დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 178, 17/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.229 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.229
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1292
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მიღების შემთხვევაში:
ე.ა) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) – საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 50 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 25 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 200 000 და არა უმეტეს 5 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;
ე.ბ) ღია დროებითი შენახვის საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) – ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 30 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 15 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 150 000 და არა უმეტეს 3 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;
ე.გ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) – იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება), გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 20 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 200 000 და არა უმეტეს 5 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;
ე.დ) ღია დროებითი შენახვის საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) – იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება), გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, არანაკლებ 150 000 და არა უმეტეს 3 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით;
ე.ე) დახურული საბაჟო საწყობის და დახურული დროებითი შენახვის საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) – საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 და არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება), გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 და არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;
ე.ვ) ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის), რომლის საწყობში განთავსდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები, საგარანტიო თანხა სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 10 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;“;
ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ვალდებულ პირს გააჩნია უფლება ერთი ან რამდენიმე საბაჟო დამუშავების ოპერაციისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილებისთვის წარმოშობილი/წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს, საერთო გარანტია არანაკლებ 800 000 ევროს ოდენობით ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული გარანტია ჩაითვალოს განუსაზღვრელი (ულიმიტო) ოდენობის საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად.“.
მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები