დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 სექტემბრის №561 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.026045 |
|
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 სექტემბრის №561 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 სექტემბრის №561 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2020, 040030000.10.003.022281) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის:
1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების ამ წესის №2 დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“. 2. მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი, საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის განკარგვის/რეალიზების შემთხვევაში, როდესაც აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ნავთობისა და გაზის შესაბამისი მოცულობების მყიდველებისათვის ფაქტობრივი მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, მომსახურების საფასურს – მიწოდებული ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით იხდის ეტაპობრივად, ნავთობისა და გაზის შესაბამისი მოცულობების მყიდველებისათვის ფაქტობრივად მიწოდებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები