დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 31/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.050.11.004.010.40 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.010.408
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №16
2007 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №16, მუხლი 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დასადგენად გამოიყენება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დილის საბირჟო ვაჭრობათა შედეგების მიხედვით დაფიქსირებული აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი.“.
2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დილის საბირჟო ვაჭრობები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იწყება ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს 11 საათსა და 30 წუთზე.
3. დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ყოველი სამუშაო-საბანკო დღის 1-ლი საათისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (მისი არყოფნის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ადგენს უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებს, რომელიც ქვეყნდება სპეციალური საკურსო ბიულეტენის სახით, კურსების დადგენიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად დგინდება იმავე დღეს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსი. აშშ დოლარის გარდა სხვა უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენა ხდება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იმავე დღეს აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსისა და კონკრეტულ მომენტში საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს თავმჯდომარე რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები