დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 04/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.22.034.010.863 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.010.863
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1257
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 27-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არასრულყოფილი ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერის ან მისი არარსებობის შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაცია.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს 457 და 458 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 457 .
საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში პირდაპირ რეჟიმში აისახება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (ან ფილიალების) ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერი, რომელიც უთანაბრდება საგადასახადო ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს.
მუხლი 45 8 .
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას 457 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები