დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 23/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.007 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.00.22.033.011.007
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1161
2007 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხლი 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდება პირადი სარგებლობის ნივთები, კერძოდ, ნივთები, რომლის შემოტანა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ, არარეგულარულად და რომლის მახასიათებლები და რაოდენობა მიუთითებს, რომ ნივთები განკუთვნილია მიმღების, ან მისი გადამაადგილებელი ფიზიკური პირის პირადი ან მისი ოჯახის წევრთა სარგებლობისთვის.“;
ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ ვალდებულმა პირმა რამდენიმე საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე წარმოშობილი/წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარადგინა 800 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში ან მეტი ოდენობის გარანტია, აღნიშნული გარანტია ჩაითვალოს წარდგენილი საგარანტიო თანხის განუსაზღვრელი (ულიმიტო) ოდენობის საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები