,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 25/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.010.846
  • Word
1230
21/09/2007
სსმ, 133, 25/09/2007
140.010.000.22.034.010.846
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.010.846

საქართველოს შინაგან საქმეთა

 მინისტრის ბრძანება №1230

2007 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის                   2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებით (სსმ III, 28.02.2006წ., №27, მუხ.335) დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს ფინანსურ უზრუნველყოფას; ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს გარდა); სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის (ასევე გეგმის კორექტირების) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენამდე სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად წარდგენას.“.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №1070 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი