დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.011.158 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1234
2007 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში (სსმ III, 27.03.07, №41, მუხლი 473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
თ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“.
2. ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე გადასვლისას (აყვანისას), გადასახადის გადამხდელზე გაცემული სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობები ბარდება პირველად საგადასახადო ინსპექციას (მოთავსდება გადამხდელის საქმეში), ხოლო ახალი მოწმობა გაიცემა სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე ამყვანი საგადასახადო ინსპექციის მიერ. სახელმწიფო (სამეწარმეო)/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის ადგილის მონაცემების ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადების ფორმა გადასახადის გადამხდელის მიერ (გარდა ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა) წარედგინება (შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ცენტრალურ კომპიუტერულ ბაზაში სათანადო ცვლილების განხორციელების შემდეგ) იმ საგადასახადო ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი გადადის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე, რომელიც ახორციელებს ცვლილებების ფაქტების დადგენილი წესით რეგისტრაციას.“;
გ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:
,,7. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანის საფუძველს (როცა იცვლება მისი საცხოვრებელი ადგილი) წარმოადგენს ამავე პირის მიერ შესაბამის (ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში (გაანგარიშებაში) მითითებული ახალი მისამართი (საცხოვრებელი ადგილი). გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის შეცვლა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქმედი საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხდება ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილება ხორციელდება აღნიშნული ინსპექციის მიერ, საგადასახადო დეკლარაციაში (გაანგარიშებაში) მითითებული მონაცემების საფუძველზე.
8. იმ შემთხვევაში, როცა დგინდება გადასახადის გადამხდელის შეცდომით (განმეორებით) სხვა საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის (საიდენტიფიკაციო ნომრის განმეორებით მინიჭების) ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგი პირობების და პროცედურების დაცვით:
ა) თუ გადასახადის გადამხდელი ფაქტობრივად საქმიანობს შეცდომით (განმეორებით) განხორციე-ლებული სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე (რაც დასტურდება გადამხდელის წერილობითი განცხადებით), მაშინ მისი პირველადი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ექვემდებარება გადატანას მისი ფაქტობრივი საქმიანობის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში, რომელიც ახორციელებს გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანას, დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ამავე ინსპექციის მიერ ხორციელდება შეცდომით (განმეორებით) განხორციელებული სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი წერილობით აფიქსირებს, რომ იგი საქმიანობას აგრძელებს პირველადი სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ფიქსირებული ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით, მისი შეცდომით (განმეორებით) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ექვემდებარება გადატანას მისი პირველადი რეგისტრაციის/აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში, რომელიც ახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირველადი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, ხოლო შეცდომით (განმეორებით) განხორციელებული სახელმწიფო და/ან საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ექვემდებარება გაუქმებას.
9. თუ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (როგორც ფიზიკური პირი) და იგი შემდგომში აპირებს დააფუძნოს ინდივიდუალური საწარმო, რომლის ადგილ-მდებარეობა (იურიდიული მისამართი):
ა) ემთხვევა ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას, მის მიერ დაფუძნებული ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციას (სამეწარმეო რეესტრში შეტანას), დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს იგივე საგადასახადო ორგანო. სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში შეტანა ხორციელდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით;
ბ) არ ემთხვევა ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას, ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრში შეტანა) ხორციელდება საქმიანობის ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვაზე გადმოყვანის შემდეგ. სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში შეტანა ხორციელდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით“.
3. №23 და №24 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №23
საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულებისათვის
განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2 _ მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები
გადასახადის გადამხდელზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისათვის
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ.სოხუმი | 4,925,001 | 5,072,000 |
| 2 | ქ. გაგრა | 5,072,001 | 5,152,200 |
| 3 | ქ. ტყვარჩელი | 5,152,201 | 5,171,600 |
| 4 | გალის რაონი | 5,171,601 | 5,251,900 |
| 5 | გუდაუთის რაიონი | 5,251,901 | 5,306,900 |
| 6 | გულრიფშის რაიონი | 5,306,901 | 5,364,100 |
| 7 | ოჩამჩირის რაიონი | 5,364,101 | 5,440,600 |
| 8 | აჟარა | 5,520,601 | 5,523,600 |
| II | მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| III | ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 1 | 194,300 |
|
|
| 943,401 | 1,132,200 |
| 2 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 194,301 | 288,600 |
|
|
| 288,601 | 381,200 |
| 3 | ძველი თბილისის რაიონი | 437,801 | 485,100 |
|
|
| 381,201 | 437,800 |
| 4 | ისანი-სამგორის რაიონი | 602,401 | 814,000 |
|
|
| 814,001 | 943,400 |
| 5 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 485,101 | 602,400 |
|
|
| 1,132,201 | 1,267,000 |
| 6 | დიდგორის რაიონი | 5,440,601 | 5,520,600 |
| IV | ბათუმის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. ბათუმი | 4,538,301 | 4,675,400 |
| 2 | ქედის რაიონი | 4,675,401 | 4,695,100 |
| 3 | შუახევის რაიონი | 4,786,001 | 4,804,700 |
| 4 | ხულოს რაიონი | 4,804,701 | 4,838,100 |
| 5 | ხელვაჩაურის რაიონი | 4,838,101 | 4,925,000 |
| 6 | ქობულეთის რაიონი | 4,695,101 | 4,786,000 |
| V | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. ქუთაისი | 1,267,001 | 1,508,000 |
| 2 | ონის რაიონი | 3,797,601 | 3,810,700 |
| 3 | სამტრედიის რაიონი | 3,872,401 | 3,939,200 |
| 4 | საჩხერის რაიონი | 3,939,201 | 3,986,000 |
| 5 | ცაგერის რაიონი | 4,256,901 | 4,272,800 |
| 6 | ხარაგაულის რაიონი | 4,356,701 | 4,385,400 |
| 7 | ხონის რაიონი | 4,495,601 | 4,530,700 |
| 8 | ვანის რაიონი | 2,964,901 | 3,002,400 |
| 9 | ზესტაფონის რაიონი | 3,002,401 | 3,079,700 |
| 10 | თერჯოლის რაიონი | 3,194,501 | 3,238,500 |
| 11 | ლენტეხის რაიონი | 3,406,501 | 3,415,700 |
| 12 | ქ. ჭიათურა | 1,558,901 | 1,628,800 |
| 13 | ქ. ტყიბული | 1,961,701 | 1,998,200 |
| 14 | ქ. წყალტუბო | 2,126,701 | 2,201,400 |
| 15 | ამბროლაურის რაიონი | 2,293,401 | 2,309,800 |
| 16 | ბაღდათის რაიონი | 2,505,201 | 2,535,700 |
| VI | რუსთავის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. რუსთავი | 1,628,801 | 1,787,300 |
| 2 | წალკის რაიონი | 4,311,901 | 4,356,700 |
| 3 | მარნეულის რაიონი | 3,415,701 | 3,542,800 |
| 4 | დმანისის რაიონი | 2,888,101 | 2,927,300 |
| 5 | ბოლნისის რაიონი | 2,535,701 | 2,610,900 |
| 6 | გარდაბნის რაიონი | 2,651,701 | 2,771,600 |
| 7 | თეთრიწყაროს რაიონი | 3,079,701 | 3,116,500 |
| VII | ფოთის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. ფოთი | 1,508,001 | 1,558,900 |
| 2 | ოზურგეთის რაიონი | 3,705,801 | 3,797,600 |
| 3 | სენაკის რაიონი | 3,986,001 | 4,038,800 |
| 4 | ჩხოროწყუს რაიონი | 4,226,001 | 4,256,900 |
| 5 | წალენჯიხის რაიონი | 4,272,801 | 4,311,900 |
| 6 | ლანჩხუთის რაიონი | 3,364,201 | 3,406,500 |
| 7 | მარტვილის რაიონი | 3,542,801 | 3,589,100 |
| 8 | ქ. ზუგდიდი | 1,998,201 | 2,126,700 |
| 9 | აბაშის რაიონი | 2,243,001 | 2,271,700 |
| 10 | ხობის რაიონი | 4,454,701 | 4,495,600 |
| 11 | ჩოხატაურის რაიონი | 4,199,301 | 4,226,000 |
| 12 | მესტიის რაიონი | 3,589,101 | 3,603,100 |
| VIII | გორის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. გორი | 1,787,301 | 1,961,700 |
| 2 | მცხეთის რაიონი | 3,603,101 | 3,668,300 |
| 3 | ყაზბეგის რაიონი | 4,148,300 | 4,155,400 |
| 4 | დუშეთის რაიონი | 2,931,953 | 2,964,900 |
| 5 | ახალგორის რაიონი | 2,323,401 | 2,335,100 |
| 6 | თიანეთის რაიონი | 3,238,501 | 3,253,900 |
| 7 | ქარელის რაიონი | 4,088,501 | 4,149,200 |
| 8 | ხაშურის რაიონი | 4,385,401 | 4,454,700 |
| 9 | ჯავის რაიონი | 4,530,701 | 4,538,300 |
| 10 | კასპის რაიონი | 3,253,901 | 3,310,100 |
| 11 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 2,201,401 | 2,243,000 |
| IX | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | თელავის რაიონი | 3,116,501 | 3,194,500 |
| 2 | საგარეჯოს რაიონი | 3,810,701 | 3,872,400 |
| 3 | სიღნაღის რაიონი | 4,038,801 | 4,088,500 |
| 4 | ლაგოდეხის რაიონი | 3,310,101 | 3,364,200 |
| 5 | გურჯაანის რაიონი | 2,771,601 | 2,851,800 |
| 6 | დედოფლისწყაროს რაიონი | 2,851,801 | 2,888,100 |
| 7 | ყვარლის რაიონი | 4,155,401 | 4,199,300 |
| 8 | ახმეტის რაიონი | 2,461,101 | 2,505,200 |
| X | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ახალციხის რაიონი | 2,406,501 | 2,461,100 |
| 2 | ნინოწმინდის რაიონი | 3,668,301 | 3,705,800 |
| 3 | ადიგენის რაიონი | 2,271,701 | 2,293,400 |
| 4 | ასპინძის რაიონი | 2,309,801 | 2,323,400 |
| 5 | ახალქალაქის რაიონი | 2,335,101 | 2,406,500 |
| 6 | ბორჯომის რაიონი | 2,610,901 | 2,651,700 |
დანართი №24
სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის წარმოებაზე და საგადასახადო
აღრიცხვაზე უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული
ერთეულების შესაბამისი კოდები
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. სოხუმი | 087 |
| 2 | ქ. გაგრა | 088 |
| 3 | ქ.ტყვარჩელი | 089 |
| 4 | გალის რაონი | 090 |
| 5 | გუდაუთის რაიონი | 091 |
| 6 | გულრიფშის რაიონი | 092 |
| 7 | ოჩამჩირის რაიონი | 093 |
| 8 | აჟარა | 096 |
| II | მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია | 094 |
| III | ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია | 011 |
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 001 |
| 2 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 002 |
| 3 | ძველი თბილისის რაიონი | 005 |
| 4 | ისანი-სამგორის რაიონი | 007 |
| 5 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 006 |
| 6 | დიდგორის რაიონი | 012 |
| IV | ბათუმის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. ბათუმი | 081 |
| 2 | ქედის რაიონი | 082 |
| 3 | შუახევის რაიონი | 084 |
| 4 | ხულოს რაიონი | 085 |
| 5 | ხელვაჩაურის რაიონი | 086 |
| 6 | ქობულეთის რაიონი | 083 |
| V | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. ქუთაისი | 021 |
| 2 | ონის რაიონი | 062 |
| 3 | სამტრედიის რაიონი | 064 |
| 4 | საჩხერის რაიონი | 065 |
| 5 | ცაგერის რაიონი | 073 |
| 6 | ხარაგაულის რაიონი | 076 |
| 7 | ხონის რაიონი | 079 |
| 8 | ვანის რაიონი | 046 |
| 9 | ზესტაფონის რაიონი | 047 |
| 10 | თერჯოლის რაიონი | 050 |
| 11 | ლენტეხის რაიონი | 055 |
| 12 | ქ. ჭიათურა | 023 |
| 13 | ქ. ტყიბული | 026 |
| 14 | ქ. წყალტუბო | 028 |
| 15 | ამბროლაურის რაიონი | 032 |
| 16 | ბაღდათის რაიონი | 038 |
| VI | რუსთავის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. რუსთავი | 024 |
| 2 | წალკის რაიონი | 075 |
| 3 | მარნეულის რაიონი | 056 |
| 4 | დმანისის რაიონი | 044 |
| 5 | ბოლნისის რაიონი | 039 |
| 6 | გარდაბნის რაიონი | 041 |
| 7 | თეთრიწყაროს რაიონი | 048 |
| VII | ფოთის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. ფოთი | 022 |
| 2 | ოზურგეთის რაიონი | 061 |
| 3 | სენაკის რაიონი | 066 |
| 4 | ჩხოროწყუს რაიონი | 072 |
| 5 | წალენჯიხის რაიონი | 074 |
| 6 | ლანჩხუთის რაიონი | 054 |
| 7 | მარტვილის რაიონი | 057 |
| 8 | ქ. ზუგდიდი | 027 |
| 9 | აბაშის რაიონი | 030 |
| 10 | ხობის რაიონი | 078 |
| 11 | ჩოხატაურის რაიონი | 071 |
| 12 | მესტიის რაიონი | 058 |
| VIII | გორის საგადასახადო ინსპექცია |
|
| 1 | ქ. გორი | 025 |
| 2 | მცხეთის რაიონი | 059 |
| 3 | ყაზბეგის რაიონი | 069 |
| 4 | დუშეთის რაიონი | 045 |
| 5 | ახალგორის რაიონი | 034 |
| 6 | თიანეთის რაიონი | 051 |
| 7 | ქარელის რაიონი | 068 |
| 8 | ხაშურის რაიონი | 077 |
| 9 | ჯავის რაიონი | 080 |
| 10 | კასპის რაიონი | 052 |
| 11 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 029 |
| IX | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
| 1 | თელავის რაიონი | 049 |
| 2 | საგარეჯოს რაიონი | 063 |
| 3 | სიღნაღის რაიონი | 067 |
| 4 | ლაგოდეხის რაიონი | 053 |
| 5 | გურჯაანის რაიონი | 042 |
| 6 | დედოფლისწყაროს რაიონი | 043 |
| 7 | ყვარლის რაიონი | 070 |
| 8 | ახმეტის რაიონი | 037 |
| X | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
| 1 | ახალციხის რაიონი | 036 |
| 2 | ნინოწმინდის რაიონი | 060 |
| 3 | ადიგენის რაიონი | 031 |
| 4 | ასპინძის რაიონი | 033 |
| 5 | ახალქალაქის რაიონი | 035 |
| 6 | ბორჯომის რაიონი | 040 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები