„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 25/12/2007
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 185, 27/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.291
  • Word
159
25/12/2007
სსმ, 185, 27/12/2007
310.150.000.47.052.011.291
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 310.150.070.47.052.011.291

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია

ბრძანებ ა N 159

2007 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები” დამტკიცების თაობაზე” ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N35 ბრძანებით (სსმ. 18.06.2007 წ. N83 მუხ. 900) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები” შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შემდეგ მისი სრული მასა, ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატვირთვები და ტვირთამწეობა არ უნდა აჭარბებდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური დახასიათებით დადგენილ ზღვრებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში არის შეტანილი შესაბამისი ცვლილება და ეს ცვლილება რეგისტრირებულია დადგენილი წესით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს კონსტრუქციაში ცვლილების შეტანა.”

პირველი დანართის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია სატვირთო თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების ძარის ბორტების 500 მმ-ზე მეტად ამაღლება.”;

მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენება საწვავის დამატებითი ავზებისა, რომლებიც სერტიფიცირებულია/დაშვებულია (შემდგომ – სერტიფიცირებულია) მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.”;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაშვებია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში სერტიფიცირებული ბორტული, თვითსაცლელი და სხვა სპეციალიზებული ძარების, ცისტერნის და უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობის დაყენება ურთიერთ სანაცვლოდ”;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე მისი ფუნქციონალური დანიშნულების ცვლილებისას ჯალამბარის, ტვირთამწე ბორტის და დამოუკიდებელი დატვირთვა-განტვირთვის ჰიდრავლიკური ამწის (რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) მოხსნა/დაყენება”;

 ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალებაზე (მათ შორის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სალონში) და მისაბმელებზე მათი ფუნქციონალური დანიშნულების ცვლილებისას სპეციალური მოწყობილობების (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) მოხსნა/დაყენება”;

 ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაკეთება მისი დანიშნულების შეცვლის მიზნით

1. დასაშვებია ერთმოცულობიანი ძარის მქონე სატვირთო ავტოფურგონის გადაკეთება ბორტიან სატვირთო (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებად. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.

2. დასაშვებია სატვირთო (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) ავტოფურგონის გადაკეთება მგზავრთა გადასაყვან, ავტოსატრანსპორტო საშუალებად გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის №36 და №52 წესების შესაბამისად.

 3. დასაშვებია მგზავრთა გადასაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაკეთება სატვირთო (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) ავტოსატრანსპორტო საშუალებად.

 4. დასაშვებია N2, და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კაბინის შეცვლა ან გადაკეთება მასში მძღოლთა საძილე ადგილის მოწყობის მიზნით, შესაბამისი ნორმების დაცვით.”;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ცვლილებების შეტანა ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში მისი სამგზავრო-სატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით

1. დასაშვებია ცვლილებების შეტანა N1, N2, N3, M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) კონსტრუქციაში მათი სამგზავრო-სატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით მძღოლის ჩათვლით.

2. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.”

 თ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ძრავას შეცვლა სხვა ძრავათი

1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა სხვა მოდელის/მარკის ძრავით. შეცვლილი ძრავას მასა 30%-ზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას აღნიშნული პარამეტრისაგან.

2. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების ძრავის შეცვლა სხვა ლიტრაჟის და პარამეტრების ძრავით, რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების უზრუნველყოფით.”

ი) პირველ დანართს დაემატოს მე-14 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა

დასაშვებია გადაკეთებული (მათ შორის რამდენჯერმე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა მისი გადაკეთებამდე (თუ აღნიშნული გადაკეთება განხორციელებულია დადგენილი პირობების დაცვით) არსებულ ან დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ პირვანდელ მდგომარეობამდე დაყვანის მიზნით.”

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. თაქთაქიშვილი