დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 22/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.000.10.003.000.975 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ო“, „ო1 “ და „ო2 “ პუნქტები;
ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;
ზ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
თ) პროტოკოლის დეპარტამენტი;
ი) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;
კ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები