„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 27/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.504
  • Word
191/ნ
27/06/2007
სსმ, 90, 27/06/2007
470.230.000.22.035.010.504
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.504

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №191/ნ

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №114, მუხლი 1571) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სააგენტო – სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტო“;

თ) დაფინანსების განაცხადი – დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.“.

2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა

წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას – შესაბამისი დაწესებულება.

    მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო

დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);

ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

4. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.“.

5. მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძ-ველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითეული ვადების გათვალისწინებით.

3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედნის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;

ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;

გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცე-მების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში;

დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

6. მე-11 მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.“.

    მუხლი 2

წესით გათვალისწინებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი

 

 

 

 

 

დანართი 2

 

–––––– საგადასახადო ინსპექციას

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––

                  (ტერიტორიული ორგანოს დასახელება)

დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200 წლის ––––– სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს.

წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

დანართი – ფურცლად.

პატივისცემით,

 ტერიტორიული ორგანოს უფროსი

 

                                        თარიღი: „ ” „ ” 200 წ.