დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 917 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.648 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.648
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №917
2007 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში (სსმ III, 27.03.07, №41, მუხლი 473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტები;
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ძ“, ,,წ“, ,,ჭ“, ,,ხ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტები:
,,ძ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის (დანართი №28);
წ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის (დანართი №29);
ჭ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი სააქციო საზოგადოებისათვის (დანართი №30);
ხ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი კოოპერატივებისათვის (დანართი №31);
ჯ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი კომანდიტური საზოგადოებისათვის (დანართი №32);
ჰ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ინდივიდუალური საწარმოსათვის (დანართი №33);
ჰ1) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი უცხოური საწარმოს ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) (დანართი №34);
ჰ2) სახელმწიფო რეესტრის ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის და მათი ფილიალებისათვის (წარმომადგენლობებისათვის) (მათ შორის უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის))“;
გ) ,,ინსტრუქციის“ პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ქვეპუნქტი:
,,51. ფიზიკურ პირებს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოებში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილნი არიან საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე (საიდენტიფიკაციო ნომრად უფიქსირდებათ მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი) და საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შემდგომ იწყებენ (ახორციელებენ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას და აღნიშნულის საფუძველზე ცვლილებები შეაქვთ საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში, ენიჭებათ ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ზემოაღნიშნული წესით დაფიქსირებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი ექვემდებარება გაუქმებას;“.
დ) ,,ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომანდიტური საზოგადოებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა;“.
ე) ,,ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და თითოეული პარტნიორის წილი საწესდებო კაპიტალში (პროცენ-ტებსა და თანხებში);“.
ვ) ამოღებულ იქნეს ,,ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ზ) ,,ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, ასევე საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების ყოველი ცვლილება საჭიროებს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, რა მიზნითაც საწარმოს, ასევე უცხოური საწარმოს ფილიალის ხელმძღვანელ(ებ)მა კანონით დადგენილი წესით (პროცედურებით) განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით უნდა მიმართონ საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას (ცვლილების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მიზნით გამოიცემა ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება). საგადასახადო ინსპექცია ახდენს ცვლილების რეგისტრაციას შესაბამის სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრის ფორმულარებში შეტანის გზით. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძველს საწარმოს ან/და მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), მათ შორის უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის უარის თქმის თაობაზე, საგადასახადო ინსპექციაში ხორციელდება ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოცემული ინსტრუქციის მე-16 მუხლში. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და საწარმოს ან/და ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;“;
თ) ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ტარდება იმავე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი რეგისტრაციისათვის (ამასთან, რეგისტრაციის განხორციელების მიზნით გამოიცემა უფლებამოსილი პირის ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება). განცხადება ცვლილებების თაობაზე შეიტანება მისი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში, ხოლო დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ინსპექციის რაიონულ განყოფილებაში ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან.“;
ი) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე გასცეს მოთხოვნილ საწარმოზე ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ან მათ ფილიალებზე (წარმომადგენლობებზე) რეესტრის ამონაწერი.
4. სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების ამონაწერი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ფიქსირდება პირის სახელმწიფო (სამეწარმეო) რეგისტრაციისას სახელმწიფო (სამეწარმეო) რეესტრის ფორმულარში (დანართი №28, №29, №30, №31, №32, №33, №34). გარდა ამისა, რეესტრში საწარმოს (მათ შორის ინდივიდუალური საწარმოს) ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) შესახებ არსებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, რეესტრის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მონაცემებს ცვლილებების გათვალისწინებით, მისი გაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.“;
კ) ,,ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლში განხილული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ხორციელდება იმავე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი საგადასახადო აღრიცხვისათვის (ამასთან, რეგისტრა-ციის განხორციელების მიზნით გამოიცემა უფლებამოსილი პირის ინდივდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება). განცხადება ცვლილებების თაობაზე შეიტანება მისი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.“;
ლ) ,,ინსტრუქციის“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გადასახადის გადამხდელთა, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ტარდება მათი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში ან, დადგენილ შემთხვევებში, მის ტერიტორიულ ერთეულებში, საგადასახადო აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. განცხადება ცვლილებების თაობაზე შეიტანება მისი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.“;
მ) ,,ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის (მათ შორის რეორგანიზაციისას ლიკვიდაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის (ფიზიკური პირის შემთხვევაში ასევე – გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის) საფუძველზე საგადასახადო ინსპექციაში კეთდება სათანადო ჩანაწერი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში (აღნიშვნით – ,,ლიკვიდირებულია“ ან ,,ლიკვიდირებულია რეორგანიზაციის საფუძველზე“, ასევე მიეთითება ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი“). აღნიშვნები კეთდება აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის კომპიუტერულ ბაზაში, შესაბამისი პროგრამიდან ამობეჭდილ ფორმებში და გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო (სამეწარმეო)/საგადასახადო რეესტრში. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) შესაბამისი პროცედურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 (ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში – ერთ) სამუშაო დღეს (ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების დღიდან). ამასთან, ინდივიდუალური საწარმოს ლიკვიდაციისას (ფიზიკური პირის გარდაცვალების გარეშე), საგადასახადო ინსპექციის (ან დადგენილ შემთხვევებში მისი ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის) მიერ ინდივიდუალური საწარმო ამოიშლება სამეწარმეო რეესტრიდან (იგულისხმება შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება სამეწარმეო რეესტრში), ხოლო საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი – ,,ინდივიდუალური საწარმო“ შეიცვლება სტატუსით – ფიზიკური პირი;“;
ნ) ინსტრუქციის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების პირობები
1. საგადასახადო ინსპექციის უფროსმა/მოადგილემ, უფლებამოსილმა პირმა გადასახადის გადამხდელის (გარდა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) საგადასახადო აღრიცხვა შეიძლება გააუქმოს გადასახადის გადამხდელის შეცდომით (განმეორებით) საგადასახადო აღრიცხვის (განმეორებით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერის) შემთხვევაში. საგადასახადო აღრიცხვა ასევე უქმდება იმ შემთხვევაში, როცა საადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელი აღარ წარმოადგენს ,,გადასახადის გადამხდელს“ ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით. დარეგისტრირებული აღრიცხვის გაუქმების შესახებ წერილობით ეცნობება გადასახადის გადამხდელს.
2. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საგადასახადო ინსპექციაში, მის ტერიტორიულ ერთეულებში (დადგენილ შემთხვევებში), წერილობით განმარტონ იმ შეცდომით, არასწორად, განმეორებით საიდენტიფიკაციო ნომრის მიღების, ან სხვა გარემოებების შესახებ, რომლებიც ქმნიან საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველს.“;
ო) ამოღებულ იქნეს დანართები №21 და №22;
პ) №13, №17, №20, №23 და №24 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ჟ) ბრძანებას დაემატოს №28, №29, №30, №31, №32, №33, №34 და №35 დანართები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №13
გადასახადის გადამხდელის (გარდა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო
რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადასახადის გადამხდელისა)
საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
1. მარეგისტრირებელი საგადასახადო
ინსპექციის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––
2. გადამხდელის სრული დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა –––––––––––––––––––––––––
4. გადამხდელის ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) ––––––––––––––––––––––––––––––
(ქალაქი, ქუჩა ნომერი, რაიონი, სოფელი)
საფოსტო ინდექსი
5. ინფორმაცია საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) შესახებ
| გვარი | სახელი | საცხოვ-რებელი ადგილი (მისამართი) | მოქალა-ქეობა | პირადობის დამა-დასტურე-ბელი დოკუმენტის სახელწოდება | პირადობის დამადასტუ-რებელი დოკუმენტის ნომერი | პირადი ნომერი | უფლება-მოსილების სახე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
6. ინფორმაცია დამფუძნებლებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
(დამფუძნებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში შეავსეთ აღნიშნული ცხრილი)
|
№ |
გვარი |
სახელი |
მოქალაქეობა | პირადობის დამადასტურე-ბელი დოკუმენტის დასახელება | პირადობის და-მადასტურებელი დოკუმენტის ნომერი | პირადი ნომერი | |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
(დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში შეავსეთ აღნიშნული ცხრილი)
| № | დასახელება | ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა | საიდენტიფი-კაციო ნომერი | ადგილსამ-ყოფელი (მისამართი)
| ქვეყანა | ხელმძღვანელის | |
| გვარი | სახელი | ||||||
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
7. საკონტაქტო მონაცემები
8. გადამხდელის მხრიდან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ----------------------------------------
| ტელაფონი |
|
| ელ-ფოსტა |
|
![]()
![]()
![]()
(რიცხვი, თვე, წელი)
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
9. საიდენტიფიკაციო ნომერი
10. რეგისტრაციის/ცვლილების თარიღი ![]()
![]()
(რიცხვი, თვე, წელი)
|
|
11. პირველადი რეგისტრაცია
|
|
ცვლილების რეგისტრაცია
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
12. საქმიანობის (NACE) სახე
|
|
|
|
|
|
13. საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ---------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
დანართი №17
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და
საგადასახადო რეგისტრაციის
მ ო წ მ ო ბ ა
სერია . . № . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(გადამხდელის სრული დასახელება)
|
|
|
|
|
|
(საიდენტიფიკაციო ნომერი)
ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51 მუხლის შესაბამისად და ჩართულია სამეწარმეო რეესტრში . . . . . . . . .
(რიცხვი, თვე, წელი)
ინდივიდუალური მეწარმისათვის მინიჭებულია საიდენტიფიკაციო ნომერი
(რიცხვი, თვე, წელი)
ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მისამართი)
ინდივიდუალური მეწარმის საცხოვრებელი ადგილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მისამართი)
საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც გადამხდელი იმყოფება
საგადასახადო აღრიცხვაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საგადასახადო ინსპექციის
უფროსი (მოადგილე)
–––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი /ხელმოწერა/
მოწმობის გაცემის თარიღი –––––––––––––––––––––––
დანართი №20
გადასახადის გადამხდელის
საგადასახადო რეგისტრაციის
მ ო წ მ ო ბ ა
სერია . . № . . . . . . . . .
|
|
|
|
|
|
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(გადამხდელის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი)
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილია
. . . . . . . . . . .
(რიცხვი, თვე, წელი)
გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(იურიდიული მისამართი ან ფიზიკური პირის
საცხოვრებელი ადგილი)
საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება
საგადასახადო აღრიცხვაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საგადასახადო ინსპექციის
უფროსი (მოადგილე)
–––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი /ხელმოწერა/
მოწმობის გაცემის თარიღი –––––––––––––––––––––––
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს ენიჭება ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი,
მაშინ საიდენტიფიკაციო ნომრის შესატანი უჯრების პირველ და მეორე უჯრაში შეიტანება აღნიშვნა „X“;
დანართი №23
საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულებისათვის
განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2 – მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები გადასახადის
გადამხდელზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისათვის
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ.სოხუმი | 4,925,001 | 5,072,000 |
| 2 | ქ. გაგრა | 5,072,001 | 5,152,200 |
| 3 | ქ. ტყვარჩელი | 5,152,201 | 5,171,600 |
| 4 | გალის რაონი | 5,171,601 | 5,251,900 |
| 5 | გუდაუთის რაიონი | 5,251,901 | 5,306,900 |
| 6 | გულრიფშის რაიონი | 5,306,901 | 5,364,100 |
| 7 | ოჩამჩირის რაიონი | 5,364,101 | 5,440,600 |
| 8 | აჟარა | 5,520,601 | 5,523,600 |
| II | მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია |
|
|
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია |
|
|
| IV | ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 1 | 194,300 |
|
|
| 943,401 | 1,132,200 |
| 2 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 194,301 | 288,600 |
|
|
| 288,601 | 381,200 |
| 3 | ძველი თბილისის რაიონი | 437,801 | 485,100 |
|
|
| 381,201 | 437,800 |
| 4 | ისანი-სამგორის რაიონი | 602,401 | 814,000 |
|
|
| 814,001 | 943,400 |
| 5 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 485,101 | 602,400 |
|
|
| 1,132,201 | 1,267,000 |
| 6 | დიდგორის რაიონი | 5,440,601 | 5,520,600 |
| V | ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. ბათუმი | 4,538,301 | 4,675,400 |
| 2 | ქედის რაიონი | 4,675,401 | 4,695,100 |
| 3 | შუახევის რაიონი | 4,786,001 | 4,804,700 |
| 4 | ხულოს რაიონი | 4,804,701 | 4,838,100 |
| 5 | ხელვაჩაურის რაიონი | 4,838,101 | 4,925,000 |
| 6 | ქობულეთის რაიონი | 4,695,101 | 4,786,000 |
| VI | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ.ქუთაისი | 1,267,001 | 1,508,000 |
| 2 | ონის რაიონი | 3,797,601 | 3,810,700 |
| 3 | სამტრედიის რაიონი | 3,872,401 | 3,939,200 |
| 4 | საჩხერის რაიონი | 3,939,201 | 3,986,000 |
| 5 | ცაგერის რაიონი | 4,256,901 | 4,272,800 |
| 6 | ხარაგაულის რაიონი | 4,356,701 | 4,385,400 |
| 7 | ხონის რაიონი | 4,495,601 | 4,530,700 |
| 8 | ვანის რაიონი | 2,964,901 | 3,002,400 |
| 9 | ზესტაფონის რაიონი | 3,002,401 | 3,079,700 |
| 10 | თერჯოლის რაიონი | 3,194,501 | 3,238,500 |
| 11 | ლენტეხის რაიონი | 3,406,501 | 3,415,700 |
| 12 | ქ. ჭიათურა | 1,558,901 | 1,628,800 |
| 13 | ქ. ტყიბული | 1,961,701 | 1,998,200 |
| 14 | ქ. წყალტუბო | 2,126,701 | 2,201,400 |
| 15 | ამბროლაურის რაიონი | 2,293,401 | 2,309,800 |
| 16 | ბაღდათის რაიონი | 2,505,201 | 2,535,700 |
| VII | ქ. რუსთვის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. რუსთავი | 1,628,801 | 1,787,300 |
| 2 | წალკის რაიონი | 4,311,901 | 4,356,700 |
| 3 | მარნეულის რაიონი | 3,415,701 | 3,542,800 |
| 4 | დმანისის რაიონი | 2,888,101 | 2,927,300 |
| 5 | ბოლნისის რაიონი | 2,535,701 | 2,610,900 |
| 6 | გარდაბნის რაიონი | 2,651,701 | 2,771,600 |
| 7 | თეთრიწყაროს რაიონი | 3,079,701 | 3,116,500 |
| VIII | ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. ფოთი | 1,508,001 | 1,558,900 |
| 2 | ოზურგეთის რაიონი | 3,705,801 | 3,797,600 |
| 3 | სენაკის რაიონი | 3,986,001 | 4,038,800 |
| 4 | ჩხოროწყუს რაიონი | 4,226,001 | 4,256,900 |
| 5 | წალენჯიხის რაიონი | 4,272,801 | 4,311,900 |
| 6 | ლანჩხუთის რაიონი | 3,364,201 | 3,406,500 |
| 7 | მარტვილის რაიონი | 3,542,801 | 3,589,100 |
| 8 | ქ.ზუგდიდი | 1,998,201 | 2,126,700 |
| 9 | აბაშის რაიონი | 2,243,001 | 2,271,700 |
| 10 | ხობის რაიონი | 4,454,701 | 4,495,600 |
| 11 | ჩოხატაურის რაიონი | 4,199,301 | 4,226,000 |
| 12 | მესტიის რაიონი | 3,589,101 | 3,603,100 |
| IX | ქ. გორის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. გორი | 1,787,301 | 1,961,700 |
| 2 | მცხეთის რაიონი | 3,603,101 | 3,668,300 |
| 3 | ყაზბეგის რაიონი | 4,148,300 | 4,155,400 |
| 4 | დუშეთის რაიონი | 2,931,953 | 2,964,900 |
| 5 | ახალგორის | 2,323,401 | 2,335,100 |
| 6 | თიანეთის რაიონი | 3,238,501 | 3,253,900 |
| 7 | ქარელის რაიონი | 4,088,501 | 4,149,200 |
| 8 | ხაშურის რაიონი | 4,385,401 | 4,454,700 |
| 9 | ჯავის რაიონი | 4,530,701 | 4,538,300 |
| 10 | კასპის რაიონი | 3,253,901 | 3,310,100 |
| 11 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 2,201,401 | 2,243,000 |
| X | ქ. თელავის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | თელავის რაიონი | 3,116,501 | 3,194,500 |
| 2 | საგარეჯოს რაიონი | 3,810,701 | 3,872,400 |
| 3 | სიღნაღის რაიონი | 4,038,801 | 4,088,500 |
| 4 | ლაგოდეხის რაიონი | 3,310,101 | 3,364,200 |
| 5 | გურჯაანის რაიონი | 2,771,601 | 2,851,800 |
| 6 | დედოფლისწყაროს რაიონი | 2,851,801 | 2,888,100 |
| 7 | ყვარლის რაიონი | 4,155,401 | 4,199,300 |
| 8 | ახმეტის რაიონი | 2,461,101 | 2,505,200
|
| XI | ახალციხის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ახალციხის რაიონი | 2,406,501 | 2, 406,100 |
| 2 | ნინოწმინდის რაიონი | 3,668,301 | 3,705,800 |
| 3 | ადიგენის რაიონი | 2,271,701 | 2,293,400 |
| 4 | ასპინძის რაიონი | 2,309,801 | 2,323,400 |
| 5 | ახალქალაქის რაიონი | 2,335,101 | 2,406,500 |
| 6 | ბორჯომის რაიონი | 2,610,901 | 2,651,700 |
დანართი №24
სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის წარმოებაზე და საგადასახადო აღრიცხვაზე უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი კოდები
| I
| აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.სოხუმი | 087 |
| 2 | ქ. გაგარა | 088 |
| 3 | ქ.ტყვარჩელი | 089 |
| 4 | გალის რაონი | 090 |
| 5 | გუდაუთის რაიონი | 091 |
| 6 | გულრიფშის რაიონი | 092 |
| 7 | ოჩამჩირის რაიონი | 093 |
| 8 | აჟარა | 096 |
| II | მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია | 094 |
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია | 095 |
| IV | ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექცია | 011 |
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 001 |
| 2 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 002 |
| 3 | ძველი თბილისის რაიონი | 005 |
| 4 | ისანი-სამგორის რაიონი | 007 |
| 5 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 006 |
| 6 | დიდგორის რაიონი | 012 |
| V | ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.ბათუმი | 081 |
| 2 | ქედის რაიონი | 082 |
| 3 | შუახევის რაიონი | 084 |
| 4 | ხულოს რაიონი | 085 |
| 5 | ხელვაჩაურის რაიონი | 086 |
| 6 | ქობულეთის რაიონი | 083 |
| VI | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.ქუთაისი | 021 |
| 2 | ონის რაიონი | 062 |
| 3 | სამტრედიის რაიონი | 064 |
| 4 | საჩხერის რაიონი | 065 |
| 5 | ცაგერის რაიონი | 073 |
| 6 | ხარაგაულის რაიონი | 076 |
| 7 | ხონის რაიონი | 079 |
| 8 | ვანის რაიონი | 046 |
| 9 | ზესტაფონის რაიონი | 047 |
| 10 | თერჯოლის რაიონი | 050 |
| 11 | ლენტეხის რაიონი | 055 |
| 12 | ქ. ჭიათურა | 023 |
| 13 | ქ. ტყიბული | 026 |
| 14 | ქ. წყალტუბო | 028 |
| 15 | ამბროლაურის რაიონი | 032 |
| 16 | ბაღდათის რაიონი | 038 |
| VII | ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.რუსთავი | 024 |
| 2 | წალკის რაიონი | 075 |
| 3 | მარნეულის რაიონი | 056 |
| 4 | დმანისის რაიონი | 044 |
| 5 | ბოლნისის რაიონი | 039 |
| 6 | გარდაბნის რაიონი | 041 |
| 7 | თეთრიწყაროს რაიონი | 048 |
| VIII | ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.ფოთი | 022 |
| 2 | ოზურგეთის რაიონი | 061 |
| 3 | სენაკის რაიონი | 066 |
| 4 | ჩხოროწყუს რაიონი | 072 |
| 5 | წალენჯიხის რაიონი | 074 |
| 6 | ლანჩხუთის რაიონი | 054 |
| 7 | მარტვილის რაიონი | 057 |
| 8 | ქ.ზუგდიდი | 027 |
| 9 | აბაშის რაიონი | 030 |
| 10 | ხობის რაიონი | 078 |
| 11 | ჩოხატაურის რაიონი | 071 |
| 12 | მესტიის რაიონი | 058 |
| IX | ქ. გორის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.გორი | 025 |
| 2 | მცხეთის რაიონი | 059 |
| 3 | ყაზბეგის რაიონი | 069 |
| 4 | დუშეთის რაიონი | 045 |
| 5 | ახალგორის | 034 |
| 6 | თიანეთის რაიონი | 051 |
| 7 | ქარელის რაიონი | 068 |
| 8 | ხაშურის რაიონი | 077 |
| 9 | ჯავის რაიონი | 080 |
| 10 | კასპის რაიონი | 052 |
| 11 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 029 |
| X | ქ. თელავის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ.თელავი რაიონი | 049 |
| 2 | საგარეჯოს რაიონი | 063 |
| 3 | სიღნაღის რაიონი | 067 |
| 4 | ლაგოდეხის რაიონი | 053 |
| 5 | გურჯაანის რაიონი | 042 |
| 6 | დედოფლისწყაროს რაიონი | 043 |
| 7 | ყვარელის რაიონი | 070 |
| 8 | ახმეტის რაიონი | 037 |
| XI | ახალციხის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ახალციხის რაიონი | 036 |
| 2 | ნინოწმინდის რაიონი | 060 |
| 3 | ადიგენის რაიონი | 031 |
| 4 | ასპინძის რაიონი | 033 |
| 5 | ახალქალაქის რაიონი | 035 |
| 6 | ბორჯომის რაიონი | 040 |







უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები