დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 015 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 08/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.58.070.016110 |
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები − ემბლემა ქართულ და ინგლისურ ენებზე და დროშა თანდართული ნიმუშებისა და აღწერილობების შესაბამისად (დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3), ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების − ემბლემისა და დროშის გამოყენების წესი (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − ემბლემის ნიმუში (ქართულ ენაზე)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − ემბლემის აღწერილობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ოქროს (ყვითელი) არშია. ფარის ველზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ცენტრში განთავსებულია ოქროს (ყვითელი) არშიაშემოვლებული ლაჟვარდის (ლურჯი) მცირე ჰერალდიკური ფარაკი, რომელზეც გამოსახულია ოქროს (ყვითელი) ეტრატი და კალამი. ფარის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) არშიის ველზე ქართული მთავრული ასოებით წრიულად დატანილია ვერცხლის (თეთრი) წარწერა – „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, წარწერა ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოქროს (ყვითელი) სტილიზებული ორნამენტით. ინგლისურენოვან ემბლემაზე წრიულად დატანილია წარწერა – „STATE AUDIT OFFICE OF GEORGIA“. დანართი №2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − ემბლემის ნიმუში (ინგლისურ ენაზე)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − ემბლემის აღწერილობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ოქროს (ყვითელი) არშია. ფარის ველზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ცენტრში განთავსებულია ოქროს (ყვითელი) არშიაშემოვლებული ლაჟვარდის (ლურჯი) მცირე ჰერალდიკური ფარაკი, რომელზეც გამოსახულია ოქროს (ყვითელი) ეტრატი და კალამი. ფარის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) არშიის ველზე ქართული მთავრული ასოებით წრიულად დატანილია ვერცხლის (თეთრი) წარწერა – „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, წარწერა ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოქროს (ყვითელი) სტილიზებული ორნამენტით. ინგლისურენოვან ემბლემაზე წრიულად დატანილია წარწერა – „STATE AUDIT OFFICE OF GEORGIA“.
დანართი №3
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − დროშის ნიმუში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს − დროშის აღწერილობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, პროპორციით 2:3, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ემბლემა.
დანართი №4
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების − ემბლემისა და დროშის გამოყენების წესი
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – აუდიტის სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები − ემბლემა და დროშა წარმოადგენს აუდიტის სამსახურის ოფიციალურ სიმბოლოებს. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობების ინტერიერში; ბ) აუდიტის სამსახურის ბანერებზე, აბრებზე და სახელობით ბარათებზე (ბეიჯი); გ) აუდიტის სამსახურის ბეჭდვით გამოცემებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე; დ) აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ელექტრონულ ფოსტასა და პროგრამებზე; ე) აუდიტის სამსახურის მიერ დამზადებულ ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალაზე; ვ) აუდიტის სამსახურის სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციასა და ინვენტარზე. 3. დროშა გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ემბლემის და დროშის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია. 5. გენერალური აუდიტორი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემისა და დროშის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე. 6. ემბლემა და დროშა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები