დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.105.016018 |
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 18 სექტემბრიდან. |
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით. 4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების მართვისა და კოორდინაციის მიზნით: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან პროექტების (დაგეგმილი, მიმდინარე, განხორციელებული) სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადების/განხორციელების კოორდინაციის მიზნით: ბ.ა) სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე პრევენციის მიზნით თანხების გამოყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება და შესაბამის უწყებაში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება; ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის კოორდინირებული საქმიანობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, სახელმწიფოს მიერ, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში, კომისიების/საბჭოების სამდივნოს ფუნქციის შესრულება; ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ლ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის: ა) ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველო; ბ) მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის სამმართველო. მუხლი 4. ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველო ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების მართვისა და კოორდინაციის მიზნით: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან პროექტების (დაგეგმილი, მიმდინარე, განხორციელებული) სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადების/განხორციელების კოორდინაციის მიზნით: ბ.ა) სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე პრევენციის მიზნით თანხების გამოყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება და შესაბამის უწყებაში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება; ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის კოორდინირებული საქმიანობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 5. მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის სამმართველო მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერის და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვის, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/უზრუნველყოფის მხარდაჭერის მიზნით: ა.ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა); ა.ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ა.გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის; ა.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა; ა.ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა); ა.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვა; ა.ზ) საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა; ა.თ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაზიფიცირების, ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების მიზნით, ახალ აბონენტებად რეგისტრაციასთან, ხოლო აბონენტებად უკვე რეგისტრირებული აღნიშნული დაწესებულებების შემთხვევაში, მითითებულ კომუნალურ მომსახურებებზე სიმძლავრეების გაზრდის მიზნით, დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა, ასევე საწვავის, ბრიკეტებისა და შეშის შესყიდვა; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება; გ) სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის მიზნით: გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან პროექტების (დაგეგმილი, მიმდინარე, განხორციელებული) სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ე) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 8. სამმართველოს უფროსი 1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას; გ) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; დ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას; ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას; ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე 1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე; გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსების, ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები