დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 22/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.10.003.000.973 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისთვის, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისათვის (შემდგომში – საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები).“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სადაზღვევო ვაუჩერი მიეცემათ დამზღვევებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამის მონაცემთა ბაზაში ან რომელთა შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარგენილი დოკუმენტებით ან რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დამზღვევი – საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებისა და იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-10 მუხლს დაემატოს 11 და 12 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. 2008 წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლის გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული დამზღვევის ცნებაში გაერთიანებული ყველა სხვა პირის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 2008 წლის 25 თებერვალი.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სადაზღვევო ვაუჩერების დარიგებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების მონაცემთა ბაზის სამინისტროში წარდგენის ვადები.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-10 მუხლს დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტრო 2008 წლის იანვრისა და თებერვლისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) შესაბამის თანხას სადაზღვევო ორგანიზაციას ერთდროულად გადაურიცხავს არა უგვიანეს 2008 წლის 15 მარტისა.
6. 2008 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღმზრდელის მიერ ნებაყოფლობითი ან შემთხვევითი განაწილების გზით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების სადაზღვევო პერიოდის დაწყების დროდ განისაზღვროს 2008 წლის 1 მარტის 24.00 საათი, ხოლო დასრულების დროდ – 2008 წლის 31 დეკემბრის 24.00 საათი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები