დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1055 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 17/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.835 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.835
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1055
2007 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში (სსმ III, 27.03.07 წ., №41, მუხ. 473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართები №8, №9, №10 და №25 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაციით;
2. ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო რეგისტრაციაზე (ცვლილების რეგისტრაციაზე) უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ მონაცემებს;
ბ) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;
გ) არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;
დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;
ე) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;
ვ) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
ზ) განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;
თ) კომანდიტურ საზოგადოებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” – ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვას, თუ:
თ.ა) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში არ არის მითითებული ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის ოდენობა;
თ.ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი;
ი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ – ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვათ, თუ:
ი.ა) არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;
ი.ბ) არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ ინსტრუქციაში მოცემული მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №8
სამეწარმეო რეესტრის ფორმულარი (სამეწარმეო რეესტრი)
უცხოური საწარმოს ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის)
| რიგითი ნომერი | უცხოური საწარმოს ფილიალის საფირმო სახელწოდება | ადგილსამყოფელი (მისამართი) | რეგისტრაციის (საიდენტიფიკაციო) ნომერი | რეგისტრაციის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | მონაცემები უცხოური საწარმოს (ფილიალის დამფუძნებელი სათავო საწარმოს) შესახებ | უცხოური საწარმოს ფილიალის ხელმძღვანელ(ებ)ის შესახებ | ხელმძღვანელობითი (წარმომადგენლობითი) უფლებამოსილი პირი | სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები) | შენიშვნა | ||
| დასახელება | ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი)
| სახელი, გვარი | საცხოვრებელი ადგილი (მისამართი)
| ||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №9
სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის და
მათი ფილიალებისათვის (წარმომადგენლობებისათვის)
(მათ შორის უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ფილიალებისათვის (წარმომადგენლობებისათვის))
| რიგითი ნომერი | იურიდიული პირის (ფილიალის) სახელწოდება | ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) | რეგისტრაციის (საიდენტიფიკაციო) ნომერი | რეგისტრაციის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | იურიდიული პირის (ფილიალის) საქმიანობის მიზანი | ინფორმაცია დამფუძნებლების (ფიზიკური და იურიდიული პირების) შესახებ | ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა შესახებ | ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ | შენიშვნა | |||||
| დამფუძნებელი იურიდიული პირ(ებ)ი | დამფუძნებელი ფიზიკური პირ(ებ)ი | სახელი, გვარი | საცხოვრებელი ადგილი (მისამართი)
| სახელი, გვარი |
საცხოვრებელი ადგილი (მისამართი)
| |||||||||
| იურიდიული პირის სრული სახელწოდება |
ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი)
| სახელი, გვარი | საცხოვრებელი ადგილი (მისამართი)
| |||||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

დანართი №25
გადასახადის გადამხდელის, ასევე ფილიალის (წარმომადგენლობის) სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები
1. ინდივიდუალური მეწარმე – 01
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 02
3. კოოპერატივი – 03
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 04
5. სააქციო საზოგადოება – 05
6. კომანდიტური საზოგადოება – 06
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 07
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) – 08
9. სახელმწიფო ორგანოები – 09
10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 10
11. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფილიალი (წარმომადგენლობა) – 11
12. უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) – 12
13. ამხანაგობა (რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განიხილება ,,საწარმოდ”) – 13
14. უცხოური, დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციები – 14
15. პოლიტიკური ორგანიზაციები – 15
16. ფიზიკური პირები – 16
17. უცხოური საწარმო – 18
18. არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება – 19
19. უცხოური ორგანიზაცია – 20
20. უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) – 21
21. კოოპერატივის ფილიალი (წარმომადგენლობა) – 22
22. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფილიალი (წარმომადგენლობა) – 23
23. სააქციო საზოგადოების ფილიალი (წარმომადგენლობა) – 24
24. კომანდიტური საზოგადოების ფილიალი (წარმომადგენლობა) – 25
25. უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) – 26
26. უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) – 27
27. სხვა ფორმები, რომლებიც არ არიან მითითებულები 1-26 პუნქტებში – 17


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები