დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 06/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.010.010.22.027.011.058 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.011.058
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №342
2007 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ. №81, მუხ. 725) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების (დანართი №1):
ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;
ბ) უფლებამოსილია დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და სასამართლო აღმასრულებლებს მისცეს დავალებები და მითითებები;
გ) წყვეტს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ე) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს;
ვ) უშუალო კოორდინაციას უწევს სააღსრულებო პოლიციისა და საგამოძიებო სამმართველოების მუშაობას;
ზ) იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააღსრულებო დეპარტამენტის, ადგილობრივი ბიუროების და პოლიციის განყოფილებების თანამშრომლების კანდიდატურებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.“;
ბ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. სააღსრულებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებას და იურიდიული განყოფილების საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
2. აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“;
დ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებას, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილებას, საერთო განყოფილებასა და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
2. დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარ-მოების სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“;
ე) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას.
2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას უფლებამოსილია დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს, სასამართლო აღმასრულებლებს ან, შესაბამისად, სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლებს მისცეს დავალებები და მითითებები.
3. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პირის წინაშე.“;
ვ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება, კომპეტენცია და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“;
თ) მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;“;
ი) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20.
სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება:
ა) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.“;
კ) დებულების 203 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2 საგამოძიებო სამმართველო უშუალოდ ემორჩილება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის დებულების (დანართი №2):
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო
1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენ-ტის სტრუქტურულ ერთეულს და შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამმართველო უშუალოდ ემორჩილება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“;
ბ) მე-8 მუხლს შემდეგ დაემატოს 81 მუხლი:
„მუხლი 81. სამმართველოს თანამდებობის პირთა სამუშაოს აღწერილობა
სამმართველოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება, კომპე-ტენცია და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზ-ღვრება სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი თ. ბურჯალიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები