„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 27/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.786
  • Word
1023
24/08/2007
სსმ, 121, 27/08/2007
200.250.000.22.033.010.786
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.786

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1023

2007 წლის 24 აგვისტო

 ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის ,დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის   20 დეკემბრის 1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრა­ციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლა­რაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანე­ბით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2342) დამ­ტკი­ცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატო­რების“ (დანართი 18) მე-13 ნაწილში („საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობებისა (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული) და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკა­ტორი“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ (და­­ნართი 18) მე-13 ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროე­ბითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგი­ლების კლასიფიკატორი.“.

ბ) „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ (დანართი 18) მე-13 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროე­­ბითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურუ­ლი), უბაჟო ვაჭრობის პუნქტების კლასიფიკატორი მტკიც­­დება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შე­მოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხად­დება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრა­ციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ალექსიშვილი