,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 28/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.000.943
  • Word
302
28/12/2007
სსმ, 186, 28/12/2007
290.160.000.10.003.000.943
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №302

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისთვის, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა (შემდგომში – საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები).“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დამზღვევებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების წესებს, სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულებას, მისი გამოყენების, გადაცემისა და განაღდების საკითხებს, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დადგენილება არ ვრცელდება სხვა სახის ვაუჩერებზე.“;

4. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო ვაუჩერი არის დამზღვევებისათვის გადაცემული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად.

2. სადაზღვევო ვაუჩერი გაიცემა დამზღვევებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამის მონაცემთა ბაზაში ან რომელთა შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტებით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) დამზღვევი – საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებისა და იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტით;“;

„გ) დამზღვევები, რომლებიც უკვე დაზღვეული არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით, არ სარგებლობენ მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამით.“.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე