„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1862/2-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.103248
1862/2-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 16/09/2026
400000000.05.001.103248
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 400000000.05.001.021003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა.“.

2. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა;

ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1862/2-VIმს-XIმპ