სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.017021
2-424
19/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
010020000.22.023.017021
სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-424

2026 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ : 


მუხლი 1

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემა (დანართი №1);

ბ)  მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი (დანართი №2);

გ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ქართულენოვანი ბლანკის ნიმუში (დანართი №3);

დ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ინგლისურენოვანი ბლანკის ნიმუში (დანართი №4);

ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში (დანართი №5).

2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა.

მუხლი 2
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

გ) სააგენტოს მიერ გაცემულ  სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე;    

დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

ე) სააგენტოს  სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე;

ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

3. საჭიროების შემთხვევაში ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტომ ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

5. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 26 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი