დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 474 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 14/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.328 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.328
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №474
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით დამტკიცებულ „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2333) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-19 ნაწილით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდება თავისი სვლით ან გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით;“;
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული ან მისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე 20-დღიანი ვადით შემოტანილი სესესნ-ის 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 კოდებით გათვალისწინებული საქონელი გადაადგილდება თავისი სვლით ან გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით“;
გ) მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური:
გ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის საერთო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში;
გ.ბ) საბაჟო საწყობის ან/და დროებითი შენახვის საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;
გ.გ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;
გ.დ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საქონლის გადაადგილებისას (გარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთო, რომელიც წარედგინება შემოსავლების სამსახურს ორი ან ორზე მეტი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილებისათვის. საერთო გარანტიის გამოყენების დროს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნების მიხედვით, რომელშიც დაფიქსირებული იქნება საერთო გარანტიის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა“;
ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საბანკო გარანტიის (შემდგომში – გარანტია) გამცემი ბანკების ჩამონათვალი, ერთი გარანტიის საგარანტიო თანხისა და ერთი ბანკის მიერ გასაცემი გარანტიის საგარანტიო თანხის მაქსიმალური ოდენობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოველკვარტალურად წერილობით ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს;“;
ვ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც გარანტია წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მისი გაუქმების თაობაზე შემოსავლების სამსახურს ეგზავნება საბაჟო პროცედურების ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელი (კონტროლიდან მოხსნილი) აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო დეკლარაციის ასლები“;
ზ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის (შემდგომში – პოლისი) გამცემი სადაზღვევო ორგანიზაციების ჩამონათვალი, ერთი პოლისისა და ერთი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გასაცემი პოლისის მაქსიმალური ოდენობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ყოველკვარტალურად წერილობით ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს;“;
თ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პოლისი წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მისი გაუქმების თაობაზე შემოსავლების სამსახურს ეგზავნება საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელი აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო დეკლარაციის ასლები;“;
ი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ვალდებული პირის მიერ სათანადო თანხა სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით შეიტანება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბაჟო საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა შემოსავლების სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულად და ერთდროულად – წერილობითი ფორმით;“;
კ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც გარანტია (სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ხაზინის მიერ გაცემული ცნობა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, დეპოზიტის დასაბრუნებლად შემოსავლების სამსახურს ეგზავნება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და საბაჟო პროცედურების დასრულების დამადასტურებელი აღრიცხვის მოწმობისა ან/და საბაჟო დეკლარაციის ასლები“;
ლ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს – იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გადასახდელი გადასახდელების ოდენობის თანხა“;
მ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს – წარმოდგენილი გარანტიის ერთთვიანი ვადის მოქმედების პერიოდში დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ მტკიცებულებებზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები