„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №201/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 215/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.017019
215/04
09/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
220010010.18.011.017019
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №201/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №215/04

2026 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №201/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №201/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 21/08/2026; ს/კ: 220010010.18.011.017012) დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სარეზერვო აქტივის ტიპი – ლიკვიდური აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომლის ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ემიტენტის სარეზერვო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ დანართი №1-ით და იმავე წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ჩამოთვლილი რეზერვის ტიპებიდან უნდა მოხდეს იმ აქტივის არჩევა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფად, მაგ.: ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის შემთხვევაში შესაძლებელია არჩეული იყოს ლარის ფიატი, მოთხოვნამდე დეპოზიტი, 3-თვიანი ვადით დეპოზიტები (მყისიერად გამოთხოვადი) ან საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობით. თითოეული სარეზერვო აქტივის ტიპი უნდა შეივსოს განცალკევებით. სარეზერვო აქტივის ტიპის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული ჩამონათვალიდან;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფორმაში ივსება ინფორმაცია თითოეული სარეზერვო აქტივის და სტაბილური ვირტუალური აქტივის ვალუტის (ლარი, აშშ დოლარი, ევრო და სხვა) შესაბამისად, წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშგების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. აღნიშნულ ფორმაში წარმოდგენილია გამოშვებული და გამოსყიდული სტაბილური ვირტუალური აქტივის ყოველდღიური მოცულობა სარეზერვო აქტივების ტიპების მიხედვით. ფორმაში ემიტენტის მიერ ივსება შემდეგი სვეტები: 4, 5, 6, 7,  9 და 10. მე-3 და მე-8 სვეტები ავტომატურად ივსება შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე. სვეტი 2 წარმოადგენს მე-3 და მე-8 სვეტების თანაფარდობას, წარმოდგენილს პროცენტებში. აღნიშნული ყოველთვის უნდა იყოს 100%-ის ტოლი ან მეტი.“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა