„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 178, 17/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.232
  • Word
1296
17/12/2007
სსმ, 178, 17/12/2007
230.210.000.22.033.011.232
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.232

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1296

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებულ ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №4) და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორში“ (დანართი №15) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

დ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.“;

ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შესაბამის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR-კარნეტის წიგნაკი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით), ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში _ სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს (გარდა საზღვაო ტრანსპორტით გასატანი (კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა, ან იმ საქონლისა, რომლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით), აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს. დროებითი შენახვის საწყობიდან საქონლის ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, დეკლარაციის ნაცვლად გამოიწერება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (გარდა საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი (კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა). მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა), აგრეთვე საქართველოდან ტრანზიტით გასატან იმ საქონელზე, რომლის მიმართ წისმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა დეკლარაციის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს დეკლარაცია.“;

გ) საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი

1. საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტების კლასიფიკატორი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.

2. საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილები

კოდი

სახელწოდება

მისამართი

066

საქართველოს ეროვნული ბანკი

-

067

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

-

068

უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება

-

069

იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების (იმპორტიორის) მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1767 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული საბაჟო გარანტია

-

070

ფოთის საზღვაო ნავსადგური

-

071

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

-

072

სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო სადგური ესაზღვრება საზღვაო ნავსადგურს, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – ამ რკინიგზის სადგურიდან საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიამდე არსებულ სალიანდაგო ტერიტორიაზე.“

-

შენიშვნა: შესაბამისი საბაჟო დოკუმენტების შევსების დროს მიეთითება ნაწილი 13-ის 066-072 კოდების შესაბამის სტრიქონებში აღნიშნული კონკრეტული ორგანიზაციების მისამართები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური