დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია |
| მიღების თარიღი | 24/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 350.010.010.13.006.010.378 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.010.010.13.006.010.378
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის
დადგენილება №12
2007 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ (სსმ III, 2000წ., №106, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის აქტივების მე-10 კლასის ანგარიშთა ჯგუფი 106 – „კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1061 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში
1062 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში“.
2. საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის აქტივების მე-10 კლასის ანგარიშთა ჯგუფი 106 – „კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ანგარიში 1061 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
1061 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1051 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიში 1062 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
1062 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1052 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭუმბურიძე
კომისიის თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები