„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.026049
499
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
010220020.10.003.026049
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2026 წლის 16 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) მარიამ ქვრივიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − ვიცე-პრემიერი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) გენადი არველაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გ) თამარ იოსელიანი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

დ) ალექსანდრე ხვთისიაშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ე) ლაშა დოლიძე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

ვ) ბაია კვიციანი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

ზ) ირაკლი დოლაბერიძე − საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე;

თ) ილია შამუგია − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ი) გივი ზედელაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

კ) ეკა ყუბუსიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ლ) ბექა ჩხეიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

მ) ზურაბ ბაკურაძე − საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ნ) ნანა შავიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნების და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი − კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;

ო) ირაკლი გაბრიაძე − სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი;

პ) ლაშა აბაშიძე − სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი;

ჟ) გიორგი პერტაია − სსკ − საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;

რ) გოგიტა თოდრაძე − სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;

ს) მიხეილ ხიდურელი − სსიპ − ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე;

ტ) ავთანდილი კასრაძე − სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;

უ) ზურაბი წიკლაური − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი; 

ფ) კახი დემეტრაშვილი − სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

ქ) თამარ ყორიაული − სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

ღ) ნინო ჩიქოვანი − სსიპ − ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 9 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე