დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 01/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.274 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.274
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №402
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სის-წორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემა“ მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით და შესაძლო კორექტირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
ბ) დანართი №3-ის შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მე-11 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია იმ წყაროს შესახებ, რომლის საფუძველზე განხორციელდა კორექტირება (მაგ., შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზიდან სსდ-ის ნომერი, გაფორმების საბაჟოს კოდი; სადაზღვევო და სატრანსპორტო ფასების მონაცემები და სხვა).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები