„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18-75
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.017470
18-75
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
280120000.35.101.017470
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18-75

2026 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 05/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016882) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09)  განხორციელების წესის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამსახურისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, უწყვეტად და ამავდროულად მიმართვის მომენტისათვის, რეგისტრირებულნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება თავშესაფრის ბენეფიციარებზე, აგრეთვე იმ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ „დევნილთა მონაცემთა ბაზაში“  რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.“

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) მოსარგებლე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს სამსახურში განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

გ) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მიმწოდებელი დაწესებულების სახელით, სამსახურში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იმყოფება საქართველოში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის ექიმი/კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება პირს არ შეუძლია საქართველოში, სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/მომსახურების მიღება რეკომენდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ; აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროდან შემოსული ოფიციალური ელექტრონული მეილის საშუალებით;

ე) თუ პაციენტი უკვე იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, მიმწოდებელი დაწესებულებიდან დასკვნა მომსახურების/მომსახურების მიღების აუცილებლობის თაობაზე.“

ა.გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ თუ:

გ.ა) შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

გ.ბ) სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების დაფინანსების მოთხოვნისას, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რამდენიმე აქტიური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მოთხოვნის ღირებულება 1000 (ათასი) ლარზე ნაკლებია, მაგრამ ერთი და იმავე მიმწოდებლის მიერაა წარმოდგენილი ან რამდენიმე აქტიური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მოთხოვნა სხვადასხვა მიმწოდებლის მიერაა წარმოდგენილი, მაგრამ ერთის ღირებულება მაინც აღემატება 1000 (ათასი) ლარს;

გ.გ) სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების დაფინანსებისას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ან/და კერძო დაზღვევის ან/და რეფერალური მომსახურების (ასეთი დაფინანსებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა თანადაფინანსების შემდეგ, დარჩენილი თანხა არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს;

გ.დ) სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე აქტიური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს;

გ.ე) მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს „გ.ბ“, „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლე თავშესაფრის ბენეფიციარი ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ისეთი პირია, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაციის კონკრეტული მისამართი;

გ.ვ) სამედიცინო მომსახურება/სხვა საჭიროება დაფინანსებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულად, თუმცა პირი ითხოვს სხვა არასამედიცინო სერვისების, მათ შორის, ექიმის ჰონორარის, VIP პალატის და სხვათა ანაზღაურებას;

გ.ზ) ინფორმაციის შესწავლისას (მათ შორის, ფორმა №IV-100/ა ან სხვა დოკუმენტები) დადგინდა, რომ პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ.თ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც სამსახურის უფროსის/მერის მიერ უკვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება;

გ.ი) ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გათვალისწინებული ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნისას, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

გ.კ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ახალი განცხადების/მოთხოვნის მერიაში/მოდულში რეგისტრაციის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 3 თვისა, გარდა:

გ.კ.ა) გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა;

გ.კ.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ განმცხადებელი თავშესაფრის ბენეფიციარია.

გ.კ.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ პირის მიერ არ მომხდარა დაფინანსებული თანხის გამოყენება, ითხოვს მოთხოვნის გაუქმებას და წარმოდგენილია თავდაპირველად დაფინანსებულისგან განსხვავებული შინაარსის მოთხოვნა, ან კლინიკის ცვლილება (აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება მიმწოდებლის მხრიდან მედიკამენტის მარაგის არქონით განპირობებულ ან/და პირის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობის ისეთ შემთხვევებზე, როცა გამოუყენებლობას აქვს მნიშვნელოვანი საფუძველი. საფუძვლის მნიშვნელოვნების შეფასებას ახდენს სამსახური);

გ.კ.დ) იმ შემთხვევისა, როცა დასტურდება, რომ პირის მიერ წარმოდგენილ ბოლო დაფინანსების მოთხოვნაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემდგომ, პირმა წარმოადგინა წინა მოთხოვნისაგან განსხვავებული მომსახურების/საჭიროების შესახებ დაფინანსების მოთხოვნა;

გ.ლ) იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დაფინანსებას დავალიანების დაფარვისათვის;

გ.მ) იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის შესწავლისას მონიტორინგის განყოფილების მიერ მომზადებულია დაფინანსების განხილვის თაობაზე უარყოფითი დასკვნა;

გ.ნ) იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებული პირი ითხოვს:

გ.ნ.ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.ბ) სანატორიულ-კურორტული, პალიატიური მზრუნველობის, საცურაო აუზით სარგებლობის და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.გ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.დ) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას;

გ.ნ.ე) შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

გ.ნ.ვ) სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ეგზოპროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები) დაფინანსებას;

გ.ნ.ზ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

გ.ნ.თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანას საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში;

გ.ნ.ი) საექსპერტო მომსახურების დაფინანსებას;

გ.ო) წარმოდგენილ ფორმა №IV-100/ა-ში პირს უფიქსირდება დიაგნოზი „პრაქტიკულად ჯანმრთელი“;

გ.პ) შესწავლისას დადგინდა, რომ პირის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნა სხვა მუნიციპალური პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების იდენტურია;

გ.ჟ) განცხადების შესწავლის ან გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება;

გ.რ) წონის კორექციასთან დაკავშირებული მედიკამენტების დაფინანსებას.

ა.დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისის მიღების საჭიროების მქონე პირთათვის დაფინანსების მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი, კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატება 40 000 (ორმოციათასი) ლარს, ერთი პირისათვის;“

ა.ე) მე-8 მუხლის:

ა.ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფარგლებში არსებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თვის პირველიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების სრულად მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადა ვრცელდება, მათ შორის, თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების შესრულებული სამუშაოს წარმოდგენისას.“

ა.ე.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება უარს აცხადებს საგარანტიო წერილის საფუძველზე მომსახურება გაუწიოს მოსარგებლეს, სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხის გადარიცხვა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ანგარიშზე, მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ფორმა №1-ის შევსებისა და სამგზავრო ბილეთების ასლის წარმოდგენის საფუძველზე. ეს უკანასკნელი არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარგებლე პირი, განცხადების განხილვის მომენტისათვის, სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.“

ბ) მეორე მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულების (დანართი №2):

ბ.ა ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიას ჰყავს მდივანი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე