დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.026002 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2026 წლის 16 სექტემბრის საქართველოს კანონის (№1862/1-VIმს-XIმპ) შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/ დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „მ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „მ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ2“ – „მ6“ ქვეპუნქტები: „მ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას; მ3) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას; მ4) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას; მ5) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაციას; მ6) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ვ2.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; ვ2.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ვ2.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ2.დ) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ2.ე) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა; ვ2.ვ) დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისი სამინისტროებიდან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან და მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა-ანალიზი; ვ2.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; ვ2.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები