დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 498 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.026048 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 თებერვლის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2026, 010220030.10.003.025615) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში − საჯარო სკოლები) მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე. 2. თამარ მახარაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე. 3. ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე. 4. მზია გიორგობიანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე. 5. ქეთევან ახვლედიანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 6. შავლეგ თოდუა − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 7. ლევან კერესელიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 8. ლალი კალანდაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 9. დავით გიორგაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი − კომისიის წევრი. 10. ზურაბ რაზმაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 11. თამარ მალაზონია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის შეფასებისა და პროგრამების დანერგვის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 12. გიორგი შონია − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი. 13. ქვარა ჩართოლანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი. 14. მარიამ თავაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 15. სოფიო ბარნაბიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერი − კომისიის წევრი. 16. მედეა შამუგია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განკარგვა“ პროგრამის კოორდინატორი − კომისიის მდივანი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები