენა შესაძლებელია, მაგალითად, ექვსვალენტიანი ქრომი (Cr(VI))

ი) აორთქლება

ხსნადი დამაბინძურებლები

კ) იონური მიმოცვლა

იონური ფორმით გახსნილი, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ლითონები

ლ) გამოორთქლვა (სტრიპინგი)

აირად ფაზაში გადაყვანადი დამაბინძურებლები, მაგალითად, გოგირდწყალბადი (H2S), ამიაკი (NH3), ზოგიერთი ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენი (AOX), ნახშირწყალბადები

ბიოლოგიური გაწმენდა, მაგალითად:

მ) აქტიური ლამის პროცესი

ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები

ზოგადად გამოყენებადია.

ნ) მემბრანული ბიორეაქტორი

აზოტის მოცილება

ო) ნიტრიფიკაცია/დენიტრიფიკაცია, როდესაც გაწმენდა მოიცავს ბიოლოგიურ გაწმენდას

 საერთო აზოტი, ამიაკი

ნიტრიფიკაცია შეიძლება არ იყოს გამოყენებადი ქლორიდების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში (მაგალითად, 10 გ/ლ-ზე მეტი), როდესაც ნიტრიფიკაციამდე ქლორიდების კონცენტრაციის შემცირება გარემოსდაცვითი სარგებლის თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ნიტრიფიკაცია არ გამოიყენება ჩამდინარე წყლის დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში (მაგალითად, 12 °C-ზე ნაკლები).

მყარი ნაწილაკების მოცილება, მაგალითად:

პ) კოაგულაცია და ფლოკულაცია

შეწონილი მყარი ნაწილაკები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

ზოგადად გამოყენებადია.

ჟ) სედიმენტაცია

რ) ფილტრაცია (მაგალითად, ქვიშის ფილტრაცია, მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია)

ს) ფლოტაცია

1) ტექნიკის აღწერა მოცემულია 6.3 პუნქტში.

 

 

ცხრილი 6.1

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყლის მიმღებ ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის

ნივთიერება/პარამეტრი

BAT-AEL (1)

ნარჩენების დამუშავების პროცესი, რომელზეც ვრცელდება BAT-AEL

საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) (2)

10–60 მგ/ლ

  ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი, გარდა წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებისა

10–100 მგ/ლ (3) (4)

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD) (2)

30–180 მგ/ლ

  ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი, გარდა წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებისა

30–300 მგ/ლ (3) (4)

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

საერთო შეწონილი მყარი ნაწილაკები (TSS)

5–60 მგ/ლ

  ნარჩენების დამუშავების ყველა პროცესი

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI)

0,5–10 მგ/ლ

  ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარებში;

  VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება;

  გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება;

  თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;

  ამოთხრილი დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა;

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

საერთო აზოტი (Total N)

1–25 მგ/ლ (5) (6)

  ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება;

  გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება

10–60 მგ/ლ (5) (6) (7)

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

საერთო ფოსფორი (Total P)

0,3–2 მგ/ლ

  ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება

1–3 მგ/ლ (4)

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

ფენოლის ინდექსი

0,05–0,2 მგ/ლ

  გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება; - თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება

0,05–0,3 მგ/ლ

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

თავისუფალი ციანიდი (CN⁻) (8)

0,02–0,1 მგ/ლ

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX) (8)

0,2–1 მგ/ლ

 წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

ლითონები და მეტალოიდები (8)

დარიშხანი (გამოსახული As-ის სახით)

0,01–0,05 მგ/ლ

  ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარებში;

  VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება;

  ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება;

  გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება;

  თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;

  მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;

  გამოყენებული გამხსნელების რეგენერაცია;

  ამოთხრილი დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა

კადმიუმი (გამოსახული Cd-ის სახით)

0,01–0,05 მგ/ლ

ქრომი (გამოსახული Cr-ის სახით)

0,01–0,15 მგ/ლ

სპილენძი (გამოსახული Cu-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ტყვია (გამოსახული Pb-ის სახით)

0,05–0,1 მგ/ლ (9)

ნიკელი (გამოსახული Ni-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ვერცხლისწყალი (გამოსახული Hg-ის სახით)

0,5–5 მკგ/ლ

თუთია (გამოსახული Zn-ის სახით)

0,1–1 მგ/ლ (10)

დარიშხანი (გამოსახული As-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

  წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება

კადმიუმი (გამოსახული Cd-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

ქრომი (გამოსახული Cr-ის სახით)

0,01–0,3 მგ/ლ

ექვსვალენტიანი ქრომი (გამოსახული Cr(VI)-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

სპილენძი (გამოსახული Cu-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ტყვია (გამოსახული Pb-ის სახით)

0,05–0,3 მგ/ლ

ნიკელი (გამოსახული Ni-ის სახით)

0,05–1 მგ/ლ

ვერცხლისწყალი (გამოსახული Hg-ის სახით)

1–10 მკგ/ლ

თუთია (გამოსახული Zn-ის სახით)

0,1–2 მგ/ლ

1) გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.

2) გამოიყენება COD-ისთვის განსაზღვრული BAT-AEL ან TOC-ისთვის განსაზღვრული BAT-AEL. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან მისი მონიტორინგი არ ეფუძნება ძლიერ ტოქსიკური ნაერთების გამოყენებას.

3) დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება არ გავრცელდეს შემდეგ შემთხვევებში:

- როდესაც ემისიების შემცირების ეფექტიანობა მოძრავი წლიური საშუალო მნიშვნელობის სახით ≥ 95 %-ია და შემოსულ ნარჩენს აქვს შემდეგი მახასიათებლები: TOC > 2 გ/ლ (ან COD > 6 გ/ლ), როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა, და ძნელად დეგრადირებადი ორგანული ნაერთების მაღალი წილი (ანუ ნაერთებისა, რომელთა ბიოდეგრადაცია რთულია); ან

- ქლორიდების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში (მაგალითად, შემოსულ ნარჩენში 5 გ/ლ-ზე მეტი).

4) BAT-AEL შეიძლება არ გავრცელდეს საწარმოებზე, სადაც ხორციელდება საბურღი ხსნარების/შლამებისა და საბურღი ნარჩენების (ნაბურღი ქანების) დამუშავება.

5) BAT-AEL შეიძლება არ გავრცელდეს ჩამდინარე წყლის დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში (მაგალითად, 12 °C-ზე ნაკლები).

6) BAT-AEL შეიძლება არ გავრცელდეს ქლორიდების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში (მაგალითად, შემოსულ ნარჩენში 10 გ/ლ-ზე მეტი).

7) BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდა.

8) BAT-AEL-ები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ნივთიერება BAT 3-ში მითითებული ჩამდინარე წყლების ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე რელევანტურად არის განსაზღვრული.

9) ლითონის ნარჩენების დამაქუცმაცებელ დანადგარებში მექანიკური დამუშავების შემთხვევაში დიაპაზონის ზედა ზღვარია 0,3 მგ/ლ.

10) ლითონის ნარჩენების დამაქუცმაცებელ დანადგარებში მექანიკური დამუშავების შემთხვევაში დიაპაზონის ზედა ზღვარია 2 მგ/ლ.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

 

ცხრილი 6.2

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყლის მიმღებ ობიექტში არაპირდაპირი ჩაშვებისთვის

ნივთიერება/პარამეტრი

BAT-AEL (1) (2)

ნარჩენების დამუშავების პროცესი, რომელზეც ვრცელდება BAT-AEL

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI)

0,5–10 მგ/ლ

  ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარებში;
  VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება;
- გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება
   თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;
  ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა;
  თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება;

თავისუფალი ციანიდი (CN⁻) (3)

0,02–0,1 მგ/ლ

   თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება;

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX) (3)

0,2–1 მგ/ლ

  თხევადი ნარჩენების წყლის ფუძეზე დამუშავება;

ლითონები და მეტალოიდები (3)

დარიშხანი (გამოსახული As-ის სახით)

0,01–0,05 მგ/ლ

  ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარებში;
  VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავება;
  ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება;
  გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირება;
  თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;
  მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;
  გამოყენებული გამხსნელების რეგენერაცია;
  ამოღებული დაბინძურებული ნიადაგის წყლით რეცხვა;

კადმიუმი (გამოსახული Cd-ის სახით)

0,01–0,05 მგ/ლ

ქრომი (გამოსახული Cr-ის სახით)

0,01–0,15 მგ/ლ

სპილენძი (გამოსახული Cu-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ტყვია (გამოსახული Pb-ის სახით)

0,05–0,1 მგ/ლ (4)

ნიკელი (გამოსახული Ni-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ვერცხლისწყალი (გამოსახული Hg-ის სახით)

0,5–5 მკგ/ლ

თუთია (გამოსახული Zn-ის სახით)

0,1–1 მგ/ლ (5)

დარიშხანი (გამოსახული As-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

 წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავება.

კადმიუმი (გამოსახული Cd-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

ქრომი (გამოსახული Cr-ის სახით)

0,01–0,3 მგ/ლ

ექვსვალენტიანი ქრომი (გამოსახული Cr(VI)-ის სახით)

0,01–0,1 მგ/ლ

სპილენძი (გამოსახული Cu-ის სახით)

0,05–0,5 მგ/ლ

ტყვია (გამოსახული Pb-ის სახით)

0,05–0,3 მგ/ლ

ნიკელი (გამოსახული Ni-ის სახით)

0,05–1 მგ/ლ

ვერცხლისწყალი (გამოსახული Hg-ის სახით)

1–10 მკგ/ლ

თუთია (გამოსახული Zn-ის სახით)

0,1–2 მგ/ლ

1) გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.

2) BAT-AEL-ები შეიძლება არ გავრცელდეს იმ შემთხვევაზე, როდესაც ქვედა დინებაში განთავსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს შესაბამისი დამაბინძურებლების შემცირებას, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურების უფრო მაღალ დონეს.

3) BAT-AEL-ები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ნივთიერება BAT 3-ში მითითებული ჩამდინარე წყლების ინვენტარიზაციის ფარგლებში იდენტიფიცირებულია როგორც რელევანტური.

4) დიაპაზონის ზედა ზღვარი ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის დამაქუცმაცებელ დანადგარებში შეადგენს 0,3 მგ/ლ-ს.

5) დიაპაზონის ზედა ზღვარი ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის დამაქუცმაცებელ დანადგარებში შეადგენს 2 მგ/ლ-ს.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

 

1.6. ავარიებისა და ინციდენტების შედეგად წარმოქმნილი ემისიები

BAT 21. ავარიებისა და ინციდენტების გარემოსდაცვითი შედეგების თავიდან აცილების ან შეზღუდვის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას ავარიების მართვის გეგმის ფარგლებში (იხ. BAT 1).

ტექნიკა

აღწერა

ა) დაცვის ღონისძიებები

აღნიშნული მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:
  საწარმოს დაცვა განზრახ მავნე ქმედებებისგან;
  ხანძრისა და აფეთქებისგან დაცვის სისტემა, რომელიც მოიცავს პრევენციის, გამოვლენისა და ჩაქრობის მოწყობილობებს;
  შესაბამისი საკონტროლო მოწყობილობების ხელმისაწვდომობისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებში.

ბ) ინციდენტებით/ავარიებით გამოწვეული ემისიების მართვა

შემუშავებულია პროცედურები და გათვალისწინებულია ტექნიკური ღონისძიებები ავარიებისა და ინციდენტების შედეგად წარმოქმნილი ემისიების მართვისთვის (მათი შესაძლო შეკავების თვალსაზრისით), როგორიცაა დაღვრის შედეგად წარმოქმნილი ემისიები, ხანძრის ჩაქრობისას წარმოქმნილი წყალი ან დამცავი სარქველებიდან წარმოქმნილი ემისიები.

გ) ინციდენტების/ავარიების რეგისტრაციისა და შეფასების სისტემა

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:
  ჟურნალის წარმოება ყველა ავარიის, ინციდენტის, პროცედურებში შეტანილი ცვლილებისა და ინსპექტირების შედეგების აღრიცხვის მიზნით;
  ასეთი ინციდენტებისა და ავარიების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირებისა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინების პროცედურები.

 

1.7. მასალების გამოყენების ეფექტიანობა

BAT 22. მასალების ეფექტიანად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს მასალების ნარჩენებით ჩანაცვლებას.

აღწერა

ნარჩენების დამუშავებისას სხვა მასალების ნაცვლად გამოიყენება ნარჩენები (მაგალითად, pH-ის კორექტირებისთვის გამოიყენება ნარჩენი ტუტეები ან ნარჩენი მჟავები, ხოლო აქროლადი ნაცარი გამოიყენება შემკვრელ მასალად).

გამოყენებადობა

გამოყენებადობის გარკვეული შეზღუდვები გამომდინარეობს სხვა მასალების ჩამნაცვლებელ ნარჩენებში მინარევების (მაგალითად, მძიმე ლითონების, POP-ების, მარილების, პათოგენების) არსებობით გამოწვეული დაბინძურების რისკიდან. კიდევ ერთი შეზღუდვაა სხვა მასალების ჩამნაცვლებელი ნარჩენის თავსებადობა შემოსულ ნარჩენთან (იხ. BAT 2).

 

1.8. ენერგოეფექტურობა

BAT 23. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ენერგოეფექტურობის გეგმა

ენერგოეფექტურობის გეგმა ითვალისწინებს საქმიანობის (ან საქმიანობების) კუთრი ენერგომოხმარების განსაზღვრასა და გაანგარიშებას, ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების ყოველწლიურად განსაზღვრას (მაგალითად, კუთრი ენერგომოხმარება, გამოსახული დამუშავებული ნარჩენის კვტ.სთ/ტ-ში), ასევე, პერიოდული გაუმჯობესების მიზნებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. გეგმა მორგებულია ნარჩენების დამუშავების სპეციფიკაზე, განხორციელებული პროცესის (პროცესების), დამუშავებული ნარჩენების ნაკადის (ნაკადების) და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით.

ბ) ენერგეტიკული ბალანსის აღრიცხვა

ენერგეტიკული ბალანსის აღრიცხვა უზრუნველყოფს ენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების (მათ შორის, საწარმოს ფარგლებს გარეთ მიწოდების) მონაცემების დაყოფას ენერგიის წყაროს ტიპის მიხედვით (კერძოდ, ელექტროენერგია, აირი, ტრადიციული თხევადი საწვავი, ტრადიციული მყარი საწვავი და ნარჩენი). აღნიშნული მოიცავს:

ბ.ა) ინფორმაციას ენერგიის მოხმარების შესახებ მიწოდებული ენერგიის მიხედვით;

ბ.ბ) ინფორმაციას დანადგარიდან გაცემული ენერგიის შესახებ;

ბ.გ) ინფორმაციას ენერგიის ნაკადების შესახებ (მაგალითად, სენკის დიაგრამები ან ენერგეტიკული ბალანსები), რომელიც აჩვენებს, როგორ გამოიყენება ენერგია მთელი პროცესის განმავლობაში. ენერგეტიკული ბალანსის აღრიცხვა მორგებულია ნარჩენების დამუშავების სპეციფიკაზე, განხორციელებული პროცესის (პროცესების), დამუშავებული ნარჩენების ნაკადის (ნაკადების) და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით.

 

1.9. შეფუთვის ხელახალი გამოყენება

BAT 24. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს შეფუთვის ხელახალი გამოყენების მაქსიმალურად გაზრდას ნაშთების მართვის გეგმის ფარგლებში (იხ. BAT 1).

აღწერა

შეფუთვა (დოლურები, კონტეინერები, IBC-ები, პალეტები და სხვა) ხელახლა გამოიყენება ნარჩენების მოსათავსებლად, თუ იგი კარგ მდგომარეობაშია და საკმარისად სუფთაა, თანმიმდევრული გამოყენებისას მასში მოთავსებულ ნივთიერებებს შორის თავსებადობის შემოწმების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, ხელახალ გამოყენებამდე შეფუთვა იგზავნება შესაბამისი დამუშავებისთვის (მაგალითად, აღდგენა, გაწმენდა).

გამოყენებადობა

გამოყენებადობის გარკვეული შეზღუდვები გამომდინარეობს ხელახლა გამოყენებული შეფუთვით ნარჩენის დაბინძურების რისკიდან.

2. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მე-2 პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის, როდესაც იგი არ არის კომბინირებული ბიოლოგიურ დამუშავებასთან, და გამოიყენება პირველ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

 

2.1. BAT-ის შესახებ ზოგადი დასკვნები ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის

2.1.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 25. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ასევე, ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონების, PCDD/F-ისა და დიოქსინის მსგავსი PCB-ების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ის გამოყენებას და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ციკლონი

იხ. 6.1 პუნქტი. ციკლონები ძირითადად გამოიყენება მსხვილი მტვრის წინასწარი სეპარაციისთვის.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) სახელოიანი ფილტრი

იხ. 6.1 პუნქტი.

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი დამაქუცმაცებელ დანადგართან უშუალოდ დაკავშირებული გამწოვი ჰაერის არხებისთვის, როდესაც სახელოიან ფილტრზე აალების ზემოქმედების შემცირება შეუძლებელია (მაგალითად, წნევის განმტვირთავი სარქველების გამოყენებით).

გ) სველი გაწმენდა

იხ. 6.1 პუნქტი.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) წყლის შეფრქვევა დამაქუცმაცებელ დანადგარში

დასაქუცმაცებელი ნარჩენი ტენიანდება დამაქუცმაცებელ დანადგარში წყლის შეფრქვევით. შეფრქვეული წყლის რაოდენობა რეგულირდება დასაქუცმაცებელი ნარჩენის რაოდენობის შესაბამისად (რომლის მონიტორინგიც შეიძლება განხორციელდეს დამაქუცმაცებელი დანადგარის ძრავის მიერ მოხმარებული ენერგიის მიხედვით). გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი, რომელიც ნარჩენ მტვერს შეიცავს, მიემართება ციკლონში (ციკლონებში) და/ან სველ სკრუბერში.

გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივ პირობებთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში (მაგალითად, დაბალი ტემპერატურა, გვალვა).

 

ცხრილი 6.3

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) ნარჩენების მექანიკური დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი

მგ/ნმ³

2–5 (1)

1) როდესაც სახელოიანი ფილტრი არ არის გამოყენებადი, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 10 მგ/ნმ³-ს.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

2.2. BAT-ის შესახებ დასკვნები დამაქუცმაცებელ დანადგარებში ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება დამაქუცმაცებელ დანადგარებში ლითონის ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის, BAT 25-თან დამატებით.

2.2.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 26. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ავარიებისა და ინციდენტების შედეგად წარმოქმნილი ემისიების თავიდან აცილების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14ზ-ისა და ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას:

ა) დაპრესილი ნარჩენების დაქუცმაცებამდე მათი დეტალური ინსპექტირების პროცედურის დანერგვას;

ბ) შემოსული ნარჩენების ნაკადიდან სახიფათო საგნების ამოღებასა და მათ უსაფრთხო განთავსებას (მაგალითად, აირის ბალონები, დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან გაუწმენდავი ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები (EoLVs), დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან გაუწმენდავი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები (WEEE), PCB-ებით ან ვერცხლისწყლით დაბინძურებული საგნები, რადიოაქტიური საგნები);

გ) კონტეინერების დამუშავებას მხოლოდ სისუფთავის დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში.

2.2.2. აალება (დეფლაგრაცია)

BAT 27. აალების თავიდან აცილებისა და აალების შემთხვევაში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული „ა“ ტექნიკისა და „ბ“ და „გ“ ტექნიკებიდან ერთ-ერთის ან ორივეს გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) აალების/ხანძრის თავიდან აცილების გეგმა

აღნიშნული მოიცავს:

  აალების შემცირების პროგრამას, რომლის მიზანია წყაროს (წყაროების) იდენტიფიცირება და აალების შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, მაგალითად, შემოსული ნარჩენების ინსპექტირება, როგორც აღწერილია BAT 26ა-ში, და სახიფათო საგნების ამოღება, როგორც აღწერილია BAT 26ბ-ში;

  წარსულში მომხდარი აალების შემთხვევებისა და მათთან დაკავშირებით განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების მიმოხილვას და აალებასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას;

 აალების შემთხვევებზე რეაგირების პროტოკოლს.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ)წნევის განმტვირთავი სარქველები

წნევის განმტვირთავი სარქველები მონტაჟდება აალების შედეგად წარმოქმნილი წნევის ტალღების განსატვირთად, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელოვან დაზიანებასა და შემდგომ ემისიებს გამოიწვევდა.

ზოგადად გამოყენებადია.

გ)წინასწარი დაქუცმაცება

ძირითადი დამაქუცმაცებელი დანადგარის წინ დაბალი სიჩქარის დამაქუცმაცებელი დანადგარის გამოყენება.

ზოგადად გამოყენებადია ახალი საწარმოებისთვის, შემოსული მასალის სახეობის გათვალისწინებით. გამოიყენება საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია აალების შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

 

2.2.3. ენერგოეფექტურობა

BAT 28. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს დამაქუცმაცებელ დანადგარში ნარჩენების მიწოდების სტაბილურობის შენარჩუნებას.

აღწერა

დამაქუცმაცებელ დანადგარში ნარჩენების მიწოდება თანაბრდება ნარჩენების მიწოდების შეფერხების ან გადატვირთვის თავიდან აცილების გზით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამაქუცმაცებელი დანადგარის არასასურველი გაჩერება და ხელახალი გაშვება.

 

2.3. BAT-ის შესახებ დასკვნები VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავებისთვის, BAT 25-თან დამატებით.

2.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 29. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და BAT 14თ-ის გამოყენებას, ასევე, ქვემოთ მოცემული „ა“ ტექნიკისა და „ბ“ და „გ“ ტექნიკებიდან ერთ-ერთის ან ორივეს გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) მაცივარაგენტებისა და ზეთების ოპტიმიზებული მოცილება და შეგროვება

ყველა მაცივარაგენტი და ზეთი მოცილდება VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი WEEE-დან და გროვდება ვაკუუმური ამწოვი სისტემის გამოყენებით (მაგალითად, მაცივარაგენტის არანაკლებ 90 %-ის მოცილების უზრუნველყოფით). მაცივარაგენტები განცალკევდება ზეთებისგან, ხოლო ზეთები დეგაზაციას ექვემდებარება. კომპრესორში დარჩენილი ზეთის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება (იმგვარად, რომ კომპრესორიდან ზეთი არ წვეთავდეს).

ბ) კრიოგენული კონდენსაცია

ორგანული ნაერთების, როგორიცაა VFC-ები/VHC-ები, შემცველი აირჰაერმტვერნარევი (ნამუშევარი აირი) მიემართება კრიოგენული კონდენსაციის დანადგარში, სადაც აღნიშნული ნაერთები თხევადდება (იხ. აღწერა 6.1 პუნქტში). გათხევადებული აირი შემდგომი დამუშავებისთვის ინახება წნევის ქვეშ მყოფ ჭურჭლებში.

გ) ადსორბცია

ორგანული ნაერთების, როგორიცაა VFC-ები/VHC-ები, შემცველი აირჰაერმტვერნარევი მიემართება ადსორბციის სისტემებში (იხ. აღწერა 6.1 პუნქტში). გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის რეგენერაცია ხორციელდება ფილტრში გაცხელებული ჰაერის მიწოდებით ორგანული ნაერთების დესორბციის მიზნით. შემდგომ, რეგენერაციის შედეგად წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევი იკუმშება და ცივდება ორგანული ნაერთების გასათხევადებლად (ზოგიერთ შემთხვევაში, კრიოგენული კონდენსაციის გამოყენებით). გათხევადებული აირი შემდეგ ინახება წნევის ქვეშ მყოფ ჭურჭლებში. VFC/VHC-ის ემისიების მინიმუმამდე შესამცირებლად შეკუმშვის ეტაპიდან დარჩენილი აირჰაერმტვერნარევი, ჩვეულებრივ, კვლავ ადსორბციის სისტემაში მიემართება.

 

ცხრილი 6.4

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი WEEE-ის დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში TVOC-ისა და CFC-ების ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

TVOC

მგ/ნმ³

3–15

CFC-ები

მგ/ნმ³

0,5–10

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

2.3.2. აფეთქებები

BAT 30. VFC-ების და/ან VHC-ების შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) დამუშავებისას აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ემისიების თავიდან აცილების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ინერტული ატმოსფერო

ინერტული აირის (მაგალითად, აზოტის) შეყვანით დახურულ მოწყობილობებში (მაგალითად, დახურულ დამაქუცმაცებელ დანადგარებში, სამსხვრევებში, მტვრისა და ქაფის შემგროვებლებში) ჟანგბადის კონცენტრაცია მცირდება (მაგალითად, მოცულობის 4 %-მდე).

ბ) იძულებითი ვენტილაცია

იძულებითი ვენტილაციის გამოყენებით დახურულ მოწყობილობებში (მაგალითად, დახურულ დამაქუცმაცებელ დანადგარებში, სამსხვრევებში, მტვრისა და ქაფის შემგროვებლებში) ნახშირწყალბადების კონცენტრაცია მცირდება აფეთქების ქვედა ზღვრის 25 %-ზე ნაკლებ მნიშვნელობამდე.

 

2.4. BAT-ის შესახებ დასკვნები თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის

BAT 25-თან დამატებით, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების მექანიკური დამუშავებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 5.3.3 და 5.4.2 პუნქტებით.

2.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 31. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) ბიოფილტრი

გ) თერმული დაჟანგვა

დ) სველი გაწმენდა


ცხრილი 6.5

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების მექანიკური დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

TVOC

მგ/ნმ³

10–30 (1)

1) BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც BAT 3-ში მითითებული ინვენტარიზაციის საფუძველზე ორგანული ნაერთები შესაბამის აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურ დამაბინძურებლებად არის იდენტიფიცირებული.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

2.5. BAT-ის შესახებ დასკვნები ვერცხლისწყლის შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) მექანიკური დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ვერცხლისწყლის შემცველი ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE) მექანიკური დამუშავებისთვის, BAT 25-თან დამატებით.

2.5.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 32. ატმოსფერულ ჰაერში ვერცხლისწყლის ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ვერცხლისწყლის ემისიების წარმოქმნის წყაროსთან შეგროვებას, მათ გამწმენდ სისტემაში მიმართვასა და სათანადო მონიტორინგის განხორციელებას.

აღწერა

აღნიშნული მოიცავს ქვემოთ მოცემულ ყველა ღონისძიებას:

- ვერცხლისწყლის შემცველი WEEE-ის დასამუშავებლად გამოყენებული მოწყობილობები დახურულია, მათში შენარჩუნებულია უარყოფითი წნევა და ისინი დაკავშირებულია ადგილობრივ გამწოვ სავენტილაციო (LEV) სისტემასთან;

- პროცესებიდან წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევი მუშავდება მტვრის მოცილების ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა ციკლონები, სახელოიანი ფილტრები და HEPA ფილტრები, რასაც მოჰყვება გააქტიურებულ ნახშირზე ადსორბცია (იხ. 6.1 პუნქტი);

- ხორციელდება აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის ეფექტიანობის მონიტორინგი;

- ვერცხლისწყლის შესაძლო გაჟონვის გამოსავლენად დამუშავებისა და შენახვის უბნებში ხშირად (მაგალითად, კვირაში ერთხელ) იზომება ვერცხლისწყლის დონე.

 

ცხრილი 6.6

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) ვერცხლისწყლის შემცველი WEEE-ის მექანიკური დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში ვერცხლისწყლის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

ვერცხლისწყალი (Hg)

მკგ/ნმ³

2–7

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

 

3. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მე-3 პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის და გამოიყენება პირველ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით. მე-3 პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები არ გამოიყენება წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებისთვის.

 

3.1. BAT-ის შესახებ ზოგადი დასკვნები ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის

3.1.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 33. სუნის ემისიების შემცირებისა და საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს შემოსული ნარჩენების შერჩევას.

აღწერა

ტექნიკა მოიცავს შემოსული ნარჩენების მიღების წინა პროცედურების, მიღებისა და დახარისხების განხორციელებას (იხ. BAT 2), რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემოსული ნარჩენების შესაბამისობა ნარჩენების დამუშავების პროცესთან, მაგალითად, საკვები ნივთიერებების ბალანსის, ტენიანობის ან ისეთი ტოქსიკური ნაერთების შემცველობის თვალსაზრისით, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ბიოლოგიური აქტივობა.

3.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 34. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ორგანული ნაერთებისა და სუნის გამომწვევი ნაერთების, მათ შორის, H2S-ისა და NH3-ის, ორგანიზებული ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) ბიოფილტრი

იხ. 6.1 პუნქტი. NH₃-ის მაღალი შემცველობის შემთხვევაში (მაგალითად, 5–40 მგ/ნმ³) შეიძლება საჭირო გახდეს აირჰაერმტვერნარევის წინასწარი დამუშავება ბიოფილტრამდე (მაგალითად, წყლის ან მჟავური სკრუბერის გამოყენებით), რათა გაკონტროლდეს ფილტრის მასალის pH და შეიზღუდოს ბიოფილტრში N₂O-ის წარმოქმნა. სუნის გამომწვევმა ზოგიერთმა სხვა ნაერთმა (მაგალითად, მერკაპტანებმა, H₂S-მა) შეიძლება გამოიწვიოს ბიოფილტრის მასალის შემჟავება და საჭირო გახადოს ბიოფილტრამდე აირჰაერმტვერნარევის წინასწარი დამუშავებისთვის წყლის ან ტუტე სკრუბერის გამოყენება.

გ) სახელოიანი ფილტრი

იხ. 6.1 პუნქტი. სახელოიანი ფილტრი გამოიყენება ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების შემთხვევაში.

დ) თერმული დაჟანგვა

იხ. 6.1 პუნქტი.

ე) სველი გაწმენდა

იხ. 6.1 პუნქტი. წყლის, მჟავური ან ტუტე სკრუბერები გამოიყენება ბიოფილტრთან, თერმულ დაჟანგვასთან ან გააქტიურებულ ნახშირზე ადსორბციასთან კომბინაციაში.

 

ცხრილი 6.7

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში NH3-ის, სუნის, მტვრისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

ნარჩენების დამუშავების პროცესი

NH₃ (1) (2)

მგ/ნმ³

0,3–20

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავების ყველა პროცესი

სუნის კონცენტრაცია (1) (2)

ouE/ნმ³

200–1 000

ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავების ყველა პროცესი

მტვერი

მგ/ნმ³

2–5

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

TVOC

მგ/ნმ³

5–40 (3)

ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება

(1) გამოიყენება ან NH₃-ისთვის განსაზღვრული BAT-AEL, ან სუნის კონცენტრაციისთვის განსაზღვრული BAT-AEL.

(2) აღნიშნული BAT-AEL არ გამოიყენება ძირითადად ნაკელისგან შემდგარი ნარჩენების დამუშავებისთვის.

(3) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია თერმული დაჟანგვის გამოყენებით.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

3.1.3. ემისიები წყალში და წყლის გამოყენება

BAT 35. ჩამდინარე წყლების წარმოქმნისა და წყლის გამოყენების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) წყლის ნაკადების განცალკევება

კომპოსტის გროვებიდან და გრძივი ზვინებიდან გამოჟონილი ფილტრატი განცალკევდება ზედაპირული ჩამონადენისგან (იხ. BAT 19ვ).

ზოგადად გამოყენებადია ახალი საწარმოებისთვის. არსებული საწარმოებისთვის ზოგადად გამოყენებადია წყლის ცირკულაციის სისტემის განლაგებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში.

ბ) წყლის რეცირკულაცია

ხორციელდება ტექნოლოგიური წყლის ნაკადების რეცირკულაცია (მაგალითად, ანაერობულ პროცესებში თხევადი ორგანული (დადუღებული) ნალექის გაუწყლოების შედეგად წარმოქმნილი წყლის) ან, შეძლებისდაგვარად, წყლის სხვა ნაკადების (მაგალითად, კონდენსატის, გამრეცხი წყლის, ზედაპირული ჩამონადენის) გამოყენება. რეცირკულაციის ხარისხი შეზღუდულია საწარმოს წყლის ბალანსით, მინარევების შემცველობით (მაგალითად, მძიმე ლითონები, მარილები, პათოგენები, სუნის გამომწვევი ნაერთები) და/ან წყლის ნაკადების მახასიათებლებით (მაგალითად, საკვები ნივთიერებების შემცველობა).

ზოგადად გამოყენებადია.

გ) ფილტრატის წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირება

ნარჩენის ტენიანობის ოპტიმიზაცია ფილტრატის წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

ზოგადად გამოყენებადია.

 

3.2. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების აერობული დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების აერობული დამუშავებისთვის და გამოიყენება 3.1 პუნქტში მოცემული ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

3.2.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 36. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირებისა და საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს ნარჩენებისა და პროცესის ძირითადი პარამეტრების მონიტორინგს და/ან კონტროლს.

აღწერა

ნარჩენებისა და პროცესის ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი და/ან კონტროლი მოიცავს:

  შემოსული ნარჩენების მახასიათებლებს (მაგალითად, C/N თანაფარდობა, ნაწილაკების ზომა);

  ტემპერატურასა და ტენიანობას კომპოსტირების გრძივი ზვინის სხვადასხვა წერტილში;

 კომპოსტირების გრძივი გროვის აერაციას (მაგალითად, გროვის გადაბრუნების სიხშირის, გროვაში O2-ის და/ან CO2-ის კონცენტრაციის, ხოლო იძულებითი აერაციის შემთხვევაში – ჰაერის ნაკადების ტემპერატურის მიხედვით);

 კომპოსტირების გრძივი გროვის ფორიანობას, სიმაღლესა და სიგანეს.

გამოყენებადობა

კომპოსტირების გრძივ გროვაში ტენიანობის მონიტორინგი არ გამოიყენება დახურული პროცესების შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილია ჯანმრთელობასთან და/ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. ასეთ შემთხვევაში, ტენიანობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ნარჩენების კომპოსტირების დახურულ ეტაპზე ჩატვირთვამდე, ხოლო მისი კორექტირება – კომპოსტირების დახურული ეტაპიდან ნარჩენების გამოსვლისას.

 

3.2.2. სუნის და ატმოსფერულ ჰაერში დიფუზიური ემისიები

BAT 37. ღია სივრცეში განხორციელებული დამუშავების ეტაპებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, სუნისა და ბიოაეროზოლების დიფუზიური ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ნახევრადგამტარი მემბრანული საფარის გამოყენება

კომპოსტირების აქტიური გრძივი ზვინები იფარება ნახევრადგამტარი მემბრანებით.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) სამუშაო პროცესების მეტეოროლოგიურ პირობებთან ადაპტირება

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

- ამინდის პირობებისა და პროგნოზის გათვალისწინება ღია სივრცეში ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციების განხორციელებისას. მაგალითად, ემისიების გავრცელებისთვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში (მაგალითად, როდესაც ქარის სიჩქარე ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალია ან ქარი მგრძნობიარე რეცეპტორების მიმართულებით ქრის) კომპოსტირების გრძივი ზვინების ან გროვების ფორმირების ან გადაბრუნების, გაცრის ან დაქუცმაცების თავიდან აცილება;

- კომპოსტირების გრძივი ზვინების/გროვების ისეთი ორიენტაციით განლაგება, რომ გაბატონებული ქარის ზემოქმედების ქვეშ მოექცეს კომპოსტირებადი მასის შეძლებისდაგვარად მცირე ზედაპირი, რითაც მცირდება გროვის ზედაპირიდან მავნე ნივთიერებების გავრცელება. კომპოსტირების გრძივი ზვინები და სხვა გროვები სასურველია განთავსდეს საწარმოს ტერიტორიის საერთო განლაგების ფარგლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზე.

ზოგადად გამოყენებადია.

 

3.3. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების ანაერობული დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების ანაერობული დამუშავებისთვის და გამოიყენება 3.1 პუნქტში მოცემული ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

 

3.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 38. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირებისა და საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს ნარჩენებისა და პროცესის ძირითადი პარამეტრების მონიტორინგს და/ან კონტროლს.

აღწერა

ხელით და/ან ავტომატური მონიტორინგის სისტემის დანერგვა შემდეგი მიზნებისთვის:

  ანაერობული რეაქტორის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა;

 ისეთი საექსპლუატაციო სირთულეების, მაგალითად, ქაფწარმოქმნის, მინიმუმამდე შემცირება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნის ემისიები;

 სისტემის ისეთი გაუმართაობის შესახებ საკმარისად ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰერმეტულობის დარღვევა და აფეთქებები.

აღნიშნული მოიცავს ნარჩენებისა და პროცესის ძირითადი პარამეტრების მონიტორინგს და/ან   

კონტროლს, მათ შორის:

 ანაერობულ რეაქტორში მისაწოდებელი მასალის pH-სა და ტუტიანობას;

 ანაერობული რეაქტორის სამუშაო ტემპერატურას;

 ანაერობულ რეაქტორში მისაწოდებელი მასალის ჰიდრავლიკური და ორგანული დატვირთვის მაჩვენებლებს;

 აქროლადი ცხიმოვანი მჟავების (VFA) და ამიაკის კონცენტრაციას ანაერობულ რეაქტორსა და თხევად ორგანულ (დადუღებულ) ნალექში;

 ბიოგაზის რაოდენობას, შედგენილობას (მაგალითად, H2S-ის შემცველობას) და წნევას;

 ანაერობულ რეაქტორში სითხისა და ქაფის დონეებს.

3.4. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავებისთვის (MBT)

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავებისთვის (MBT) და გამოიყენება 3.1 პუნქტში მოცემული ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავებისთვის BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

ნარჩენების აერობული დამუშავებისთვის (3.2 პუნქტი) და ანაერობული დამუშავებისთვის (3.3 პუნქტი) BAT-ის შესახებ დასკვნები შესაბამის შემთხვევებში ასევე გამოიყენება ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავებისთვის.

3.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 39. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) აირჰაერმტვერნარევის ნაკადების განცალკევება

აირჰაერმტვერნარევის საერთო ნაკადის დაყოფა დამაბინძურებლების მაღალი შემცველობის მქონე და დამაბინძურებლების დაბალი შემცველობის მქონე აირჰაერმტვერნარევის ნაკადებად, BAT 3-ში მითითებული ინვენტარიზაციის საფუძველზე

ზოგადად გამოყენებადია ახალი საწარმოებისთვის. არსებული საწარმოებისთვის ზოგადად გამოყენებადია ჰაერის ნაკადების სისტემის განლაგებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში

ბ) ირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია

დამაბინძურებლების დაბალი შემცველობის მქონე აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია ბიოლოგიურ პროცესში, რასაც მოჰყვება მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე მორგებული აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა (იხ. BAT 34). ბიოლოგიურ პროცესში აირჰაერმტვერნარევის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს მისი ტემპერატურის და/ან მავნე ნივთიერებების შემცველობის გამო. ხელახალ გამოყენებამდე შეიძლება საჭირო გახდეს აირჰაერმტვერნარევში არსებული წყლის ორთქლის კონდენსაცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაგრილება, ხოლო კონდენსირებული წყალი, შეძლებისდაგვარად, რეცირკულირდება (იხ. BAT 35) ან ჩაშვებამდე მუშავდება

 

4. BAT-ის შესახებ დასკვნები ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მე-4 პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისთვის და გამოიყენება პირველ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

 

4.1. BAT-ის შესახებ დასკვნები მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისთვის

4.1.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 40. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს შემოსული ნარჩენების მონიტორინგს ნარჩენების მიღების წინა და მიღების პროცედურების ფარგლებში (იხ. BAT 2).

აღწერა

შემოსული ნარჩენების მონიტორინგი ხორციელდება, მაგალითად, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ორგანული ნივთიერებების, დამჟანგავი ნივთიერებების, ლითონების (მაგალითად, ვერცხლისწყლის), მარილებისა და სუნის გამომწვევი ნაერთების შემცველობა;

H2-ის წარმოქმნის პოტენციალი ნამწვი აირების გაწმენდის ნაშთების, მაგალითად, აქროლადი ნაცრის, წყალთან შერევისას.

4.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 41. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ორგანული ნაერთებისა და NH3-ის ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი

ბ) ბიოფილტრი

გ) სახელოიანი ფილტრი

დ) სველი გაწმენდა

 

 

ცხრილი 6.8

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) მყარი და/ან პასტისებრი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი

მგ/ნმ³

2–5

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

4.2. BAT-ის შესახებ დასკვნები გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირებისთვის

4.2.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 42. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს შემოსული ნარჩენების მონიტორინგს ნარჩენების მიღების წინა და მიღების პროცედურების ფარგლებში (იხ. BAT 2).

აღწერა

შემოსული ნარჩენების მონიტორინგი ხორციელდება ქლორირებული ნაერთების (მაგალითად, ქლორირებული გამხსნელების ან PCB-ების) შემცველობის მიხედვით.

 

BAT 43. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა)მასალების აღდგენა

ვაკუუმური დისტილაციის, გამხსნელებით ექსტრაქციის, თხელფენიანი ამაორთქლებლების და სხვა მსგავსი პროცესების შედეგად წარმოქმნილი ორგანული ნაშთების გამოყენება ასფალტის პროდუქტებში და სხვა მსგავსი მიზნებისთვის.

ბ) ენერგიის აღდგენა

ვაკუუმური დისტილაციის, გამხსნელებით ექსტრაქციის, თხელფენიანი ამაორთქლებლების და სხვა მსგავსი პროცესების შედეგად წარმოქმნილი ორგანული ნაშთების გამოყენება ენერგიის აღდგენის მიზნით.

 

4.2.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 44. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) თერმული დაჟანგვა

იხ. 6.1 პუნქტი. აღნიშნული მოიცავს შემთხვევასაც, როდესაც აირჰაერმტვერნარევი მიემართება ტექნოლოგიურ ღუმელში ან ქვაბში.

გ) სველი გაწმენდა

იხ. 6.1 პუნქტი.

 

გამოიყენება 4.5 პუნქტში განსაზღვრული BAT-AEL.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

4.3. BAT-ის შესახებ დასკვნები თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისთვის

4.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 45. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) კრიოგენული კონდენსაცია

გ) თერმული დაჟანგვა

დ) სველი გაწმენდა

 

გამოიყენება 4.5 პუნქტში განსაზღვრული BAT-AEL.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

 

4.4. BAT-ის შესახებ დასკვნები გამოყენებული გამხსნელების რეგენერაციისთვის

4.4.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 46. გამოყენებული გამხსნელების რეგენერაციის საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) მასალების აღდგენა

დისტილაციის (კუბური) ნაშთებიდან გამხსნელების აღდგენა აორთქლების გზით.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც აღდგენილი გამხსნელის რაოდენობასთან შედარებით ენერგიის მოთხოვნილება გადაჭარბებულია.

ბ) ენერგიის აღდგენა

დისტილაციის ნაშთების გამოყენება ენერგიის აღდგენის მიზნით.

ზოგადად გამოყენებადია.

 

4.4.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 47. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ტექნოლოგიური პროცესიდან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია ორთქლის ქვაბში

კონდენსატორებიდან გამოყოფილი ტექნოლოგიური აირჰაერმტვერნარევი მიემართება ორთქლის ქვაბში, რომელიც საწარმოს ორთქლით უზრუნველყოფს.

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი ჰალოგენირებული გამხსნელების ნარჩენების დამუშავებისთვის, PCB-ებისა და/ან PCDD/F-ის წარმოქმნისა და ემისიის თავიდან აცილების მიზნით.

ბ) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ტექნიკის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს უსაფრთხოების მოთხოვნების გამო (მაგალითად, კეტონებით დატვირთვისას გააქტიურებული ნახშირის ფენები თვითაალებისკენ არის მიდრეკილი).

გ) თერმული დაჟანგვა

იხ. 6.1 პუნქტი.

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი ჰალოგენირებული გამხსნელების ნარჩენების დამუშავებისთვის, PCB-ებისა და/ან PCDD/F-ის წარმოქმნისა და ემისიის თავიდან აცილების მიზნით.

დ) კონდენსაცია ან კრიოგენული კონდენსაცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) სველი გაწმენდა

იხ. 6.1 პუნქტი.

ზოგადად გამოყენებადია.

 

გამოიყენება 4.5 პუნქტში განსაზღვრული BAT-AEL.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

4.5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიებისთვის გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირების, თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისა და გამოყენებული გამხსნელების რეგენერაციის პროცესებიდან

 

ცხრილი 6.9

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) გამოყენებული ზეთების ხელახალი რაფინირების, თბოუნარიანობის მქონე ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისა და გამოყენებული გამხსნელების რეგენერაციის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

TVOC

მგ/ნმ³

5–30

1) BAT-AEL არ გამოიყენება, როდესაც ემისიის წყაროში ემისიის მასური დატვირთვა 2 კგ/სთ-ზე ნაკლებია, იმ პირობით, რომ BAT 3-ში მითითებული ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაბამის აირჰაერმტვერნარევის ნაკადში CMR ნივთიერებები რელევანტურ მავნე ნივთიერებებად არ არის იდენტიფიცირებული.

 

4.6. BAT-ის შესახებ დასკვნები გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოთხრილი დაბინძურებული ნიადაგის თერმული დამუშავებისთვის

4.6.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 48. გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის, გამოყენებული კატალიზატორებისა და ამოღებული დაბინძურებული გრუნტის/ნიადაგის თერმული დამუშავების საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ღუმელიდან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან სითბოს აღდგენა

აღდგენილი სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად, წვის ჰაერის წინასწარი შეთბობისთვის ან ორთქლის წარმოებისთვის, რომელიც, ასევე, გამოიყენება გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის რეაქტივაციისთვის.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) არაპირდაპირი გათბობის ღუმელი

გამოიყენება არაპირდაპირი გათბობის ღუმელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღუმელში არსებული მასალის კონტაქტი სანთურიდან/სანთურებიდან წარმოქმნილ ნამწვ აირებთან.

არაპირდაპირი გათბობის ღუმელები, ჩვეულებრივ, დამზადებულია ლითონის მილისგან და მათი გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კოროზიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არსებული საწარმოების მოდერნიზაციისას შეიძლება არსებობდეს, ასევე, ეკონომიკური შეზღუდვები.

გ) ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების პროცესში ინტეგრირებული ტექნიკა

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  ღუმელის ტემპერატურისა და მბრუნავი ღუმელის ბრუნვის სიჩქარის კონტროლი;

  საწვავის შერჩევა;

  ჰერმეტული ღუმელის გამოყენება ან ღუმელის შემცირებულ წნევაზე ექსპლუატაცია ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული/დიფუზური ემისიების თავიდან აცილების მიზნით.

ზოგადად გამოყენებადია.

 

4.6.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 49. ატმოსფერულ ჰაერში HCl-ის, HF-ის, მტვრისა და ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ციკლონი

იხ. 6.1 პუნქტი. ტექნიკა გამოიყენება ემისიების შემცირების სხვა ტექნიკასთან კომბინაციაში.

ბ) ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)

იხ. 6.1 პუნქტი.

გ) სახელოიანი ფილტრი

დ) სველი გაწმენდა

ე) ადსორბცია

ვ) კონდენსაცია

ზ) თერმული დაჟანგვა (1)

1) სამრეწველო დანიშნულებით გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის რეგენერაციისას, როდესაც მოსალოდნელია ძნელად დაშლადი ჰალოგენირებული ან სხვა თერმულად მდგრადი ნივთიერებების არსებობა, თერმული დაჟანგვა ხორციელდება არანაკლებ 1 100 °C ტემპერატურაზე, არანაკლებ 2-წამიანი დაყოვნების დროით. სასმელი წყლისა და სურსათის წარმოებაში გამოყენებული გააქტიურებული ნახშირის შემთხვევაში საკმარისია მეორადი წვის კამერის გამოყენება არანაკლებ 850 °C ტემპერატურითა და 2-წამიანი დაყოვნების დროით (იხ. 6.1 პუნქტი).

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

4.7. BAT-ის შესახებ დასკვნები ამოღებული დაბინძურებული გრუნტის წყლით რეცხვისთვის

4.7.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 50. შენახვის, გადატვირთვისა და რეცხვის ეტაპებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) სახელოიანი ფილტრი

გ) სველი გაწმენდა

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

4.8. BAT-ის შესახებ დასკვნები PCB-ების შემცველი მოწყობილობების დეკონტამინაციისთვის

4.8.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

 

BAT 51. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ატმოსფერულ ჰაერში PCB-ებისა და ორგანული ნაერთების ორგანიზებული ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) შენახვისა და დამუშავების უბნების დაფარვა

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  შენახვისა და დამუშავების მთელი უბნის ბეტონის იატაკზე ფისოვანი საფარის დატანა.

ბ) პერსონალის დაშვების წესების დანერგვა დაბინძურების გავრცელების თავიდან ასაცილებლად

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

 შენახვისა და დამუშავების უბნებზე შესასვლელების ჩაკეტვა;

  სპეციალური კვალიფიკაციის მოთხოვნა იმ უბანზე დაშვებისთვის, სადაც დაბინძურებული მოწყობილობები ინახება და მუშავდება;

  ცალკე „სუფთა“ და „დაბინძურებული“ გასახდელების მოწყობა ინდივიდუალური დამცავი ტანსაცმლის ჩასაცმელად/გასახდელად.

გ) მოწყობილობების გაწმენდისა და დაცლის ოპტიმიზაცია

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  დაბინძურებული მოწყობილობის გარე ზედაპირების გაწმენდა ანიონური სარეცხი საშუალებით;

  მოწყობილობის დაცლა ტუმბოს ან ვაკუუმის გამოყენებით, გრავიტაციული დაცლის ნაცვლად;

  ვაკუუმური ჭურჭლის შევსების, დაცლისა და მიერთების/გამორთვის პროცედურების განსაზღვრა და გამოყენება;

  ელექტრული ტრანსფორმატორის აქტიური ნაწილის კორპუსისგან განცალკევების შემდეგ, შემდგომი დამუშავების ოპერაციების დროს დაბინძურებული სითხის წვეთვის თავიდან აცილების მიზნით, ხანგრძლივი დაცლის პერიოდის (არანაკლებ 12 საათისა) უზრუნველყოფა.

დ) ატმოსფერულ ჰაერში ემისიების კონტროლი და მონიტორინგი

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  დეკონტამინაციის უბნიდან ჰაერის შეგროვება და გააქტიურებული ნახშირის ფილტრებით გაწმენდა;

  ზემოთ, „გ“ ტექნიკაში მითითებული ვაკუუმური ტუმბოდან აირჰაერმტვერნარევის მიერთება ემისიების საბოლოო გამწმენდ სისტემასთან (მაგალითად, მაღალტემპერატურულ ინსინერატორთან, თერმული დაჟანგვის ან გააქტიურებულ ნახშირზე ადსორბციის სისტემასთან);

  ორგანიზებული ემისიების მონიტორინგი (იხ. BAT 8);

  PCB-ების ატმოსფერული დალექვის პოტენციალის მონიტორინგი (მაგალითად, ფიზიკურ-ქიმიური გაზომვების ან ბიომონიტორინგის საშუალებით).

ე) ნარჩენების დამუშავების ნაშთების განთავსება

აღნიშნული მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

  ელექტრული ტრანსფორმატორის ფოროვანი, დაბინძურებული ნაწილების (ხის და ქაღალდის) მაღალტემპერატურულ ინსინერაციაზე გაგზავნა;

  ზეთებში არსებული PCB-ების განადგურება (მაგალითად, დექლორირება, ჰიდროგენიზაცია, ელექტრონების სოლვატაციის პროცესები, მაღალტემპერატურული ინსინერაცია).

ვ) გამხსნელის აღდგენა, როდესაც გამოიყენება გამხსნელით რეცხვა

ორგანული გამხსნელი გროვდება და დისტილირდება პროცესში ხელახალი გამოყენების მიზნით.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

5. BAT-ის შესახებ დასკვნები წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებისთვის

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მე-5 პუნქტში წარმოდგენილი BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებისთვის და გამოიყენება პირველ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

5.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 52. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს შემოსული ნარჩენების მონიტორინგს ნარჩენების მიღების წინა და მიღების პროცედურების ფარგლებში (იხ. BAT 2).

აღწერა

შემოსული ნარჩენების მონიტორინგი ხორციელდება, მაგალითად, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ბიოლოგიური მოცილების უნარი (მაგალითად, BOD, BOD/COD თანაფარდობა, ზან-ველენსის (Zahn-Wellens) ტესტი, ბიოლოგიური ინჰიბირების პოტენციალი (მაგალითად, აქტიური ლამის ინჰიბირება));

ემულსიის დაშლის შესაძლებლობა, მაგალითად, ლაბორატორიული მასშტაბის გამოცდების საშუალებით.

5.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 53. ატმოსფერულ ჰაერში HCl-ის, NH3-ისა და ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს BAT 14დ-ისა და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ადსორბცია

იხ. 6.1 პუნქტი.

ბ) ბიოფილტრი

გ) თერმული დაჟანგვა

დ) სველი გაწმენდა

 

ცხრილი 6.10

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყლის ფუძეზე თხევადი ნარჩენების დამუშავებიდან ატმოსფერულ ჰაერში HCl-ისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (1) (საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

წყალბადის ქლორიდი (HCl)

მგ/ნმ³

1–5

TVOC

მგ/ნმ³

3–20 (2)

1) აღნიშნული BAT-AEL-ები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც BAT 3-ში მითითებული ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაბამისი ნივთიერება აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურ მავნე ნივთიერებად არის იდენტიფიცირებული.

2) დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 45 მგ/ნმ³-ს, როდესაც ემისიის წყაროში ემისიის მასური დატვირთვა 0,5 კგ/სთ-ზე ნაკლებია.

 

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

 

6. ტექნიკის აღწერა

6.1. ორგანიზებული ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

ტექნიკა

ტიპური მავნე ნივთიერება/ნივთიერებები, რომელთა ემისიაც მცირდება

აღწერა

ადსორბცია

ვერცხლისწყალი, აქროლადი ორგანული ნაერთები, წყალბადის სულფიდი, სუნის გამომწვევი ნაერთები

ადსორბცია არის ჰეტეროგენული რეაქცია, რომლის დროსაც აირის მოლეკულები შეკავდება მყარი ან თხევადი ნივთიერების ზედაპირზე, რომელიც გარკვეული ნაერთების მიმართ სხვებთან შედარებით უფრო მაღალი შერჩევითობით ხასიათდება და ამგვარად უზრუნველყოფს მათ მოცილებას გამავალი ნაკადიდან. როდესაც ადსორბენტის ზედაპირი მაქსიმალურად გაჯერდება, ადსორბენტი იცვლება ან ადსორბირებული ნივთიერებები დესორბირდება ადსორბენტის რეგენერაციის ფარგლებში. დესორბირებული დამაბინძურებლები, ჩვეულებრივ, უფრო მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი და შესაძლებელია მათი აღდგენა ან განთავსება. ყველაზე გავრცელებული ადსორბენტია გრანულირებული გააქტიურებული ნახშირი.

ბიოფილტრი

ამიაკი, წყალბადის სულფიდი, აქროლადი ორგანული ნაერთები, სუნის გამომწვევი ნაერთები

აირჰაერმტვერნარევის ნაკადი გაივლის ორგანული მასალის (მაგალითად, ტორფის, მანანას, კომპოსტის, ფესვების, ხის ქერქის, რბილი მერქნისა და მათი სხვადასხვა კომბინაციის) ან ზოგიერთი ინერტული მასალის (მაგალითად, თიხის, გააქტიურებული ნახშირისა და პოლიურეთანის) ფენას, სადაც ბუნებრივად არსებული მიკროორგანიზმების მოქმედებით იგი ბიოლოგიურად იჟანგება ნახშირორჟანგად, წყლად, არაორგანულ მარილებად და ბიომასად. ბიოფილტრის დაპროექტებისას გათვალისწინებულია შემოსული ნარჩენის ტიპი/ტიპები. შეირჩევა შესაბამისი საფილტრავი მასალა, მათ შორის, წყლის შეკავების უნარის, ნაყარი სიმკვრივის, ფორიანობისა და სტრუქტურული მთლიანობის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია საფილტრავი ფენის სათანადო სიმაღლე და ზედაპირის ფართობი. ბიოფილტრი დაკავშირებულია შესაბამის სავენტილაციო და ჰაერის ცირკულაციის სისტემასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჰაერის თანაბარი განაწილება საფილტრავ ფენაში და აირჰაერმტვერნარევის ფენაში დაყოვნების საკმარისი დრო.

კონდენსაცია და კრიოგენული კონდენსაცია

აქროლადი ორგანული ნაერთები

კონდენსაცია არის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც აირჰაერმტვერნარევის ნაკადიდან გამხსნელის ორთქლი გამოიყოფა მისი ტემპერატურის ნამის წერტილზე დაბლა შემცირებით. კრიოგენული კონდენსაციისას სამუშაო ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს –120 °C-მდე, თუმცა პრაქტიკაში საკონდენსაციო მოწყობილობაში იგი ხშირად –40 °C-დან –80 °C-მდე დიაპაზონშია. კრიოგენული კონდენსაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა VOC-ისა და აქროლადი არაორგანული მავნე ნივთიერების მიმართ, მათი ინდივიდუალური ორთქლის წნევის მიუხედავად. გამოყენებული დაბალი ტემპერატურა უზრუნველყოფს კონდენსაციის ძალიან მაღალ ეფექტიანობას, რის გამოც აღნიშნული ტექნიკა განსაკუთრებით შესაფერისია VOC-ის ემისიების საბოლოო გაწმენდისთვის.

ციკლონი

მტვერი

ციკლონური ფილტრები გამოიყენება შედარებით მძიმე ნაწილაკების მოსაცილებლად. აირჰაერმტვერნარევის სეპარატორიდან გამოსვლამდე ბრუნვით მოძრაობაში მოყვანის შედეგად აღნიშნული ნაწილაკები გამოეყოფა აირის ნაკადს და ილექება. ციკლონები გამოიყენება მყარი ნაწილაკების, ძირითადად PM₁₀-ის, ემისიების კონტროლისთვის.

ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)

მტვერი

ელექტროსტატიკურ ფილტრში ნაწილაკები იმუხტება და ელექტრული ველის ზემოქმედებით გამოეყოფა აირის ნაკადს. ელექტროსტატიკურ ფილტრებს შეუძლიათ მუშაობა პირობების ფართო დიაპაზონში. მშრალ ESP-ში შეგროვებული მასალა მექანიკურად სცილდება (მაგალითად, შერყევით, ვიბრაციით ან შეკუმშული ჰაერით), ხოლო სველ ESP-ში იგი შესაბამისი სითხით, ჩვეულებრივ, წყლით ჩამოირეცხება.

სახელოიანი ფილტრი

მტვერი

სახელოიანი ფილტრები დამზადებულია ფოროვანი ნაქსოვი ან თექის ქსოვილისგან, რომელშიც აირჰაერმტვერნარევი გაივლის ნაწილაკების მოსაცილებლად. სახელოიანი ფილტრის გამოყენება მოითხოვს ისეთი ქსოვილის შერჩევას, რომელიც შეესაბამება აირჰაერმტვერნარევის მახასიათებლებსა და მაქსიმალურ სამუშაო ტემპერატურას.

HEPA ფილტრი

მტვერი

HEPA ფილტრები (მაღალი ეფექტიანობის ნაწილაკების ჰაერის ფილტრები - High-Efficiency Particle Air filters) აბსოლუტური ფილტრებია. საფილტრავი მასალა შედგება მაღალი სიმჭიდროვით განლაგებული ქაღალდის ან მინის ბოჭკოსგან. აირჰაერმტვერნარევის ნაკადი გაივლის საფილტრავ მასალას, რომელზეც მყარი ნაწილაკები შეკავდება.

თერმული დაჟანგვა

აქროლადი ორგანული ნაერთები

აირჰაერმტვერნარევის ნაკადში არსებული წვადი აირებისა და სუნის გამომწვევი ნივთიერებების დაჟანგვა დამაბინძურებლების ჰაერთან ან ჟანგბადთან ნარევის წვის კამერაში თვითაალების ტემპერატურაზე მაღალ ტემპერატურამდე გახურებითა და ამ ტემპერატურაზე საკმარისი დროით დაყოვნებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი სრული წვა ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით.

სველი გაწმენდა

მტვერი, აქროლადი ორგანული ნაერთები, აირადი მჟავა ნაერთები (ტუტე სკრუბერი), აირადი ტუტე ნაერთები (მჟავური სკრუბერი)

აირის ნაკადიდან აირადი ან ნაწილაკების სახით არსებული მავნე ნივთიერებების მოცილება თხევად გამხსნელში, ხშირად წყალში ან წყალხსნარში, მასის გადატანის გზით. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ რეაქციასაც (მაგალითად, მჟავურ ან ტუტე სკრუბერში). ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამხსნელიდან შესაბამისი ნაერთების აღდგენა.

 

6.2. ორგანული ნაერთების დიფუზური ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

LDAR (გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების) პროგრამა

აქროლადი ორგანული ნაერთები

წარმოადგენს ორგანული ნაერთების დიფუზური ემისიების შემცირების სტრუქტურირებულ მიდგომას, რომელიც მოიცავს გაჟონვის გამოვლენასა და შემდგომ მჟონავი კომპონენტების შეკეთებას ან შეცვლას. ამჟამად გაჟონვის გამოსავლენად გამოიყენება გაზანალიზატორებით ყნოსვით/ზონდირებით ანალიზის (sniffing), რომელიც აღწერილია EN 15446-ში, და აირის ოპტიკური ვიზუალიზაციის მეთოდები. გაზანალიზატორებით ე.წ. ყნოსვით/ზონდირებით ანალიზი: პირველ ეტაპზე გაჟონვა გამოვლინდება ხელით სატარებელი ორგანული ნაერთების ანალიზატორებით, რომლებიც ზომავენ კონცენტრაციას უშუალოდ მოწყობილობის მახლობლად, მაგალითად, ალის იონიზაციის ან ფოტოიონიზაციის მეთოდით. მეორე ეტაპზე კომპონენტი თავსდება აირგაუმტარ ტომარაში, რათა უშუალოდ ემისიის წყაროზე განხორციელდეს გაზომვა. ზოგჯერ მეორე ეტაპის ნაცვლად გამოიყენება მათემატიკური კორელაციის მრუდები, რომლებიც მიღებულია მსგავსი კომპონენტების მრავალრიცხოვანი წინა გაზომვების სტატისტიკური შედეგების საფუძველზე. აირის ოპტიკური ვიზუალიზაციის მეთოდები: გამოიყენება მცირე ზომისა და მსუბუქი ხელით სატარებელი კამერები, რომლებიც აირის გაჟონვის რეალურ დროში ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. ვიდეოგამოსახულებაზე გაჟონილი აირი შესაბამისი კომპონენტის ჩვეულებრივ გამოსახულებასთან ერთად „კვამლის“ სახით ჩანს, რაც ორგანული ნაერთების მნიშვნელოვანი გაჟონვის მარტივად და სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. აქტიურ სისტემებში გამოსახულება მიიღება კომპონენტიდან და მისი გარემოდან უკუგაფანტული ინფრაწითელი ლაზერული გამოსხივების გამოყენებით. პასიური სისტემები ეფუძნება მოწყობილობისა და მისი გარემოს ბუნებრივ ინფრაწითელ გამოსხივებას.

VOC-ის დიფუზური ემისიების მონიტორინგი

აქროლადი ორგანული ნაერთები

გაზანალიზატორებით ყნოსვით/ზონდირებით ანალიზისა და აირის ოპტიკური ვიზუალიზაციის მეთოდები აღწერილია LDAR პროგრამის ფარგლებში. საწარმოდან ემისიების სრული სკრინინგი და რაოდენობრივი შეფასება შეიძლება განხორციელდეს ურთიერთშემავსებელი მეთოდების შესაბამისი კომბინაციით, მაგალითად, მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელების (SOF) ან დიფერენციალური შთანთქმის ლიდარის (DIAL) გამოყენებით ჩატარებული გაზომვების მეშვეობით. მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დროში ტენდენციების შესაფასებლად, მონაცემების ურთიერთშესამოწმებლად და მოქმედი LDAR პროგრამის განახლებისა და ვალიდაციისთვის. მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელება (SOF): ტექნიკა ეფუძნება ფართოზოლოვანი ინფრაწითელი ან ულტრაიისფერი/ხილული მზის სპექტრის რეგისტრაციასა და ფურიეს გარდაქმნის სპექტრომეტრიულ ანალიზს განსაზღვრული გეოგრაფიული მარშრუტის გასწვრივ, რომელიც კვეთს ქარის მიმართულებას და VOC-ის ღრუბლებს. დიფერენციალური შთანთქმის ლიდარი (DIAL): წარმოადგენს ლაზერულ ტექნიკას, რომელიც იყენებს დიფერენციალური შთანთქმის ლიდარს (LIDAR — light detection and ranging — სინათლის დეტექტირებით მანძილის განსაზღვრა/დისტანციური ზონდირება) და რადიოტალღებზე დაფუძნებული RADAR-ის ოპტიკური ანალოგია. ტექნიკა ეფუძნება ატმოსფერული აეროზოლების მიერ ლაზერის სხივის იმპულსების უკუგაფანტვას და ტელესკოპით შეგროვებული დაბრუნებული სინათლის სპექტრული თვისებების ანალიზს.

 

6.3. ემისიები წყალში

ტექნიკა

სამიზნე ტიპური დამაბინძურებლები

აღწერა

აქტიური ლამის პროცესი (ბიოქიმიური გაწმენდა)

ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები

გახსნილი ორგანული დამაბინძურებლების ბიოლოგიური დაჟანგვა ჟანგბადის მონაწილეობით, მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის გამოყენებით. გახსნილი ჟანგბადის არსებობისას (ჰაერის ან სუფთა ჟანგბადის სახით მიწოდებული) ორგანული კომპონენტები გარდაიქმნება ნახშირორჟანგად, წყლად ან სხვა მეტაბოლიტებად და ბიომასად (ანუ აქტიურ ლამად). მიკროორგანიზმები ჩამდინარე წყალში შეწონილ მდგომარეობაში ნარჩუნდება, ხოლო მთლიანი ნარევი მექანიკურად აერირდება. აქტიური ლამის ნარევი მიემართება განცალკევების დანადგარში, საიდანაც ლამი რეცირკულირდება აერაციის ავზში.

ადსორბცია

ადსორბირებადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან მაინჰიბირებელი დამაბინძურებლები, მაგალითად, ნახშირწყალბადები, ვერცხლისწყალი, AOX

განცალკევების მეთოდი, რომლის დროსაც სითხეში (ანუ ჩამდინარე წყალში) არსებული ნაერთები (ანუ დამაბინძურებლები) მყარი მასალის ზედაპირზე (როგორც წესი, გააქტიურებულ ნახშირზე) შეკავდება.

ქიმიური დაჟანგვა

ჟანგვადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ნიტრიტი, ციანიდი

ორგანული ნაერთები იჟანგება ნაკლებად მავნე და უფრო ადვილად ბიოდეგრადირებად ნაერთებად. ტექნიკა მოიცავს სველ დაჟანგვას ან ოზონით ან წყალბადის ზეჟანგით დაჟანგვას, საჭიროების შემთხვევაში კატალიზატორების ან ულტრაიისფერი გამოსხივების გამოყენებით. ქიმიური დაჟანგვა ასევე გამოიყენება სუნის, გემოსა და შეფერილობის გამომწვევი ორგანული ნაერთების დაშლისა და დეზინფექციის მიზნით.

ქიმიური აღდგენა

აღდგენადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ექვსვალენტიანი ქრომი (Cr(VI))

ქიმიური აღდგენა წარმოადგენს დამაბინძურებლების ქიმიური აღმდგენი რეაგენტების გამოყენებით მსგავს, თუმცა ნაკლებად მავნე ან ნაკლებად სახიფათო ნაერთებად გარდაქმნას.

კოაგულაცია და ფლოკულაცია

შეწონილი მყარი ნაწილაკები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

კოაგულაცია და ფლოკულაცია გამოიყენება ჩამდინარე წყლიდან შეწონილი მყარი ნაწილაკების გამოსაყოფად და ხშირად თანმიმდევრულ ეტაპებად ხორციელდება. კოაგულაცია ხორციელდება შეწონილი მყარი ნაწილაკების მუხტის საპირისპირო მუხტის მქონე კოაგულანტების დამატებით. ფლოკულაცია ხორციელდება პოლიმერების დამატებით, რის შედეგადაც მიკროფლოკების ნაწილაკების შეჯახება იწვევს მათ გაერთიანებას და უფრო დიდი ფლოკების წარმოქმნას. წარმოქმნილი ფლოკები შემდგომ გამოიყოფა დალექვით, ჰაერით ფლოტაციით ან ფილტრაციით.

დისტილაცია/რექტიფიკაცია

დისტილირებადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ზოგიერთი გამხსნელი

დისტილაცია წარმოადგენს სხვადასხვა დუღილის ტემპერატურის მქონე ნაერთების განცალკევების ტექნიკას ნაწილობრივი აორთქლებისა და შემდგომი კონდენსაციის გზით. ჩამდინარე წყლის დისტილაციისას დაბალი დუღილის ტემპერატურის მქონე დამაბინძურებლები ჩამდინარე წყლიდან ორთქლის ფაზაში გადაყვანით გამოიყოფა. დისტილაცია ხორციელდება თეფშებით ან წყობურებით აღჭურვილ სვეტებში, რომელთა შემდეგაც განთავსებულია კონდენსატორი.

გათანაბრება

ყველა დამაბინძურებელი

ნაკადებისა და დამაბინძურებლების დატვირთვის გათანაბრება ავზების ან მართვის სხვა ტექნიკის გამოყენებით.

აორთქლება

ხსნადი დამაბინძურებლები

დისტილაციის (იხ. ზემოთ) გამოყენება მაღალი დუღილის ტემპერატურის მქონე ნივთიერებების წყალხსნარების კონცენტრირებისთვის, მათი შემდგომი გამოყენების, დამუშავების ან განთავსების მიზნით (მაგალითად, ჩამდინარე წყლის, თხევადი ნარჩენის ინსინერაცია), წყლის ორთქლის ფაზაში გადაყვანის გზით. პროცესი, როგორც წესი, ხორციელდება მრავალსაფეხურიან დანადგარებში მზარდი ვაკუუმის პირობებში, ენერგიის მოთხოვნილების შესამცირებლად. წყლის ორთქლი კონდენსირდება ხელახალი გამოყენებისთვის ან ჩამდინარე წყლის სახით ჩასაშვებად.

ფილტრაცია

შეწონილი მყარი ნაწილაკები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

ჩამდინარე წყლიდან მყარი ნაწილაკების განცალკევება ფოროვან გარემოში მათი გატარებით, მაგალითად, ქვიშის ფილტრაციის, მიკროფილტრაციისა და ულტრაფილტრაციის გამოყენებით.

ფლოტაცია

ჩამდინარე წყლიდან მყარი ან თხევადი ნაწილაკების განცალკევება წვრილი აირის, როგორც წესი, ჰაერის ბუშტუკებთან მათი მიერთების გზით. ზედაპირზე ამოტივტივებული ნაწილაკები გროვდება წყლის ზედაპირზე და სკიმერების საშუალებით მოცილდება.

იონური მიმოცვლა

იონური გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ლითონები

ჩამდინარე წყალში არსებული არასასურველი ან სახიფათო იონური კომპონენტების შეკავება და მათი უფრო მისაღები იონებით ჩანაცვლება იონმიმოცვლითი ფისის გამოყენებით. დამაბინძურებლები დროებით შეკავდება, შემდეგ კი გამოიყოფა რეგენერაციის ან უკუგარეცხვის სითხეში.

მემბრანული ბიორეაქტორი

ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები

აქტიური ლამით დამუშავებისა და მემბრანული ფილტრაციის კომბინაცია. გამოიყენება ორი ვარიანტი:

ა) გარე რეცირკულაციის კონტური აქტიური ლამის ავზსა და მემბრანულ მოდულს შორის;

ბ) მემბრანული მოდულის ჩაძირვა აერირებულ აქტიური ლამის ავზში, სადაც ჩამდინარე წყალი იფილტრება ღრუ ბოჭკოვანი მემბრანის გავლით, ხოლო ბიომასა ავზში რჩება.

მემბრანული ფილტრაცია

შეწონილი მყარი ნაწილაკები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

მიკროფილტრაცია (MF) და ულტრაფილტრაცია (UF) წარმოადგენს მემბრანული ფილტრაციის პროცესებს, რომელთა დროსაც ჩამდინარე წყალში არსებული ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა შეწონილი და კოლოიდური ნაწილაკები, მემბრანის ერთ მხარეს შეკავდება და კონცენტრირდება.

ნეიტრალიზაცია

მჟავები, ტუტეები

ჩამდინარე წყლის pH-ის ნეიტრალურ დონემდე (დაახლოებით 7-მდე) კორექტირება ქიმიური ნივთიერებების დამატებით. pH-ის გასაზრდელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნატრიუმის ჰიდროქსიდი (NaOH) ან კალციუმის ჰიდროქსიდი (Ca(OH)₂), ხოლო pH-ის შესამცირებლად — გოგირდმჟავა (H₂SO₄), მარილმჟავა (HCl) ან ნახშირორჟანგი (CO₂). ნეიტრალიზაციის პროცესში შესაძლებელია ზოგიერთი დამაბინძურებლის დალექვაც.

ნიტრიფიკაცია/დენიტრიფიკაცია

საერთო აზოტი, ამიაკი

ორსაფეხურიანი პროცესი, რომელიც, როგორც წესი, ინტეგრირებულია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდის სისტემაში. პირველი საფეხურია აერობული ნიტრიფიკაცია, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები ამონიუმს (NH₄⁺) ჟანგავენ შუალედურ ნიტრიტამდე (NO₂⁻), რომელიც შემდეგ იჟანგება ნიტრატამდე (NO₃⁻). მომდევნო ანოქსიურ დენიტრიფიკაციის ეტაპზე მიკროორგანიზმები ნიტრატს ქიმიურად აღადგენენ აირად აზოტამდე.

ნავთობპროდუქტებისა და წყლის განცალკევება

ნავთობპროდუქტები/ცხიმები

ნავთობპროდუქტებისა და წყლის განცალკევება და შემდგომ ნავთობპროდუქტების მოცილება თავისუფალი ნავთობპროდუქტების გრავიტაციული სეპარაციით, გამყოფი მოწყობილობების ან ემულსიის დაშლის გამოყენებით (ემულსიის დამშლელი ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით, როგორიცაა ლითონთა მარილები, მინერალური მჟავები, ადსორბენტები და ორგანული პოლიმერები).

სედიმენტაცია

შეწონილი მყარი ნაწილაკები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

შეწონილი ნაწილაკების განცალკევება გრავიტაციული დალექვის გზით.

პრეციპიტაცია

დალექვადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგალითად, ლითონები, ფოსფორი

გახსნილი დამაბინძურებლების უხსნად ნაერთებად გარდაქმნა დამლექავი რეაგენტების დამატებით. წარმოქმნილი მყარი ნალექი შემდგომ გამოიყოფა დალექვით, ჰაერით ფლოტაციით ან ფილტრაციით.

გამოორთქლვა (Stripping)

აირად ფაზაში გადასვლის უნარის მქონე დამაბინძურებლები, მაგალითად, გოგირდწყალბადი (H2S), ამიაკი (NH3), ზოგიერთი ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენი (AOX), ნახშირწყალბადები

წყლის ფაზიდან აირად ფაზაში გადაყვანადი დამაბინძურებლების მოცილება სითხეში აირადი ფაზის (მაგალითად, ორთქლის, აზოტის ან ჰაერის) გატარებით. შემდგომ ისინი აღდგება (მაგალითად, კონდენსაციით) შემდგომი გამოყენების ან განთავსების მიზნით. მოცილების ეფექტიანობა შეიძლება გაიზარდოს ტემპერატურის გაზრდით ან წნევის შემცირებით.

 

6.4. დახარისხების ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

ჰაერით კლასიფიკაცია

ჰაერით კლასიფიკაცია (ან ჰაერით სეპარაცია) წარმოადგენს სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისგან შემდგარი მშრალი ნარევების ნაწილაკების ზომის მიხედვით ჯგუფებად ან ფრაქციებად დაყოფის პროცესს. ჰაერის კლასიფიკატორები (ასევე, ე.წ. ქარის სეპარატორები) გამოიყენება ცხაურებთან (ე. წ. გროხოტთან) ერთად იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა კომერციული საცრების უჯრედის ზომაზე უფრო მცირე ზომის ნაწილაკების განცალკევება, ხოლო უფრო მსხვილი ფრაქციების გამოყოფისას — საცრებსა და ცხაურებთან ერთად, როდესაც ჰაერით კლასიფიკაციის გამოყენებას კონკრეტული უპირატესობები აქვს.

ყველა ტიპის ლითონის სეპარატორი

ლითონების (შავი და ფერადი ლითონების) დახარისხება ხორციელდება დეტექტორის კოჭის საშუალებით, რომელზეც ლითონის ნაწილაკები ზემოქმედებს მაგნიტური ველის ცვლილების შედეგად. დეტექტორი დაკავშირებულია პროცესორთან, რომელიც აღმოჩენილი მასალის ნაკადიდან გამოსაყოფად მართავს ჰაერის ჭავლს.

ფერადი ლითონების ელექტრომაგნიტური სეპარაცია

ფერადი ლითონების დახარისხება ხორციელდება გრიგალური დენის სეპარატორების საშუალებით. გრიგალური დენი წარმოიქმნება კონვეიერის თავში განთავსებული იშვიათმიწა მაგნიტების ან კერამიკული როტორების სისტემის საშუალებით, რომელიც მაღალი სიჩქარით და კონვეიერისგან დამოუკიდებლად ბრუნავს. აღნიშნული პროცესი არამაგნიტურ ლითონებში წარმოქმნის დროებით მაგნიტურ ძალებს, რომელთა პოლარობა როტორის პოლარობის შესაბამისია, რის შედეგადაც ლითონები განიზიდება და შემდგომ განცალკევდება შემოსული ნარჩენების სხვა კომპონენტებისგან.

ხელით დახარისხება

მასალის განცალკევება ხორციელდება პერსონალის მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, დახარისხების ხაზზე ან იატაკზე. ხელით დახარისხება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემოსული ნარჩენების ნაკადიდან კონკრეტული სამიზნე მასალის შერჩევითად გამოსაყოფად ან გამომავალი ნაკადიდან არასასურველი მასალების მოსაცილებლად მისი სისუფთავის ხარისხის გასაზრდელად. ტექნიკა, როგორც წესი, გამოიყენება რეციკლირებადი მასალების (მაგალითად, მინისა და პლასტმასის), აგრეთვე დამაბინძურებელი მინარევების, სახიფათო მასალებისა და დიდი ზომის მასალების, მაგალითად, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების (WEEE), გამოსაყოფად.

მაგნიტური სეპარაცია

შავი ლითონების დახარისხება ხორციელდება მაგნიტის საშუალებით, რომელიც იზიდავს შავი ლითონის შემცველ მასალებს. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად, კონვეიერის ლენტის ზემოთ განთავსებული მაგნიტური სეპარატორი ან მაგნიტური დოლი.

ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია (NIRS)

მასალების დახარისხება ხორციელდება ახლო ინფრაწითელი სენსორის საშუალებით, რომელიც ახორციელებს ლენტური კონვეიერის მთელი სიგანის სკანირებას და სხვადასხვა მასალისთვის დამახასიათებელ სპექტრებს გადასცემს მონაცემთა დამუშავების სისტემას. მონაცემთა დამუშავების სისტემა აღმოჩენილი მასალის ნაკადიდან გამოსაყოფად მართავს ჰაერის ჭავლს. როგორც წესი, NIRS არ არის შესაფერისი შავი ფერის მასალების დასახარისხებლად.

ჩაძირვა-ამოტივტივების ავზები

მყარი მასალების განცალკევება ორ ნაკადად ხორციელდება მათი სიმკვრივეების განსხვავების საფუძველზე.

ზომის მიხედვით სეპარაცია

მასალების დახარისხება ხორციელდება ნაწილაკების ზომის მიხედვით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოლური საცრები, ხაზოვანი და წრიული ვიბრაციული საცრები, მოქნილი გადამყრელი (flip-flop) საცრები, ბრტყელი საცრები, მბრუნავი საცრები და მოძრავი ცხაურები.

ვიბრაციული მაგიდა

მასალების განცალკევება ხორციელდება მათი სიმკვრივისა და ზომის მიხედვით, დახრილ მაგიდაზე წინ და უკან რხევითი მოძრაობისას. სველი მაგიდების ან სველი სიმკვრივით სეპარაციის შემთხვევაში მასალა მუშავდება სუსპენზიის სახით.

რენტგენული სისტემები

მასალების კომპოზიტების დახარისხება ხორციელდება რენტგენული სხივების გამოყენებით, მასალების განსხვავებული სიმკვრივის, ჰალოგენური ან ორგანული კომპონენტების შემცველობის მიხედვით. სხვადასხვა მასალის მახასიათებლები გადაეცემა მონაცემთა დამუშავების სისტემას, რომელიც აღმოჩენილი მასალის ნაკადიდან გამოსაყოფად მართავს ჰაერის ჭავლს.

 

6.5. მართვის ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

ავარიების მართვის გეგმა

ავარიების მართვის გეგმა წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილს (იხ. BAT 1), რომელიც განსაზღვრავს საწარმოსთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და შესაბამის რისკებს და ადგენს ამ რისკების მართვის ღონისძიებებს. გეგმა ითვალისწინებს საწარმოში არსებული ან სავარაუდოდ არსებული ისეთი დამაბინძურებლების ინვენტარიზაციას, რომელთა გარემოში მოხვედრამ შეიძლება გარემოსდაცვითი შედეგები გამოიწვიოს.

ნაშთების მართვის გეგმა

ნაშთების მართვის გეგმა წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის მიზანია: 1) ნარჩენების დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნაშთების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება;

 2) ნაშთების ხელახალი გამოყენების, რეგენერაციის, რეციკლირებისა და/ან მათგან ენერგიის აღდგენის ოპტიმიზაცია;

3) ნაშთების სათანადო განთავსების უზრუნველყოფა.