,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 714
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 29/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.498
  • Word
714
26/06/2007
სსმ, 92, 29/06/2007
190.040.000.22.033.010.498
,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.498

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №714

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2005 წ., №151, მუხ. 1678) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორგანიზაციებში ბუღალტრულმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს სისტემატური კონტროლი ხარჯთანუსხით გათვალისწინებული სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორებაზე, ქონების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების მოძრაობასა და დაცვაზე, აგრეთვე, ორგანიზაციის მატერიალური და შრომითი რესურსების გამოყენებაზე.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძირითად საშუალებას მიეკუთვნება მატერიალურ-ნივთობრივი ფასეულობა, რომელიც მოცემულ ორგანიზაციას ემსახურება ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე და რომლის ღირებულებაც აღემატება 150 ლარს. ძირითადი საშუალებაა ასევე კაპიტალური დანახარჯები მრავალწლიან ნარგავებზე, მიწის გაუმჯობესებაზე (მელიორაციული და საირიგაციო სამუშაოები და სხვა), იჯარით აღებულ შენობებზე, ნაგებობებზე და სხვა ობიექტებზე.“.

3. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საინვენტარო ბარათში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე მიეთითება ობიექტის დასახელება ტექნიკური მახასიათებლების ჩვენებით, მწარმოებლის დასახელება, წარმოების წელი, საქარხნო ნომერი, ამორტიზაციის ნორმა, ადგილმდებარეობა, შენახვაზე პასუხისმგებელი პირი და სხვა სპეციფიკური მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა, ხელსაწყოები, გამოთვლითი ტექნიკა და ა.შ. შეიცავს ძვირფას ლითონებს, დამატებით მიეთითება იმ დეტალების ჩამონათვალი, რომელთა შემადგენლობაშიცაა ძვირფასი ლითონები, დეტალების დასახელება და პასპორტში ნაჩვენები ლითონის მასა. მუშა, პროდუქტიული და ჯიშიანი პირუტყვის, მრავალწლიანი ნარგავების, მიწის ნაკვეთების და ნიადაგის გაუმჯობესებაზე გაწეული კაპიტალური დანახარჯების აღსარიცხავად გამოსაყენებელ სააღრიცხვო ბარათში აღინიშნება ცხოველების, მრავალწლიანი ნარგავების დახასიათება ასაკის, ჯიშის და სხვა მონაცემების მიხედვით; სასცენო-დადგმით საშუალებათა ჯგუფური აღრიცხვისათვის ბარათებში ჩაწერა წარმოებს რაოდენობრივად და თანხობრივად; საბიბლიოთეკო ფონდებისათვის იხსნება ცალკე ბარათი, რომელშიც აღრიცხვა წარმოებს მხოლოდ ფულად გამოსახულებაში, მთლიანი თანხით.“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძირითადი საშუალებების მიმდინარე რემონტზე – სამუშაო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად და დაზიანების შემთხვევაში შეკეთების მიზნით – გაწეული დანახარჯების თანხით არ იზრდება მათი ღირებულება. ძირითადი საშუალებების თავდაპირველი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ კაპიტალური დანახარჯების – დაშენების, მოწყობილობათა დამატებითი დაყენების, რეკონსტრუქციის ან შესაბამისი ობიექტების ნაწილობრივი ლიკვიდაციის შემთხვევაში.“.

5. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არამატერიალური აქტივების შეძენისას დებეტდება 030 სუბანგარიში „არამატერიალური აქტივები“ და კრედიტდება ფულადი სახსრების ან ანგარიშსწორებების შესაბამისი სუბანგარიშები. ამავდროულად, საბიუჯეტო სახსრებისა და მიზნობრივი შემოსავლებიდან შეძენილი არამატერიალური აქტივის ღირებულება აისახება 202 „ბიუჯეტიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები“ ან 204 „მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები“ სუბანგარიშის დებეტში და 251 „არამატერიალური აქტივების ფონდი“ სუბანგარიშის კრედიტში.“.

6. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 031 სუბანგარიშზე „ფინანსური დაბანდებები“ აღირიცხება ინვესტიციების (დაბანდებების) მოძრაობა სხვა საწარმოთა ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, სახელმწიფო და ადგილობრივი სესხების პროცენტიან ობლიგაციებში და სხვა სახის ფინანსური დაბანდებები. სახსრების დაბანდება აისახება 031 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 010-019, 030, 090, 091, 092 და სხვა სუბანგარიშების კრედიტში.“.

7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური მარაგების სუბანგარიშებზე აღირიცხება საქონელი, მზა პროდუქცია, ნედლეული და მასალები, სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები, სამშენებლო მასალები, აგრეთვე, სათადარიგო ნაწილები, მიუხედავად მათი ღირებულებისა და სხვა. - ისეთი აქტივები, რომლებსაც ორგანიზაცია იყენებს სამეურნეო საქმიანობის პროცესში საკუთარი მოხმარებისათვის, გასაყიდად ან მომსახურების გასაწევად.“.

8. მე-20 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 066 სუბანგარიშზე „ფულადი დოკუმენტები“ აღირიცხება ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული ფულადი დოკუმენტები. მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები (პირადობის მოწმობის ბლანკები, ანგარიშ-ფაქტურები და სხვა). ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები), ტალონები საწვავსა და ზეთზე, კვებაზე და ა.შ., დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, ტურბაზების საგზურები, საფოსტო მარკები, სახელმწიფო ბაჟის მარკები, სასესხო ობლიგაციები, შრომის წიგნაკების ბლანკები და მათში ჩასართები და სხვა.“.

9. 22-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.

10. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 091 სუბანგარიშზე „მიმდინარე ანგარიში ბანკში“ აღირიცხება ორგანიზაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ბიუჯეტიდან დაფინანსებასა და მიზნობრივ შემოსავლებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების მოძრაობა ბანკში, ეროვნულ ვალუტაში. ამ სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება ფულადი სახსრების შემოსვლა 151, 162, 230, 231, 232, 400, 401, 402 და სხვა შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო 091 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება თანხების გასვლა 120, 150, 170, 171, 172, 173, 174, 178, 179 და სხვა შესაბამისი სუბანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.“.

11. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხანდაზმული კრედიტორული დავალიანების (ვალდებულებების) თანხები, გარდა ბიუჯეტში გადასახდელი თანხებისა, ვალდებულების ჩამოწერის შემთხვევაში მიიმართება ფინანსური შედეგების (410) გაზრდაზე. ხანდაზმული კრედიტორული დავალიანებების თანხები, რომლებიც წარმოქმნილია ბიუჯეტური დაფინანსების, მიზნობრივი ან უსასყიდლოდ მიღებული სახსრების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიიმართება ორგანიზაციის შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილი მიზნობრივი შემოსავლების (233) სუბანგარიშზე, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ – ბიუჯეტიდან დაფინანსების (230) გაზრდაზე.“

12. 29-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბიუჯეტო სახსრებიდან ან მიზნობრივი შემოსავლებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება), რომლებზედაც ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია, რომელთა ამოღებაზეც სასამართლომ უარი განაცხადა ან რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეიძლება ჩამოიწეროს, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსების, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – მიზნობრივი შემოსავლების ანგარიშიდან (230, 233). ეკონომიკური საქმიანობიდან წარმოქმნილი უიმედო მოთხოვნები აღიარდება ხარჯებად გატარებით – 207 „ეკონომიკური საქმიანობის შემოსავლებიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები“ – სუბანაგარიშის დებეტში და 151 ,‚ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან“ სუბანგარიშის კრედიტში. მოცემული ხარჯების სუბანგარიშიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით იგი შეიძლება ჩამოიწეროს ფინანსურ შედეგებზე (410). ამავე დროს, უიმედო დებიტორული დავალიანების თანხები აიღება 04 ბალანსგარეშე ანგარიშზე „გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება“. იმ შემთხვევაში, თუკი ჩამოწერილი დებიტორული დავალიანება შემდგომ პერიოდებში მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურდება, მოხდება დებიტორული დავალიანების აღდგენა. ეკონომიკური საქმიანობით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების აღდგენისას დებეტდება 151 „ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან“ სუბანგარიში და კრედიტდება 401 „საანგარიშო პერიოდის არასაოპერაციო შემოსავლები“. საბიუჯეტო სახსრებით და მიზნობრივი შემოსავლებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების აღდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში აისახება 151 „ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან“ სუბანგარიშის დებეტში და 233 „მიზნობრივი შემოსავლები“ სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებში – 151 „ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან“ სუბანგარიშის დებეტში და 230 „ბიუჯეტიდან დაფინანსება მიმდინარე ხარჯებისათვის“ სუბანგარიშის კრედიტში. ამავე დროს, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დებიტორული დავალიანებების აღდგენით მიღებული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას, რაც აისახება 230 სუბანგარიშის დებეტში და 090, 120 და სხვა სუბანგარიშის კრედიტში.“

13. 31-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 31. ანგარიში 17 „ანგარიშსწორებანი დებიტორებთან და კრედიტორებთან“.

14. 31-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 175 სუბანგარიშზე „ანგარიშსწორებანი კრედიტებით“ აღირიცხება ბიუჯეტიდან და საბანკო (საკრედიტო) დაწესებულებებიდან მიღებული და სხვა საწარმოებზე გაცემული გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტები (სესხები).“.

15. 31-ე მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. კრედიტები გამოიყენება შემოსავლებისა და გასავლების ხარჯთანუსხით გათვალისწინებული მიზნით.

16. გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტების მიღება აისახება 090, 091, 092, 093 შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და 175 სუბანგარიშის კრედიტში.

17. გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტების გაცემა აღირიცხება 175 სუბანგარიშის დებეტში და 090, 091, 092, 093 და სხვა შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში.

18. მიღებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტების დაფარვისას დებეტდება 175 სუბანგარიში და კრედიტდება 090, 091, 092, 093 და სხვა შესაბამისი სუბანგარიში, ხოლო გაცემული კრედიტების დასაფარად თანხების მიღებისას – დებეტდება 090, 091, 092, 093 და სხვა სუბანგარიში და კრედიტდება 175 სუბანგარიში.“.

16. 31-ე მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. სხვადასხვა დებიტორებთან ანგარიშსწორებისას დებეტდება 178 სუბანგარიში და კრედიტდება 230, 231, 232, 233, 174, 400, 401 ან 402 სუბანგარიში. მოთხოვნების დაფარვა კი აისახება 090, 091, 092, 093, 120, 121, 174 სუბანგარიშის დებეტში და 178 სუბანგარიშის კრედიტში.

26. სხვადასხვა კრედიტორული დავალიანების წარმოშობისას დებეტდება ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების, მატერიალური მარაგების ან სხვა ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები და კრედიტდება 178 სუბანგარიში, ხოლო დაფარვისას დებეტდება 178 სუბანგარიში და კრედიტდება 090, 091, 092, 093, 120, 121 შესაბამისი სუბანგარიში.“.

17. 31-ე მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. 179 სუბანგარიშზე „ანგარიშსწორებანი საწევროებით და შენატანებით“ აღირიცხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ორგანიზაციის მიერ მისაღები და გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისათვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.“.

18. 32-ე მუხლის 28-ე, 29-ე და 30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. 187 სუბანგარიშზე „ანგარიშსწორებანი აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით“ აღირიცხება აღმასრულებელი ფურცლისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე (მათ შორის, ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ლიმიტს ზემოთ გაწეული ხარჯებისათვის) ხელფასიდან და სხვა გასაცემლებიდან დაკავებული თანხები. აღნიშნული ანგარიშსწორებისას დებეტდება 180 ან 181 სუბანგარიში და კრედიტდება 187 სუბანგარიში, ხოლო გადარიცხვისას – დებეტდება 187 სუბანგარიში და კრედიტდება 090 ან 091 სუბანგარიში.

29. მოცემულ ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ფიზიკური პირების მიხედვით, ცალ-ცალკე, სადაც მიეთითება მიმღების დასახელება, დაკავების თანხა (პროცენტი), აღმასრულებელი ფურცლის ან სხვა დოკუმენტის ნომერი, თარიღი და მოქმედების ვადა.

30. 189 სუბანგარიშზე „სხვა ანგარიშსწორებანი“ აღირიცხება ანგარიშსწორებანი არასიობრივ შემადგენლობასთან (კომპოზიტორები, მსახიობები, ავტორები და სხვ.) გადახდილი ჰონორარის თანხებით, მათ მიერ ხელშეკრულებით ან ერთჯერადი შეკვეთებით შესრულებული სამუშაოებისა და სატელევიზიო და რადიოგადაცემებში გამოსვლებისათვის, აგრეთვე, პროფესიულ კავშირებთან ანგარიშსწორებანი და სხვა.“.

19. 32-ე მუხლს დაემატოს 31-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. მუშა-მოსამსახურეთა წერილობითი განცხადების საფუძველზე პროფესიული კავშირებისათვის გადასარიცხად ხელფასიდან საწევრო შესატანი თანხების დაკავება აისახება 180 „ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან“ სუბანგარიშის დებეტში და 189 „სხვა ანგარიშსწორებანი“ სუბანგარიშის კრედიტში. თანხების გადახდისას დებეტდება 189 სუბანგარიში და კრედიტდება 090, 091, 092, 120 ან 121 სუბანგარიში.“.

20. 35-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 202 სუბანგარიშზე „ბიუჯეტიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები“ აღირიცხება საბიუჯეტო სახსრებით ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენა, აგრეთვე, საიჯარო წესით გაწეული დანახარჯები ახალ მშენებლობაზე, შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციაზე.“.

21. 35-ე მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. 204 სუბანგარიშზე „მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები“ აღირიცხება მიზნობრივი შემოსავლებით გაწეული დანახარჯები ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენაზე, აგრეთვე, საიჯარო წესით წარმოებულ ახალ მშენებლობაზე და შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციაზე.“.

22. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 230 სუბანგარიშზე „ბიუჯეტიდან დაფინანსება მიმდინარე ხარჯებისათვის“ აღირიცხება ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება ორგანიზაციის შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის. ამ სუბანგარიშის კრედიტში იწერება მიღებული დაფინანსების თანხები, აგრეთვე მატერიალურ ფასეულობათა ზედმეტობა და უსასყიდლოდ მიღებული მასალების ღირებულება (საბიუჯეტო ორგანიზაციებში), აგრეთვე, ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალების ღირებულება, რომელიც რჩება მოცემულ ორგანიზაციაში სამეურნეო საჭიროებისათვის – შესაბამის სუბანგარიშებთან კორესპონდენციით.“.

23. 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიზნობრივი შემოსავლები აისახება ფულადი საშუალებების, ანგარიშსწორებების, მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების და სხვა სუბანგარიშების დებეტში და 233 სუბანგარიშის კრედიტში. წლის ბოლოს 233 სუბანგარიშის დებეტში ჩამოიწერება მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული ხარჯები 203 და 204 შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.“.

24. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 39. ზოგადი ნაწილი

ამ თავში აღირიცხება ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ფონდები, აგრეთვე, საეჭვო მოთხოვნებთან დაკავშირებული რეზერვები.“.

25. მუხლი 40 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

„მუხლი 40. ფონდებისა და მიზნობრივი დანიშნულების სახსრების კლასიფიკაცია“

 

სინთეზური ანგარიშის დასახელება

ნომერი

სუბანგარიშის დასახელება

ნომერი

1

ფონდები

25

ძირითადი საშუალებების ფონდი

250

 

 

 

არამატერიალური აქტივების ფონდი

251

 

 

 

საეჭვო მოთხოვნების რეზერვები

252

 

26. 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ანგარიშზე აღირიცხება ბიუჯეტური დაფინანსებითა და მიზნობრივი შემოსავლებით შეძენილი ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ფონდები, აგრეთვე, საეჭვო მოთხოვნებთან დაკავშირებული რეზერვები.

2. 250 სუბანგარიშზე „ძირითადი საშუალებების ფონდი,, აღირიცხება ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული ძირითადი საშუალებები, იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების გარდა, ცვეთის გათვალისწინებით. ამასთან, მშენებლობის ახალი ობიექტების ექსპუატაციაში შეყვანა ბუღალტრულად აისახება 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და 250 სუბანგარიშის კრედიტში, გარდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით წარმოებული კაპიტალური მშენებლობისა.“.

27. 41-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. 252 სუბანგარიშზე „საეჭვო მოთხოვნების რეზერვები,, აისახება ისეთი მოთხოვნები, რომლის ამოღებასაც ორგანიზაცია მიიჩნევს საეჭვოდ. საეჭვო მოთხოვნების რეზერვის შექმნა და შესაბამისად, რეზერვის ზრდა აღირიცხება 200, 203, 206, 207 სუბანგარიშების დებეტში და 252 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო მისი შემცირება (საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში უიმედო მოთხოვნების ჩამოსაწერად გამოყენებული რეზერვების თანხა) 252 სუბანგარიშის დებეტში და 151, 160, 161, 162, 178 და სხვა შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში.“.

28. 41-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-13 პუნქტი.

29. დანართი №1 ,,ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                     დანართი 1                                          

 

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა

 

 

 

 

 

 

 

ძირითადი საშუალებები, არამატერიალური აქტივები და 
                                 ფინანსური დაბანდებები

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 01 ძირითადი საშუალებები

 

 მიწის ნაკვეთები                                                                

010

 

 შენობები

011

 

 ნაგებობები

012

 

 მანქანები და მოწყობილობები

013

 

 სატრანსპორტო საშუალებები 

014

 

 დაუმთავრებელი მშენებლობა

015

 

 ხელსაწყოები და სამეურნეო ინვენტარი 

016

 

 მუშა და პროდუქტიული პირუტყვი  

017

 

 საბიბლიოთეკო ფონდები   

018

 

 სხვა ძირითადი საშუალებები 

019

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 02 ცვეთა

 

 ძირითადი საშუალებების ცვეთა

020

 

 არამატერიალური აქტივების ცვეთა

021

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 03 არამატერიალური აქტივები და ფინანსური დაბანდებები

 

 არამატერიალური აქტივები

030

 

 ფინანსური დაბანდებები

031

 

 

 

 

 

 

მატერიალური მარაგები

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 04 საქონელი და პროდუქცია

 

 მზა პროდუქცია

040

 

 საქონელი

041

 

 დაუმთავრებელი წარმოება

042

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 05 მოწყობილობა და სამშენებლო მასალები

 

 დასადგმელი მოწყობილობა

050

 

 სამშენებლო მასალები

051

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 06 მასალები და კვების პროდუქტები

 

 ნედლეული და მასალები

060

 

 კვების პროდუქტები

061

 

 მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები

062

 

 სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები

063

 

 სათბობი, საწვავი და საცხები მასალები

064

 

 სათადარიგო ნაწილები

065

 

 ფულადი დოკუმენტები

066

 

 სხვა მატერიალური ფასეულობები

067

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 07 მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები

 

 მცირეფასიანი საგნები საწყობში

070

 

 მცირეფასიანი საგნები ექსპლუატაციაში

071

 

 

 

ფულადი სახსრები

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 09 ხაზინაში და ბანკში გახსნილი ანგარიშები

 

 ხაზინაში გახსნილი ანგარიში ორგანიზაციის ხარჯებისათვის

090

 

 მიმდინარე ანგარიში ბანკში

091

 

 სავალუტო ანგარიში

092

 

 სხვა ფულადი ანგარიშები

093

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 12 სალარო

 

 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში

120

 

 ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში

121

 

 

 

 

 

 

ანგარიშსწორებები

 

 

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 15 ანგარიშსწორებანი საქონლით, სამუშაოებით და მომსახურებით

 

 ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან და მეიჯარეებთან

150

 

 ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან

151

 

 გადახდილი დღგ

152

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 16 ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან

 

 

 

 

 

 

 ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან

160

 

 ანგარიშსწორებანი მივლინებით

161

 

 ანგარიშსწორებანი დანაკლისებით

162

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 17 ანგარიშსწორებანი დებიტორებთან და კრედიტორებთან

 

 

 

 

 

 

 გადასახდელი სოციალური გადასახადი

170

 

 გადასახდელი დღგ

171

 

 გადასახდელი მოგების გადასახადი

172

 

 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი

173

 

 ბიუჯეტთან სხვა ანგარიშსწორებანი

174

 

 ანგარიშსწორებანი  კრედიტებით

175

 

 ანგარიშსწორებანი კრედიტით მომსახურებისათვის

176

 

 ანგარიშსწორებანი დივიდენდებით და პროცენტებით

177

 

 ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან

178

 

 ანგარიშსწორებანი საწევროებით და შენატანებით

179

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 18 ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან და სტიპენდიატებთან

 

 

 

 

 

 

 ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან

180

 

 ანგარიშსწორებანი სტიპენდიატებთან

181

 

 ანგარიშსწორებანი დეპონენტებთან

182

 

 ანგარიშსწორებანი პენსიებით და დახმარებებით

183

 

 ანგარიშსწორებანი ნებაყოფლობითი დაზღვევით

184

 

 ანგარიშსწორებანი აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით

187

 

 სხვა ანგარიშსწორებანი

189

 

 

 

 

 

 

ხარჯები

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 20 მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები

 

 

 

 

 

 

 ბიუჯეტიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები

200

 

 ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები პენსიების და დახმარებების გასაცემად

201

 

 ბიუჯეტიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები

202

 

 მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები

203

 

 მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები

204

 

 ეკონომიკური საქმიანობის შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები

205

 

 გასანაწილებელი ხარჯები

206

 

 ეკონომიკური საქმიანობის შემოსავლებიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები

207

 

 

 

 

 

 

                        დაფინანსება და მიზნობრივი შემოსავლები

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 23 დაფინანსება და მიზნობრივი შემოსავლები

 

 

 

 

 

 

 ბიუჯეტიდან დაფინანსება მიმდინარე ხარჯებისათვის

230

 

 ბიუჯეტიდან დაფინანსება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად

231

 

 ბიუჯეტიდან დაფინანსება კაპიტალური ხარჯებისათვის

232

 

 მიზნობრივი შემოსავლები

233

 

 

 

 

                     ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 25 ფონდები

 

 

 

 

 

 

 ძირითადი საშუალებების ფონდი

250

 

 არამატერიალური აქტივების ფონდი

251

 

 საეჭვო მოთხოვნების რეზერვები

252

 

 

                                    შემოსავლები

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 40 შემოსავლები

 

 

 

 

 

 

 საანგარიშო პერიოდის საოპერაციო შემოსავლები

400

 

 საანგარიშო პერიოდის არასაოპერაციო შემოსავლები

401

 

 მომავალი პერიოდის შემოსავლები

402

 

 

 

 

 

 

სინთეზური ანგარიში № 41 მოგება და ზარალი

 

 

 

 

 

 

 

 მოგება და ზარალი

410

 

 გაუნაწილებელი მოგება

411

 

 დაუფარავი ზარალი

412

 

 

 

 

 

 

 

                              ბალანსგარეშე ანგარიშები

 

 

 

 

 

იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები

01

 

პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები

02

 

გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება

04

 

მოსწავლეთა და სტუდენტთა დავალიანება დაუბრუნებელი                                                           მატერიალური ფასეულობის გამო

05

 

გარდამავალი სპორტული პრიზები და თასები

06

 

სამხედრო ტექნიკის სასწავლო საგნები

07

 

 

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი