,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 02/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.709
  • Word
963
02/08/2007
სსმ, 109, 02/08/2007
200.250.000.22.033.010.709
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.709

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №963

2007 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ფ“ ქვეპუნქტი თანდართული რედაქციით:

,,ფ) ,,საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების შესახებ განცხადება“ (დანართი №21).“;

ბ) ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს ფიზიკური პირის მიერ გასატან საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ ექვემდებარება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ით დეკლარირებას).“;

გ) ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების მიზნით საქართველოს საწარმო (მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, შემოსავლების სამსა-ხურს მიმართავს განცხადებით (დანართი №21). არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში განმცხადებელს ეცნობება მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების მიზნით დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა განმცხადებელს ან განმცხადებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას. იმ შემთხვევაში, როცა განცხადების რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოში არ იქნება დადგენილი წესით დარეგისტრირებული საქართველოს საწარმოს (მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვება ავტომატურად უქმდება.“;

დ) ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-2 მუხლს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) გადამისამართება – იმპორტიორის (საქონლის მიმღების) შეცვლა.“;

ე) ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო- საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-6 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების მიზნით საქართველოს საწარმო (მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (დანართი №21). არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში განმცხადებელს ეცნობება მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების მიზნით დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა განმცხადებელს ან განმცხადებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას. იმ შემთხვევაში, როცა განცხადების რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოში არ იქნება დადგენილი წესით დარეგისტრირებული საქართველოს საწარმოს (მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვება ავტომატურად უქმდება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დანართი №21

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახურს

საწარმოს დირექტორის ან მეწარმე ფიზიკური პირის:

(წარმომადგენლის)                     _______________________________________

                                                       _______________________________________

                                                     _______________________________________

                      ტელეფონი/ფაქსი _______________________________________

განცხადება

საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვების   შესახებ

გთხოვთ, უზრუნველყოთ საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემაში დაშვება.

იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება საბაჟო დეკლარაცია

ფიზიკური პირის სახელი, გვარი: __________________________________________

მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი:

___________________________________________________________________________

მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი:

(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ აღნიშნული მონაცემები)

დეკლარანტი:

o  უშუალო

o პირდაპირი წარმომადგენელი

o ირიბი წარმომადგენელი

დანართი:

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი ( გვ.)

საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა ( გვ.)

წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარედგინება ი შემთხვევაში, როცა განმცხადებელია საწარმოს ან მეწარმე ფიზიკური პირის წარმომადგენელი) ( გვ.)

                              განმცხადებლის ხელმოწერა:

                              თარიღი