დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 654 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 19/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.457 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.457
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №654
2007 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული საბაჟო გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად. ფასების მონაცემთა სისტემაში საქონელი იდენტიფიცირებული უნდა იქნეს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით საქონლის დასახელების, სეს ესნ-ის კოდის, ზომის ერთეულის, ერთეულის ფასის, საქონლის წარმოშობის ქვეყნის და ექსპორტიორი ქვეყნის მიხედვით.
5. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.“;
ბ) მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საბაჟო ორგანოსათვის დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენა
1. დეკლარირებული საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საბაჟო ორგანო (საბაჟო მოხელე, რომელიც ახორციელებს საბაჟო ღირებულების შემოწმებას) უფლებამოსილია, დეკლარანტს გაუგზავნოს ,,შეტყობინება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ“ დანართი №3-ის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის (მათ შორის, მტკიცებულებების და დოკუმენტების) წარმოდგენა. ეს დოკუმენტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს:
ა) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ორიგინალი;
ბ) სატრანსპორტო და სადაზღვევო დოკუმენტები მიწოდების პირობების შესაბამისად;
გ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი დანართები;
დ) მყიდველის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც გავლენას ახდენს გარიგების ფასზე (შუამდგომლობა, საავტორო, ლიცენზიების, პატენტების, მომსახურების, ნედლეულის და სხვა გადასახდელები);
ე) საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ანგარიში განაღდებულია);
ვ) დოკუმენტები გამყიდველის სასარგებლოდ მესამე პირებისათვის გადახდის შესახებ;
ზ) დოკუმენტები საქონლის დასაწყობებისა და შეფუთვის გადახდის შესახებ;
თ) სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ და სხვა);
ი) საქონლის შესყიდვის შეკვეთა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) საქონლის გამყიდველის პრეისკურანტი, სადაც მითითებულია ექსპორტის დროს საქონლის გასაყიდი ფასები და მიცემული ფასდაკლებები;
ლ) საქონლის კატალოგი;
მ) უცხო ქვეყნის ექსპორტის დეკლარაცია (თუ იმპორტიორს შეუძლია მისი წარმოდგენა);
ნ) ქონების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ (თუ, იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს);
ო) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს დეკლარირებული საბაჟო ღირებულებისა და მისი ელემენტების დასაბუთების საფუძველს.
2. დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და ინფორმაცია შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
3. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დამატებით წარადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად.
მუხლი 3. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება
1. საბაჟო ორგანოს (საბაჟო მოხელეს, რომელიც ახორციელებს საბაჟო ღირებულების შემოწმებას) უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს დეკლარანტის მიერ გაცხადებული საბაჟო ღირებულების სისწორეში და მოახდინოს მისი კორექტირება ან განსაზღვროს იგი სხვა მეთოდით.
2. საბაჟო ღირებულების კორექტირება ან სხვა მეთოდით განსაზღვრა ფორმდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტით“ დანართი №2-ის შესაბამისად, რომელსაც აფორმებს საბაჟო მოხელე, რომელიც ახორციელებს საბაჟო ღირებულების შემოწმებას.
3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება დეკლარანტს, ხოლო მეორე რჩება საბაჟო ორგანოს და დაერთვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციას.
მუხლი 4. საბაჟო ღირებულების კორექტირება
1. დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) თუ ეთანხმება საქონლის კორექტირებულ საბაჟო ღირებულებას, ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტის“ მიღებიდან (ჩაბარებიდან) 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კორექტირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;
ბ) თუ არ ეთანხმება, გაასაჩივროს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი“ საბაჟო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში, ამ აქტის მიღებიდან (ჩაბარებიდან) 20 კალენდარულ დღეში;
გ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახის გარანტიას, რომლის მოქმედების ვადა 2 თვეა, ხოლო საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა.
2. საბაჟო ორგანო ვალდებულია:
ა) დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი გარანტიის საფუძველზე მისცეს დეკლარანტს საქონლის გატანის საშუალება;
ბ) საქონლის გარანტიით გაშვებამდე უზრუნველყოს საქონლის იდენტიფიცირება;
გ) დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე უზრუნველყოს გარანტიის თანხის ჩარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ აღნიშნული თარიღისათვის დეკლარანტის მიერ არ იქნება წარმოდგენილი გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული ძალაში შესული გადაწყვეტილება.“;
გ) ინსტრუქციას დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტის“ შევსების წესი
1. პირველ გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის თანამდებობა, სახელი და გვარი.
2. მე-2 – 4 გრაფები ივსება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მიხედვით.
3. მე-5–6 გრაფებში მიეთითება საქონლის დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებაზე დასამატებელი და დეკლარირებული საბაჟო ღირებულებიდან გამოსაკლები ხარჯები, რაც განისაზღვრება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების შემოწმებისას მისი კორექტირების მიზნით.
4. მე-7 გრაფაში მიეთითება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანისა და მისი კორექტირების (ან სხვა მეთოდით განსაზღვრის) დასაბუთება.
5. მე-8 გრაფაში მიეთითება საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის დეკლარირებული საბაჟო ღირებულების კორექტირებით ან სხვა მეთოდით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება.
6. მე-9 გრაფაში აღინიშნება კორექტირების განმახორციელებელი საბაჟო მოხელის ხელმოწერა (არსებობისას – ბეჭედიც).
7. მე-10 გრაფა საცნობარო შინაარსისაა და დამატებით შევსებას არ საჭიროებს.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართები №2 და №3 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი № –––––
,,–––––” –––––––––––– 200–– წ.
რიცხვი თვე
1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის თანამდებობა, სახელი და გვარი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქართველოს
საბაჟო კოდექსის 31-ე და 41-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ ეთანხმება:
2. დეკლარანტის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ
(დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
3. –––––––––––––––––––––––––––––––––– სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში
(სსდ-ს ნომერი და თარიღი )
4. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას –––––––––––––––––––––
| 5. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებაზე დასამატებელი ხარჯები საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის შემდეგი ნაწილების ქვეპუნქტების შესაბამისად: | თანხა | 6. დეკლარირებული საბაჟო ღირებულებიდან გამოსაკლები ხარჯები საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის შემდეგი ნაწილების ქვეპუნქტების შესაბამისად: | თანხა |
| 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი |
| მე-9 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი |
|
| ,,ბ“ ქვეპუნქტი |
| ,,ბ“ ქვეპუნქტი |
|
| ,,გ“ ქვეპუნქტი |
| ,,გ“ ქვეპუნქტი |
|
| მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი |
| ,,დ“ ქვეპუნქტი |
|
| ,,ბ“ ქვეპუნქტი |
| ,,ე“ ქვეპუნქტი |
|
| ,,გ“ ქვეპუნქტი |
|
|
|
| მე-4 ნაწილი |
|
|
|
| მე-5 ნაწილი |
|
|
|
| მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი |
|
|
|
| ,,ბ“ ქვეპუნქტი |
|
|
|
| სულ |
| სულ |
|
7. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანისა და მისი კორექტირების (ან სხვა მეთოდით განსაზღვრის) საფუძველია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. საბაჟო ორგანოს მიერ კორექტირებით (ან სხვა მეთოდით) განსაზღვრულ იქნა საქონლის საბაჟო ღირებულება –––––––––––––––––––––––––––––
9. კორექტირების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე ––––––––––––––––––––––
ხელმოწერა (ბეჭედი)
10. დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) თუ ეთანხმება საქონლის კორექტირებულ საბაჟო ღირებულებას, ამ აქტის მიღებიდან (ჩაბარებიდან) 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კორექტირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;
ბ) თუ არ ეთანხმება, გაასაჩივროს ეს აქტი საბაჟო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში, ამ აქტის მიღებიდან (ჩაბარებიდან) 20 კალენდარულ დღეში;
გ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახის გარანტიას, რომლის მოქმედების ვადა 2 თვეა, ხოლო საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა.
დანართი №3
საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ
შეტყობინება
,,–––––” –––––––––––– 200–– წ.
რიცხვი თვე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –ს
(დეკლარანტის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი )
გაცნობებთ, რომ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა, სახელი და გვარი)
საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე და 41-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს რა თქვენს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს, არ ეთანხმება–––––––––––––––––––––––––
(სსდ-ს ნომერი და თარიღი )
სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას
საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით გევალებათ, არა უგვიანეს 3 დღისა, წარმოადგინოთ ,,X"-ით მონიშნული შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:
ა) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ან ნებისმიერი სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ორიგინალი;
ბ) სატრანსპორტო და სადაზღვევო დოკუმენტები მიწოდების პირობების შესაბამისად;
გ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი დანართები;
დ) მყიდველის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც გავლენას ახდენს გარიგების ფასზე (შუამდგომლობა, საავტორო, ლიცენზიების, პატენტების, მომსახურების, ნედლეულის და სხვა გადასახდელები);
ე) საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ანგარიში განაღდებულია);
ვ) დოკუმენტები გამყიდველის სასარგებლოდ მესამე პირებისათვის გადახდის შესახებ;
ზ) დოკუმენტები საქონლის დასაწყობებისა და შეფუთვის გადახდის შესახებ;
თ) სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ და სხვა);
ი) საქონლის შესყიდვის შეკვეთა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) საქონლის გამყიდველის პრეისკურანტი, სადაც მითითებულია ექსპორტის დროს საქონლის გასაყიდი ფასები და მიცემული ფასდაკლებები;
ლ) საქონლის კატალოგი;
მ) უცხო ქვეყნის ექსპორტის დეკლარაცია (თუ იმპორტიორს შეუძლია მისი წარმოდგენა);
ნ) ქონების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ (თუ იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს);
ო) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს თქვენ მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულებისა და მისი ელემენტების დასაბუთების საფუძველს.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი
მოხელე –––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა, ბეჭედი, თარიღი)
(შეტყობინების ფურცლის მეორე მხარე)
საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 38. საბაჟო ღირებულების ელემენტები
1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:
ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა;
ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში;
გ) შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.
2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:
ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;
ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და შრომის სხვა საშუალებები;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, ,,ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.
5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.
6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება;
ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.
7. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად გარიგების ფასს ემატება საიმედო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრული ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის მკაცრად განსაზღვრულ რაოდენობაზე.
8. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.
9. საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;
ბ) ექსპორტიორი ქვეყნის არაპირდაპირი გადასახადები, რომლებიც გამოყოფილია გარიგების ფასიდან;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;
დ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;
ე) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები