„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.010.500
891
25/06/2007
სსმ, 94, 02/07/2007
310.150.000.22.034.010.500
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო �კოდი 310.150.000.22.034.010.500

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №891

2007 წლის 25 ივნისი

�ქ. თბილისი

�მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და �საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის �ა� და �ნ� ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

��� მუხლი 1.

�მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის №150 ბრძანებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე, 83-ე, 84-ე და 85-ე პუნქტები:

�82. საგადასახადო ორგანო � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

83. საგადასახადო დავალიანება � სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

84. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა � სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

85. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაცია � საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვისა და დატვირთვის ელექტრონული (ავტომატური) რეგისტრაცია.

2. წესების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

�6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ტიპის სხვა სახეებიც.

3. წესების მე-11 მუხლის �ვ�, �ზ� და �კ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა-ანგარიში);

ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება):�;

კ) უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი.�.

4. წესების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

�5. სატრანზიტო სანომრე ნიშანი შესაძლებელია გაიცეს უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს.�.

5. წესების მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 �და მე-9 პუნქტები:

�71 . სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქართველოში მოქმედ სავაჭრო ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობის საგანს წარმოადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობა (ავტომაღაზიებზე), ამ ბრძანებით განსაზღვრული მოქმედების ვადით, შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი (ერთი წყვილი) გაიცეს მათ მფლობელობაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ სხვადასხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე გამოსაყენებლად.�.

�9. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარმოდგენა, სააგენტოს უფლება აქვს შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი ჩაიბაროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად.�.

6. წესებს დაემატოს 251 �მუხლი შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 25 1

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში მიღების შემთხვევაში, რეგისტრაცია განხორციელდება დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდგომ, ხოლო პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება მეურვის საცხოვრებელი მისამართი.�.

7. წესების 27-ე მუხლის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განკარგვის უფლებას იძენს სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ.�.

8. წესების 27-ე მუხლის შენიშვნის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს, ან საჩუქრად, ან მემკვიდრეობის მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი №7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში საგადასახადო ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა ან შემძენმა უარი განაცხადა გაფრთხილებაზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებას.�;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. ამ ბრძანების 26-ე მუხლითა და 27-ე მუხლის �ა� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

ა) იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი ან იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) იურიდიული პირის ბეჭედი ან უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.�.

9. წესების 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 36.

1. საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ საქართველოში გააჩნია დადგენილი წესით რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება წარმომადგენლობაზე საერთო წესით.�.

10. წესებს დაემატოს II1 �თავი: �მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და რეგისტრაციის წესი�.

�II1 �თავი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი

��� მუხლი 45 1

1. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა და ყადაღის დადების შესახებ ინფორმაცია აისახება საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საგადასახადო ორგანოს მიერ შეყვანილი ინფორმაცია პირდაპირ რეჟიმში გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზას, სადაც ხდება მისი ავტომატურად დარეგისტრირება.

3. ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება უთანაბრდება შეტყობინების მიღებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ასახვა ჩაითვლება სააგენტოს მიერ საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის დარეგისტრირებად.

5. საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის დარეგისტრირების თარიღი.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სამართლებრივი დატვირთვის ან შეზღუდვის დოკუმენტის ნომერს და თარიღს.

7. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფას, შემდგომი მუდმივი განახლებით.

8. საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ინფორმაციას (ელექტრონულ დოკუმენტს) აქვს მატერიალური დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა.

��� მუხლი 45 2

1. სააგენტოში დაინტერესებული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის პროგრამულ ფანჯარაში ამოწმებს რეგისტრაციის დღისათვის გამსხვი-სებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

2. პროგრამულ ფანჯარაში საგადასახადო შეზღუდვების გრაფაში შეიძლება აისახოს შემდეგი სახის ინფორმაციები:

ა) �არ გააჩნია დავალიანება� (გრაფა შეფერილია მწვანე ფერში) � რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის დღისათვის პირს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება;

ბ) �სავარაუდოდ გააჩნია დავალიანება� (გრაფა შეფერილია ყვითელ ფერში) � ელექტრონული ბაზა ვერ ახერხებს პირის იდენტიფიცირებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი საგადასახადო ვალდებულების დადგენა;

გ) �აქვს გირავნობა� (გრაფა შეფერილია წითლად) � პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

დ) �აქვს ყადაღა� (გრაფა შეფერილია წითლად) � პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია ყადაღა.

��� მუხლი 45 3

1. ამ ბრძანების 452 �მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება კანონით დადგენილი წესით;

ბ) 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას ჩაითვლება, რომ პირს საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდება დადგენილი წესით;

გ) 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �გ� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია შეჩერდება საგადასახადო ორგანოს მიერ �საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ� გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე;

დ) 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტისათვის დაინტერესებული პირის ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა, სარეგისტრაციო მოქმედებები შეწყდება საგადასახადო ორგანოს მიერ �საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ� გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452 �მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე.

��� მუხლი 45 4

დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის დღისათვის საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმირებას უწევს სააგენტოში მიმაგრებული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება მიწოდებულ ინფორმაციას, ან სააგენტოს შესაბამის განყოფილებაში არ არის მიმაგრებული საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, დაინტერესებული პირი ინფორმაციის მისაღებად მიმართავს შესაბამის საგადასახადო სამსახურს.

��� მუხლი 45 5

თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს მისი გაუქმების გარეშე, სამართლებრივი შეზღუდვა კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ.

��� მუხლი 45 6

ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში სააგენტო უზრუნველყოფს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებას.�.

11. ბრძანებას დაემატოს დანართი №7:

�დანართი №7

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებად პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVIII თავის მიხედვით.

გავეცანი:

გამსხვისებელი ���������

შემძენი ������������

 

ინსპექტორი:� ���� ��

�� ��� 200 წ. � �����������

��� მუხლი 2

ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი