დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 778 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.523 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.523
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №778
2007 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში (სსმ III, 27.03.07, №41, მუხლი 473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი.
ბ) ,,ინსტრუქციის“ მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით საწარმოს (მათ შორის ინდივიდუალური საწარმოს) ან იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში ან სხვა საგადასახადო ინსპექციებში საგა-დასახადო აღრიცხვაზე გადაყვანის შემთხვევაში, სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციასთან/აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ინსპექციას, რომელიც უფლებამოსილია შემდგომში განახორციელოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებები და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის გაცემა, ხოლო გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლი, ხელმოწერილი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და დამოწმებული საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით, ინახება დოკუმენტაციის გამგზავნ ინსპექციაში.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული საზღვრ(ებ)ის შეცვლისას (ტერიტორიის ცვლილებისას), იმ გადასახადის გადამხდელთა, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეეხო ცვლილება, საგადასახადო აღრიცხვაზე შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში აყვანა (გადაყვანა), აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში (ინსპექციიდან) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა (გადაყვანა) ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე“.
გ) დანართი №23-დან ამოღებულ იქნეს გრაფა
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია |
|
|
დ) დანართი №24-დან ამოღებულ იქნეს გრაფა
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია | 095 |
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები