„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 19/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.456
  • Word
653
15/06/2007
სსმ, 84, 19/06/2007
230.210.000.22.033.010.456
„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.456

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №653

2007 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის   20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარანტიის მოქმედების ვადა გარანტიის წარდგენიდან არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას, აგრეთვე დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს საქონლის გატანისას – არანაკლებ 2 თვისა.;

ბ) მე-9 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს – საქონლის გასატანად წარმოდგენილი გარანტიის ვადის მოქმედების პერიოდში დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდის ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში;;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს – თუ საქონლის გასატანად წარმოდგენილი გარანტიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 დღე და გარანტიის მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონია დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდას ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი