,,ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 28/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.011.299
  • Word
1833
28/12/2007
სსმ, 186, 28/12/2007
360.060.000.22.023.011.299
,,ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.011.299

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1833

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №48 ბრძანებით (სსმ III, 07.02.2006, №16, მუხ. 192) დამტკიცებულ – ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მენეჯმენტის გეგმის 4.3.2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3.2.1. ბუნების მართვადი დაცვის ზონა (საერთო ფართობი 12938.8 ჰა) ადგილმდებარეობა:

ზონის ტერიტორია მოიცავს გორისწყალს, ალფადარასა და ჩაიბულაყის ხეობას, რომლებიც გაჰყურებენ ალაზანს, შავის მთის მასივს, ლეკისწყლის ხეობის ნაწილს – მლაშეწყაროებიდან ბუღამოედნის დაბლობამდე, ვაშლოვანის დიდი ჩრდილისა და პანტიშარას სამხრეთი ფერდობების უფსკრულების მთისწინეთს, ნაგომრების მასივსა და ეშმაკისხევის დასავლეთ ნაწილს ზღვის დონიდან 200-850 მ-ის სიმაღლეზე.

განმარტება:

ზონა წარმოადგენს ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელიც ანთროპოგენური ფაქტორების (გაკაფვა, ჭარბი ძოვება) ზეგავლენის შედეგად ნაწილობრივ სახეცვლილია. ზონა უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას მკაცრად რეგულირებული აქტიური სამენეჯმენტო ქმედებების საშუალებით.

მიზანი:

ზონის ძირითადი მიზანია დაიცვას გენეტიკური მრავალფეროვნება; დაარეგულიროს და მკაცრად გააკონტროლოს გარემოს დაცვის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რათა უზრუნველყოს განახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება.

აღწერა- დასაბუთება:

ზონის ტერიტორია ფართოა. ის ხასიათდება არიდული, ნახევრადარიდული და ზომიერი კონტინენტალური კლიმატით. მისი რელიეფი კომპლექსურია და მოიცავს: მთის მასივებს ვიწრო ეროდირებულ ხეობებით, ფუჭი მიწების ფორმებითა და პატარა ვაკეებით. არსებული მცენარეული საფარი ფლორის მხრივ მეტად მდიდარია: ფოთლოვან ტყეებში, რომლებშიც დომინირებს მუხა- რცხილას ჭალები, გვხვდება Pyrus Sachokiana-ის ენდემური სახეობები, Tulipa Biebersteiniana ტიტის იშვიათი სახეობები. საკმლის ხისა და ღვიის არიდული მეჩხერი ტყეები ამ ზონის დამახასიათებელია; ასევეა მთისწინეთისა და ქვის ქსეროფიტული კომპლექსების უდაბნოს მცენარეულობა, რომელიც წარმოდგენილია ბედლენდებსა“ და უფსკრულებზე (ალესილები).

ეკოსისტემა ინარჩუნებს თვითაღდგენის შესაძლებლობას. ზონის ტერიტორია მოიცავს ცხოველთა ველურ ბუნებაში გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს; ასევე, აღდგენითსა და მკაცი დაცვის ზონებს, რომლებიც ხელს უყობენ იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობების გავრცელების ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას.

განაწესი:

ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია:

● ეკოსისტემისა და მისი კომპონენტების შეცვლა;

● ზიანის მიყენება, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, ნადირობა, თევზჭერა, ნახირის ძოვება, ხეების ჭრა, ტყის გაკაფვა:

● გარემოს დაბინძურება (ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოაქტიური ან ნებისმიერი სხვა სახით, აუდიო და ვიზუალური მყუდროების დარღვევა);

● უცხოური ან ეგზოტიკური ცოცხალი ორგანიზმების შემოშვება და გავრცელება;

● სანადირო და სათევზაო იარაღებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა;

● ვიზიტორთა დარჩენა დაცულ ტერიტორიებზე, გარდა მათთვის სპეციალურად შერჩეული დროისა და ადგილისა (საგანმანათლებლო ბილიკები, თავშესაფარები და სპეციალურად გამოყოფილი ადგილები);

● ვიზიტორთა დიდი რაოდენობით შემოსვლა, რომელთაც გარემოსთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ;

● ტერიტორიებსა და ბუნებრივ რესურსებზე სახელმწიფო მფლობელობის შეცვლა.

ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია:

● არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

● მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება;

● ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება;

● ბუნებრივი რესურსების აქტიური მართვის ღონისძიებების ჩატარების შედეგად მიღებული ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის;

● ვიზიტორთა დაშვება;

● საგანგებო მდგომარეობის დროს (სტიქიური უბედურებები, ანომალიური პროცესები, არაბუნებრივი ხანძრები, კატასტროფები, ა.შ.) ვდტ ადმინისტრაციის პერსონალის მოტორიზებული სახმელეთო, სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება;

● საკადასტრო სამუშაოების ფარგლებში საველე და ფიზიკურ-სადემარკაციო სამუშაოების ჩატარება;

● რეჟიმის დაცვასთან დაკავშიებული ფიზიკური დაცვის, სამაშველო და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

● დტდ-ის თანხმობით ვდტ ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური და სხვა საველე მონაცემების და ინფორმაციის მოპოვება;

● დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობების და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა;

● უმოტორო ტრანსპორტით (ცხენით, ფეხით, ნავით და ა.შ.) გადაადგილება;

● ხანძრის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი ზომების მიღება.“.

2. მენეჯმენტის გეგმის 4.3.2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3.2.3. ტრადიციული გამოყენების ზონა (საერთო ფართობი 8356.2 ჰა) ადგილმდებარეობა:

ზონა მოიცავს ჩიღოელთხევის დასავლეთ ნაწილს, ლეკისწყლის ხეობას მლაშე წყაროებიდან პატარა ოლემდე, დასავლეთ და ჩრდილოეთ საძოვრებს, რომლებიც ესაზღვრება შავ მთას; ალაზნის ჭალების ტყეებს ჯუმასყურემდე, ბუღდალოს საძოვრებამდე.

განმარტება:

ზონა შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის უცვლელი ეკონომიკური ინტერესები ბუნებრივი რესურსების გამოყენების ტრადიციული მეთოდებით.

მიზანი:

მთავარი მიზანია: ბუნების დაცვისა და მისი მონიტორინგის საქმიანობის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების (ბალახოვანი საფარი, მერქანი, წყალი და ა.შ.) მდგრადი გამოყენების საშუალებით, ტრადიციულ თუშურ მეცხვარეობასთან დაკავშირებულ შინაურ ცხოველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება-აღდგენა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ლიმიტირებული დაკმაყოფილება.

აღწერა- დასაბუთება:

ზონის ტერიტორია ხასიათდება მცენარეულობის მრავალფეროვნებით, თუმცა საკმლის ხის კორომები, ლეკისწყლის ხეობის საკმლის ხის კორომები და ნახევრად უდაბნოს ფორმაციები; შავი მთის სტეპები, ბუღდალოს ვაციწვერიანი სტეპები და ალაზნის ლეშამბოიანი ჭალები. ყოველივე ეს არის გადაჭარბებული ძოვების, ტყის უნებართვო ჭრისა და უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური ფორმების უგულვებელყოფის მიზეზები.

მეცხოველეობაში ასეთ ადგილებში ტრადიციულად მიღებულია კამეჩისა და ცხვრის მოშენება. ამჟამად მეკამეჩეობა გამოიყენება მეძროხეობის დამხმარე საქმიანობად. მეცხვარეობა უკეთესად არის განვითარებული. თუმცა ცხვრის ტრადიციული შინაური სახეობა – თუშური“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძვირფასი ნიმუშია, იმყოფება გადაშენების ზღვარზე.

გარეულ ცხოველთა შორის აქ გვხვდება: გარეული ღორი, კურდღელი, ტურა, ნაცრისფერი კაკაბი, გარეული იხვი, ლოქო და სხვა.

ამ ტერიტორიების ნაწილს – ჯუმასყურეს – ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

განაწესი:

ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია:

● არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების ნებისმიერი სახით გამოყენება (ხელყოფა, ზიანის მიყენება, ბუნებრივი რესურსების მოპოვება);

● გარემოს დაბინძურება (ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოაქტიური ან ნებისმიერი სხვა სახით, აუდიო და ვიზუალური მყუდროების დარღვევა);

● უცხო ან ეგზოტიკური ცოცხალი ორგანიზმების შემოშვება და გავრცელება;

● არატრადიციული საქონლის ჯიშების შემოყვანა და გავრცელება ან მათი ადგილობრივ სახეობებთან შეჯვარება;

● მიწათმოქმედება (ხვნა-თესვა) და არატრადიციული სასოფლო-სამეურნეო შენობა ნაგებობების მშენებლობა;

● ტრანსპორტით გადაადგილება პარკის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე;

● დიდი რაოდენობით ვიზიტორთა შემოსვლა;

● დაცულ ტერიტორიებსა და ბუნებრივ რესურსებზე სახელმწიფო მფლობელობის შეცვლა.

ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია:

● მხოლოდ ისტორიულად გამოცდილი საქმიანობების წარმართვა;

● ხანძრის აღსაკვეთად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

● სამაშველო სამუშაოები;

● არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

● მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება;

● ეკოტურიზმისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა დაშვება;

● ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების აღდგენასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება;

● ტრადიციულ თუშურ მეცხვარეობასთან დაკავშირებულ შინაურ ცხოველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება-აღდგენა;

● საკადასტრო სამუშაოების ფარგლებში საველე და ფიზიკურ-სადემარკაციო სამუშაოების ჩატარება;

● რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ფიზიკური დაცვის, სამაშველო და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

● დტდ-ის თანხმობით ვდტ ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური და სხვა საველე მონაცემების და ინფორმაციის მოპოვება;

● დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობების და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა;

● გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი ტრადიციულად შექმნილი შენობა-ნაგებობების მოწყობა და არსებობა;

● ვდტ ადმინისტრაციის კონტროლქვეშ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ლიმიტირებულად დასაკმაყოფილებლად განახლებადი ბუნებრივი რესურსების (ბალახოვანი საფარი, მერქანი, წყალი და ა.შ.) მდგრადი გამოყენება;

● ვდტ ადმინისტრაციის თანხმობით სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილება;

● ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელი ზომების მიღება.“.

3. მენეჯმენტის გეგმის 5.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.7. ჰაბიტატი და სახეობების მენეჯმენტი (რესურსების მართვის ჩათვლით) პოპულაციის რეინტროდუქციისა და აღდგენის პროგრამა

ვეპ-ის ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზანია დეგრადირებული ცენოზისა (საძოვრები, შავი მთის დამწვარი ტყის მასივი) და ამ ტერიტორიებისთვის წარსულში დამახასიათებელი მსხვილი ძუძუმწოვარი სახეობების ( ანტჰერა პარდუს) პოპულაციის აღდგენა.

აღდგენითი ზომების მიღება ხდება არამანიპულაციური მეთოდების საშუალებით, როგორიცაა თვითაღდგენისათვის საჭირო მკაცრი რეჟიმის დაწესება (საძოვრები, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განლაგებული შავი მთის დამწვარი მასივი); ასევე მანიპულაციური მეთოდებით – ხელახალი გავრცელებისთვის საჭირო ზომების მიღებით.

აღდგენითი ღონისძიებები განხორციელდება მოწვეული სპეციალისტების დახმარებით (ადგილობრივი, საერთაშორისო), რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

არამანიპულირებადი აღდგენითი ზომები დაფინანსდება საკუთარი შემოსავლებიდან (მიღებული მოგება, შემოწირულობა) და გრანტებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოპოვებული წყაროებიდან საკონტრაქტო პირობებზე. მანიპულირებადი აღდგენითი ზომები (Gazella subgutturosa and Panthera pardus-ის პოპულაციის აღდგენა) დაფინანსდება მისი მნიშვნელობისა და სიდიდის მიხედვით, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის თანხებითა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით.

ვეპ-ის ადმინისტრაციამ ჩამოაყალიბა ბიომრავალფეროვნების აღდგენის 6-წლიანი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

დაცვის სპეციალური რეჟიმის შემუშავებას (ხელსაყრელს ტყის თვითაღდგენისთვის) შავი მთის დამწვარი ტყის მასივში;

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული დეგრადირებული (ეროზირებული) საძოვრების განცალკევებას და ამ მიდამოებში თვითაღდგენისთვის ხელსაყრელი რეჟიმის შექმნას;

ჯეირანის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღსადგენად წინასწარი სამუშაოების განხორციელებას;

ჯეირანის თავიდან გავრცელებას;

Panthera pardus-ის პოპულაციის აღსადგენად წინასწარი სამუშაოების განხორციელებას;

Panthera pardus-ის აღსადგენად.

ბუნებრივი რესურსების გამოყენება

ვაშლოვანის განახლებადი ბუნებრივი რესურსების დარეგულირება (საძოვრები, ტყის მასალა, შეშა, წყალი, თევზი) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. მენეჯმენტის გეგმა მომავალი 6 წლის მანძილზე ითვალისწინებს შემდეგ ქმედებებს:

საძოვრების მართვა

მენეჯმენტის მიზნებისა და ჰაბიტატის მდგომარეობის გათვალისწინებით, საძოვრებში უნდა ჩაერთოს ნათლის წყლის ხეობები, ჩიღოელთხევი და იმდეასხევი, შავი მთის შემოგარენი (დროებით, ფერმერების გაყვანამდე), ალაზნის ჭალის გასწვრივ ტერიტორია, ტახისწყლის, ალფადარასა და ჩაიბულაკის ზემოდინებები (დროებით, ფერმერების გაყვანამდე), მილები და ვიწრო ხეობა. მათი გამოყენების ვადებია შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული – მაისამდე. საძოვრების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს მთელი წლის განმავლობაში.

საქონლის მაქსიმალური სიმჭიდროვე თითოეულ ჰექტარზე არის: 3 ცხვარი, 1 ძროხა, 1 ცხენი. საძოვრების გამოყენების უფლება და წესები განსაზღვრულია საიჯარო ხელშეკრულებით, რომელსაც პარკის ადმინისტრაცია გასცემს კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები სისტემატური კონტროლის ქვეშაა რესურსების მართვისა და საკონტრაქტო ურთიერთობების სპეციალისტის მიერ. საძოვრების მენეჯმენტის ზემოთ აღწერილი განაწესი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შემუშავებული საძოვრების მენეჯმენტის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს.

შეშის მოპოვება

შეშის მოპოვება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მოხდება მხოლოდ შემოდგომასა და ზამთარში ელდარის ხეობის გასწვრივ აღკვეთილ ზონაში მდებარე მილებისა და ვიწრო ხეობებში (მანამ, სანამ მოხდება ფერმერების გაყვანა), ლეკისწყალში, ჩიღოელთხევისა და შავი მთის ფერდობებზე, ალფადარას ხეობაში, ტრადიციულ ზონაში მდებარე ტახისწყალსა და ჩაიბულაყში. შეშა მიეცემათ იმ ფერმერებს, რომლებიც მუშაობენ ვეპის შიგნით და მასთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე, ასევე სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში, რომლებიც მდებარეობენ სოფლებში საბათლო, ქვემოქედი და კასრისწყალი; შეშა გამოიყენება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც.

შეშის გაცემის უფლებას იძლევა ადმინისტრაცია, სადაც ფიქსირდება რაოდენობა, ფასი, თარიღი და სხვა მოთხოვნები. წარმოებისა და კონტროლის შესახებ წესებს ახორციელებს რესურსების მართვის სპეციალისტი და რეინჯერების სამსახური. გასაცემი შეშის რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება რესურსების მართვის სპეციალისტის მიერ, არა უმეტეს 4 მ3-ისა თითოეულ ფერმაზე; სოფელ ქვემოქედს შეშა მიეწოდება საბავშვო ბაღებისა და უსახსრო ადამიანებისთვის – მთლიანობაში არა უმეტეს 30 მ3-ისა. სოფელ კასრისწყალს – მხოლოდ საბავშვო ბაღებისა და უსახსრო ადამიანებისთვის, არა უმეტეს 30 მ3-ისა; სოფელ საბათლოს (აკაციის პლანტაციის და ჭალაში ხმელის მოგროვებით) – 300 მ3; სასაზღვრო პუნქტებს – 15-25 მ ხის მასალა (ვაზის საყრდენები, სვეტები) მზადდება ალაზნის ჭალის ტერიტორიაზე (ალმალაოს ყურეში) შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში. ყოველწლიურად გაიჭრება აკაციის პლანტაციის 5 ჰა. ხის ჭრის პროცესი ყოველთვის ხორციელდება რეინჯერთა სამსახურის უშუალო და რესურსების მენეჯმენტის სპეციალისტის სისტემატური კონტროლის ქვეშ.

რადგანაც შავი მთის უბანზე 10-15 წლის წინ ტყის ფრაგმენტები გაიჩეხა, ამ ადგილებში ჩასატარებელია აღდგენითი ღონისძიებები.

წყლის გამოყენება

წყლის გამოყენებაში იგულისხმება ელდარის დაბლობის ეროვნული პარკის გასწვრივ დასახლებულ ფერმერთა უფლება, შემოდგომასა და ზამთარში გამოიყენონ ცხვრის დასასვენებლად დაცული ტერიტორიების ხეობებში არსებული წყაროები. ყოველწლიურად, დირექტორის ბრძანების შესაბამისად რეინჯერებისა და რესურსების მართვის სამსახური გამოყოფს შინაური ცხოველების სარწყულებლებს და აკონტროლებს მის გამოყენებას და გარემოზე ზემოქმედებას.

თევზაობა

2006 წელს მდინარე ალაზნის იხტიო- ფაუნის მდგომარეობის შესაფასებლად უნდა ჩატარადეს სამეცნიერო კვლევა და დადგინდეს თევზჭერის ზოგადი კვოტა და სეზონური სპეციფიკა, რის საფუძველზეც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდინარე ალაზანზე – ალმალოს ყურეში, ტახისწყლის შესართავთან, ალფადარასა და მიჯნისყურეში შესაძლებელია დაიშვას სამოყვარულო (სპორტულ-რეკრეაციული) თევზაობა ანკესით და სასროლი ბადით. გამოკვლევის შედეგებსა და ვიზიტორთა რაოდენობაზე დაყრდნობით, რესურსების მენეჯმენტის სპეციალისტი ყოველ წელს განსაზღვრავს თითოეული ვიზიტორის მიერ თევზის ჭერის ლიმიტს, ასევე თევზჭერის ტექნიკურ მოთხოვნებსა და სპეციფიკას.

ადმინისტრაციის მიერ ჩამოყალიბებული წესების მიხედვით, თევზჭერას აკონტროლებს რეინჯერთა სამსახური; ფასები დგინდება დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მიერ.

ნადირობა

2003 წელს ეროვნული პარკის შექმნასთან ერთად ნადირობაზე აკრძალვა სახელმწიფო ნაკრძალიდან პარკის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. თუმცა არალეგალური ნადირობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პარკის ბიომრავალფეროვნებას. მენეჯმენტის გეგმა აღწერს რიგ ხერხებს, რომლებიც პარკის ადმინისტრაციას ბრაკონიერობასთან ბრძოლაში დაეხმარება. ეს არის თანამშომლების შესაძლებლობათა გაძლიერება, პარკის ინფრასტრუქტურის სტრატეგიული მოწყობა, რეინჯერთა სათანადო აღჭურვა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება.“.

4. მენეჯმენტის გეგმის დანართი №2-ის 2.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.4. ვაშლოვანის ეროვნული პარკის შიდა ზონების აღწერა

მართვადი დაცვის ზონა

მართვადი დაცვის ზონას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვაშლოვანის სახ. ნაკძალი და ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მართვადი დაცვის ზონის საზღვარი ემთხვევა ეროვნული პარკის საზღვარს. სამხრეთიდან მას ესაზღვრება ვაშლოვანის სახ. ნაკრძალი, ველური გარემოს ზონა და დანარჩენ ტერიტორიაზე ემთხვევა ეროვნული პარკის სამხრეთ საზღვარს.

ტრადიციული გამოყენების ზონა

ლეკისწყალი – ჩიღოელთ ხევის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.571424, Y-41.233026) მდებარეობს ღორისწყლის ხეობისაკენ მიმავალ გზაზე და ემთხვევა 601.2 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ სამკუთხედს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 2.9კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.584133, Y-41.211116 ემთხვევა ეროვნული პარკის 3 წერტილს) ემთხვევა ღორისწყლის ხეობის სათავეებში გამავალი გზიდან 650 მ-ზე მდებარე 630 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით 1.2კმ-ზე №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.572131, Y-41.207497) მდებარეობს მდ.ლეკი წყლის ხეობისა და ღორისწყლის ხეობის წყალგამყოფზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.2 კმ-ზე №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X46.559178, Y-41.209889) ემთხვევა 465.9 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება მდ.ლეკი წყლის ხეობისა და ღორისწყლის ხეობის წყალგამყოფის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.7კმ-ზე №5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.572421, Y-41.200566) ემთხვევა 465 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით 0.8 კმ-ზე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.8კმ-ზე №6 წერტილამდე.

წერტილი №6 (კოორდინატი X-46.578387, Y-41.189429) ემთხვევა 487.7 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 2.5კმ-ზე მშრალი ხეობის გასწვრივ №7 წერტილამდე.

წერტილი №7 (კოორდინატი X-46.568368, Y-41.170896) მდებარეობს მდ.ლეკისწყალზე 319 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულის ჩრდილოეთით 0.25 კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.45კმ-ზე №8 წერტილამდე.

წერტილი №8 (კოორდინატი X-46.560062, Y-41.159714) მდებარეობს მდ.ლეკისწყლის ხეობისა და ბუღამოედნის წყალგამყოფზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.45კმ-ზე №9 წერტილამდე.

წერტილი №9 (კოორდინატი X-46.547445, Y-41.168249 ემთხვევა ვაშლოვანის სახ. ნაკრძალის №2 წერტილს) ემთხვევა ვაშლოვანის ქვაბულის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ბუღამოედნისა და ჩიღოელთხევის წყალგამყოფის თხემზე მდებარე 486.1 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ სამკუთხედს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 4.4 კმ-ზე №10 წერტილამდე.

წერტილი №10 (კოორდინატი X-46.502962, Y-41.186115) ემთხვევა 482 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს და მდებარეობს ვაშლოვანის ქვაბულისა და ჩიღოელთხევის წყალგამყოფზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 4.95კმ-ზე №11 წერტილამდე.

წერტილი №11 (კოორდინატი X-46.456223, Y-41.210512) მდებარეობს კუდას წყაროზე ჩიღოელ-თხევში ჩამავალ გზასთან. აქედან საზღვარი მიემარ-თება აღმასავლეთით 3კმ-ზე №12 წერტილამდე.

წერტილი №12 (კოორდინატი X-46.491874, Y-41.210914) მდებარეობს მეცხოველეობის ზამთრის ბინასთან ჩიღოელთხევში ჩამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.85კმ-ზე №13 წერტილამდე.

წერტილი №13 (კოორდინატი X-46.511762, Y-41.217326) ემთხვევა 552.1 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს და მდებარეობს ჩიღოელთ-ხევიდან მდ.ლეკისწყლის ხეობისკენ მიმავალ სერზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავ-ლეთით 1.4 კმ-ზე №14 წერტილამდე.

წერტილი №14 (კოორდინატი X-46.526505, Y-41.222932) ემთხვევა 508 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს და მდებარეობს ჩიღოელთ-ხევიდან მდ.ლეკისწყლის ხეობისკენ მიმავალ სერზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.85 კმ-ზე №15 წერტილამდე.

წერტილი №15 (კოორდინატი X-46.531673, Y-41.229508) მდებარეობს მდ.ლეკისწყლის ხეობაში გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.8კმ-ზე, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.05კმ-ზე იმედას ხეობაში გამავალი გზის გასწვრივ №16 წერტილამდე.

წერტილი №16 (კოორდინატი X-46.567545, Y-41.232975) მდებარეობს იმედას ხეობაში გამავალი გზის და ღორისწყლის ხეობისაკენ მიმავალი გზის შეერთებასთან. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 0.4კმ-ზე №1 წერტილამდე.

დილიჩა – ალფადარის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.605861, Y-41.201239) ემთხვევა ღორისწყლის ხეობისა და ალფადარის ხეობის წყალგამყოფზე მდებარე 663.1 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ სამკუთხედს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.4კმ-ზე, შემდეგ ჩრდილოეთით 0.8კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.602887, Y-41.207635) მდებარეობს ღორისწყლის ხეობის სათა-ვეში მდებარე მეცხოველეობის ზამთრის ბინის აღმოსავლეთით 0.5კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.7კმ-ზე, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.2კმ-ზე №4 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.601355, Y-41.223495) მდებარეობს ალფადარის ხეობიდან დილიჩისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება გზის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთით 2.2კმ-ზე №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.590907, Y-41.240045) ემთხვევა 549.6 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.85კმ-ზე №5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.593313, Y-41.247476) ემთხვევა 526.3 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე №6 წერტილამდე.

წერტილი №6 (კოორდინატი X-46.601946, Y-41.259358 ემთხვევა ეროვნული პარკის 4 წერტილს) ემთხვევა 520.4 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 0.9კმ-ზე №7 წერტილამდე.

წერტილი №7 (კოორდინატი X-46.612085, Y-41.259271) მდებარეობს მეცხოველეობის ზამთრის ბინის დასავლეთით გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 1.1კმ-ზე №8 წერტილამდე.

წერტილი 8 (კოორდინატი X-46.614795, Y-41.268529) მდებარეობს დილიჩიდან შავი მთის თხემისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.8კმ-ზე №9 წერტილამდე.

წერტილი №9 (კოორდინატი X-46.626043, Y-41.256652) მდებარეობს ჩაიბულაყის სათავეებიდან შავი მთის თხემისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.15კმ-ზე №10 წერტილამდე.

წერტილი №10 (კოორდინატი X-46.634095, Y-41.248775) ემთხვევა 690 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდე-ზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1კმ-ზე №11 წერტილამდე.

წერტილი №11 (კოორდინატი X-46.627974, Y-41.241584) მდებარეობს ჩაიბულაყის ხევზე ჩამავალ გზაზე მეცხოველეობის ზამთრის ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.15კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 2.8კმ-ზე ტყის მასივის გასწვრივ №12 წერტილამდე.

წერტილი №12 (კოორდინატი X-46.612909, Y-41.232076) ემთხვევა 786.6 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ სამკუთხედს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.1კმ-ზე №13 წერტილამდე.

წერტილი №13 (კოორდინატი X-46.607664, Y-41.222900) ემთხვევა 628.8 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე №14 წერტილამდე.

წერტილი №14 (კოორდინატი X-46.614317, Y-41.211187) მდებარეობს ალფადარის ხევზე ჩამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.7კმ-ზე, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით 0.8კმ-ზე №15 წერტილამდე.

წერტილი 15 (კოორდინატი X-46.617073, Y-41.198794) ემთხვევა 607.2 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1კმ-ზე №1 წერტილამდე.

შავი მთის მასივის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.626257, Y-41.275497) მდებარეობს შავი მთის თხემიდან ჩრდილო-დასავლეთით 1.5კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 2კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.628357, Y-41.292311 ემთხვევა ეროვნული პარკის 5 წერტილს) ემთხვევა სოფ. ქვემო ქედიდან შავი მთის თხემისკენ მიმავალ გზაზე მდებარე 741 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.642798, Y-41.299430) მდებარეობს 690.8 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულის ჩრდილოეთით 0.4კმ-ში შავი მთიდან სოფ. საბათლოსკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.4კმ-ზე №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.667492, Y-41.307799 ემთხვევა ეროვნული პარკის 6 წერტილს) ემთხვევა სოფ. საბათლოს მიმდებარე მდ. ალაზნის ჭალიდან შავი მთის თხემისკენ მიმავალ გზაზე მდებარე 339 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.8კმ-ზე №5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.676566, Y-41.305014) მდებარეობს შავი მთის თხემიდან სოფ. საბათლოსკენ მიმავალ გზაზე 381.3 339 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულის ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.7კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით 2.4 კმ-ზე და მიუყვება სარწყავ არხს №6 წერტილამდე.

წერტილი №6 (კოორდინატი X-46, 678722, Y-41.283652) მდებარეობს 450 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.65კმ-ზე სარწყავ არხზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 3.05კმ-ზე სარწყავი არხის გასწვრივ №7 წერტილამდე.

წერტილი №7 (კოორდინატი X-46.711892, Y-41.273417) მდებარეობს სარწყავი არხის მდ.ალაზანთან შეერთების ადგილას. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდ. ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად და მიუყვება ჭალის ტყის კიდეს 5.4კმ-ზე №8 წერტილამდე.

წერტილი №8 (კოორდინატი X-46.700184, Y-41.244031 ემთხვევა ეროვნული პარკის №9 წერტილს) მდებარეობს ბუღდალოს ხევისა და მდ. ალაზნის შესართავთან. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდ. ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად და მიუყვება ჭალის ტყის კიდეს 2.2 კმ-ზე №9 წერტილამდე.

წერტილი №9 (კოორდინატი X-46.685539, Y-41.232771) მდებარეობს მდ. ალაზნის პარალელურად ჭალაში გამავალ გზაზე 235 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულის სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.75 კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.15 კმ-ზე №10 წერტილამდე.

წერტილი №10 (კოორდინატი X-46.682155, Y-41.240014) მდებარეობს 235 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულის ჩრდილოეთით 0.12კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.95კმ-ზე და მიუყვება ტყის მასივის კიდეს №11 წერტილამდე.

წერტილი №11 (კოორდინატი X-46.662058, Y-41.245145) მდებარეობს 361 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულის აღმოსავლეთით 0.4კმ-ზე მეცხოველეობის ზამთრის ბინასთან ბუღდალოს ხევის მარჯვენა ფერდობზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.9კმ-ზე №12 წერტილამდე.

წერტილი №12 (კოორდინატი X-46.654133, Y-41.249803) მდებარეობს 361 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულის ჩრდილო-დასავლეთით 0.55 კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.6 კმ-ზე №13 წერტილამდე.

წერტილი №13 (კოორდინატი X-46.660284, Y-41.252615) მდებარეობს ბუღდალოს ხევის მარჯვენა ფერდობზე მეცხოველეობის ზამთრის ბინის ჩრდილო-დასავლეთით 0.8კმ-ზე. აქედან საზღვარი კვეთს ბუღდალოს ხევს და მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.75კმ-ზე №14 წერტილამდე.

წერტილი №14 (კოორდინატი X-46.676710, Y-41.259021) მდებარეობს მდებარეობს ბუღდალოს ხევის მარცხენა ფერდობზე 316-ის ჩრდილო-დასავლეთით 0.6კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.75კმ-ზე №15 წერტილამდე.

წერტილი №15 (კოორდინატი X-46.679887, Y-41.264020) ემთხვევა 352 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.8კმ-ზე №16 წერტილამდე.

წერტილი №16 (კოორდინატი X-46.682857, Y-41.270851) მდებარეობს შავი მთის თხემიდან აღმოსავლეთით მდ. ალაზნის ჭალისკენ გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით გზის გასწვრივ 1.4კმ-ზე №17 წერტილამდე.

წერტილი №17 (კოორდინატი X-46.668791, Y-41.272863) ემთხვევა 451 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.5კმ-ზე შავი მთის თხემიდან აღმოსავლეთით მდ. ალაზნის ჭალისკენ მიმავალი გზის გასწვრივ №18 წერტილამდე.

წერტილი №18 (კოორდინატი X-46.664628, Y-41.275154) მდებარეობს შავი მთის თხემიდან აღმოსავლეთით მდ. ალაზნის ჭალისკენ გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით გზის გასწვრივ 1.7კმ-ზე №19 წერტილამდე.

წერტილი №19 (კოორდინატი X-46.645553, Y-41.271061) მდებარეობს შავი მთის თხემზე მდებარე მეცხოველეობის ზამთრის ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.2კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით შავი მთის თხემისკენ მიმავალი გზის გასწვრივ 1.2კმ-ზე №20 წერტილამდე.

წერტილი №20 (კოორდინატი X-46.633396, Y-41.274935) მდებარეობს შავი მთის თხემზე სოფ. ქვემო ქედისკენ და ღორისწყლის ხეობისაკენ მიმავალი გზების გასაყართან. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით 0.8კმ-ზე №1 წერტილამდე.

ბუღდალოს ხევის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.678489, Y-41.226873) ემთხვევა 142 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1კმ-ზე მდ. ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.669858, Y-41.222329) მდებარეობს ჭალაში ბუღდალოს ხევიდან ჩაიბულაყის ხევისაკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.6კმ-ზე №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.669858, Y-41.222329) მდებარეობს ტყის კიდეზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.9კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №4 წერტი-ლამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.673809, Y-41.227742) მდებარეობს ჭალაში მდებარე მეცხო-ველეობის ზამთრის ბინის ჩრდილო-დასავლეთით 0.3კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.5კმ-ზე №5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.676864, Y-41.230902) მდებარეობს ჭალაში ბუღდალოს ხევიდან ჩაიბულაყის ხევისაკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.5კმ-ზე მდ.ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად №1 წერტილამდე.

ჩაიბულაყის ხევის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.663509, Y-41.218645) მდებარეობს ჩაიბულაყის ხევიდან ალფადარის ხევისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.5კმ-ზე, შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით მდ.ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად 2კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.663021, Y-41.209680) მდებარეობს ჭალის პირზე. აქედან საზღ-ვარი მიემართება დასავლეთით 0.6კმ-ზე №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.657265, Y-41.210550) მდებარეობს ჩაიბულაყის ხევიდან ალფადარის ხევისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.4კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.656292, Y-41.218510) მდებარეობს ჩაიბულაყის ხევზე გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.4კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ, შემდეგ – სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.6კმ-ზე №1 წერტილამდე.

ღორისწყლის ხეობის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.664308, Y-41.173488) ემთხვევა 126.8 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასვლეთით 2.6კმ-ზე მდ.ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.652300, Y-41.157998) მდებარეობს ღორისწყლის ხეობიდან მიჯნისყურისკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.8კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.647733, Y-41.163734) მდებარეობს ტყის მასივის კიდეზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 1.8კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.652849, Y-41.174803) მდებარეობს ღორისწყლის ხეობაში გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 1კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №1 წერტილამდე.

ალფადარის ხეობის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.663129, Y-41.182603) ემთხვევა 176 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით 0.8კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.663079, Y 41.175805) მდებარეობს ღორისწყლის ხეობის მდ. ალაზნის შესართავთან გამავალ გაზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.7კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.644028, Y 41.178223) მდებარეობს ღორისწყლის ხეობაში გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 1.5კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.646438, Y-41.187168) მდებარეობს ალფადარის ხეობაში გამავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 0.3კმ-ზე, შემდეგ აღმოსავლეთით 1.3კმ-ზე ტყის მასივის კიდის გასწვრივ № 5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.660624, Y-41.188565) მდებარეობს ჩაიბულაყის ხევიდან ალფადარის ხეობისაკენ მიმავალ გზაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.8კმ-ზე, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით 1.2კმ-ზე მდ.ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად №1 წერტილამდე.

აკაციის პლანტაციის ტრადიციული გამოყენების მონაკვეთი

საწყისი წერტილი №1 (X- 639351, Y-4578444) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან ჩრდილოეთით 2.58კმ-ზე ალაზნის ჭალისკენ მიმავალი გზასთან. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით, 0.13 კმ-ზე, აკაციის პლანტაციას შემოსაზღვრავს ჩრდილოეთიდან და უერთდება №2 წერტილს.

წერტილი №2 (X- 639469, Y- 4578439) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან ჩრდილოეთით 2.56 კმ-ში, ალაზნის ჭალაში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთისკენ, აღმოსავლეთიდან საზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.475 კმ-ში უერთდება №3 წერტილს.

წერტილი №3 (X- 639373, Y- 4578013) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან ჩრდილოეთით 2.15კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით, ქმნის აკაციის პლანტაციის სამხრეთ საზღვარს და 0.04 კმ-ში უერთდება №4 წერტილს.

წერტილი №4 (X- 639334, Y- 4578022) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან ჩრდილოეთით 2.17კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით, დასავლეთიდან შემოსაზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.42 კმ-ში უერთდება №1 წერტილს.

წერტილი №5 (X- 641920, Y- 4576508) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.37 კმ-ზე მდინარე ალაზნის ნაპირიდან 0.05კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუყვება მდ. ალაზანის კალაპოტს 50- მეტრიანი დაშორებით და 0.43 კმ-ში უერთდება №6 წერტილს.

წერტილი №6 (X- 642297, Y- 4576680) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.77კმ-ზე, მდ. ალაზნის კალაპოტიდან 0.05 კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით, აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.45 კმ-ში უერთდება №7 წერტილს.

 წერტილი №7 (X- 642365, Y- 4576243) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.75 კმ-ზე, ალაზნის ჭალაში. აქედან საზღვარი იღებს დასავლეთის მიმართულებას, ქმნის სამხრეთ საზღვარს და 0.15 კმ-ში უერთდება №8 წერტილს.

წერტილი №8 (X- 642218, Y- 4576266) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.6 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის აკაციის პლანტაციასა და სახნავ მიწებს შორის და 0.46 კმ-ში უერთდება №5 წერტილს.

წერტილი №9 (X- 641516, Y- 4575071) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.04 კმ-ზე მდინარე ალაზნის ნაპირიდან 0.05 კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება მდ. ალაზანს 50 მეტრის დაშორებით და 0.29 კმ-ში უერთდება №10 წერტილს.

წერტილი №10 (X- 641722, Y- 4574847) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.31კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, აკაციის პლანტაციას შემოსაზღვრავს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და 0.03 კმ-ში უერთდება №11 წერტილს.

წერტილი №11 (X- 641691, Y- 4574863) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.29კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის აკაციის პლანტაციასა და სახნავ მიწებს შორის და 0.27 კმ-ში უერთდება №12 წერტილს.

წერტილი №12 (X- 641505, Y- 4575062) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან აღმოსავლეთით 2.04კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, აკაციის პლანტაციას შემოსაზღვრავს ჩრდილო-დასავლეთიდან და 0.04 კმ-ში უერთდება №9 წერტილს.

წერტილი №13 (X-642301, Y-4574133) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3.18 კმ-ზე. მდინარე ალაზნის ნაპირიდან 0.1 კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით მოიტოვებს ალაზნის პლანტაციას და 0.09 კმ-ში უერთდება №14 წერტილს.

წერტილი №14 (X-642378, Y-4574169) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3.2კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით, აკაციის პლანტაციას შემოსაზღვრავს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და 0.58 კმ-ში უერთდება №15 წერტილს.

წერტილი №15 (X-642366, Y-4573608) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3.5კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით, ქმნის აკაციის პლანტაციის სამხ-რეთ საზღვარს 0.08 კმ-ში უერთდება №16 წერტილს.

წერტილი №16 (X-642287, Y-4573615) მდებარეობს სოფ. საბათლოს ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3.48კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით, აკაციის პლანტაციას შემოსაზღვრავს დასავლეთიდან და 0.51 კმ-ში უერთდება №17 წერტილს.

წერტილი №17 (X-644023, Y-4572351) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.35 კმ-ში, მდ. ალაზნის ნაპირიდან 0.05 კმ-ში. აქედან საზღვარი მიუყვება მდ. ალაზანს 50 მეტრის დაშორებით და 0.39 კმ-ში უერთდება №18 წერტილს.

წერტილი №18 (X-644404, Y-4572308) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.62 კმ-ში, მდ. ალაზნის ნაპირიდან 0.05 კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთისკენ, ქმნის აკაციის პლანტაციის აღმოსავლეთ საზღვარს და 0.38 კმ-ში უერთდება №19 წერტილს.

წერტილი №19 (X-644501, Y-4571949) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.52 კმ-ში, მდ. ალაზნის ნაპირიდან 0.05 კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთითს და 0.1 კმ-ში უერთდება №20 წერტილს.

წერტილი №20 (X-644458, Y-4571886) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.42 კმ-ში, გრუნტის გზების გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის პლანტაციასა და სახნავ მიწებს შორის და 0.76 კმ-ში უერთდება №21 წერტილს.

წერტილი №21 (X-643941, Y-4572412) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.34 კმ-ში აკაციის პლანტაციასა და სახნავი მიწების მიჯნაზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და 0.01 კმ-ში უერთდება №17 წერტილს.

წერტილი №22 (X- 644852, Y-4572202) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.94 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში, მდინარის ნაპირიდან 0.06 კმ-ში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და 0.292 კმ-ში უერთდება №23 წერტილს.

წერტილი №23 (X-645083, Y-4572024) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთისკენ, ქმნის აკაციის პლანტაციის აღმოსავლეთ საზღვარს და 0.33 კმ-ში უერთდება №24 წერტილს.

წერტილი №24 (X-644974, Y-4571708) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.85 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება ჯერ აღმოსავლეთით 0.15 კმ-ზე, შემდეგ – ჩრდილო-დასავლეთით 0.22კმ-ზე, შემოსაზღვრავს აკაციის პლანტაციას და უერთდება №25 წერტილს.

წერტილი №25 (X-644702, Y-4571865) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.66 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსაზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.37 კმ-ში უერთდება №26 წერტილს.

წერტილი №26 (X-644580, Y-4571253) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან აღმოსავლეთით 2.36 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილოეთიდან საზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.2 კმ-ში უერთდება №27 წერტილს.

წერტილი №27 (X-644770, Y-4571186) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან აღმოსავლეთით 2.53 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ, მიუყვება პლანტაციის მარჯვენა კიდეს და 0.2 კმ-ში უერთდება №28 წერტილს.

წერტილი №28 (X-644629, Y-4571057) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან აღმოსავლეთით 2.38 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში, მდინარის ნაპირიდან 0.05კმ-ში. აქედან საზღვარი სწორხაზოვნად მიემართება ჩრდილო-დასავლეთისკენ და 0.17 კმ-ში უერთდება №29 წერტილს.

წერტილი №29 (X-644483, Y-4571137) მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელიდან აღმოსავლეთით 2.25 კმ-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მეანდრაში. აქედან საზღვარი სწორხაზოვნად მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსაზღვრავს აკაციის პლანტაციას და 0.15 კმ-ში უერთდება №26 წერტილს.

ბუნების მკაცრი დაცვის ზონა

საწყისი წერტილი №1 (კოორდინატი X-46.642682, Y-41.107058 ემთხვევა ვაშლოვანის სახ. ნაკრძალის №1 წერტილს) მდებარეობს უსახელო მთის მასივის სამხრეთ საზღვარზე გამავალი სახელმწიფო საზღვრისა და მდ. ალაზნის გადაკვეთის ადგილას. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 3კმ-ზე №2 წერტილამდე.

წერტილი №2 (კოორდინატი X-46.613051, Y-41.117205 107058 ემთხვევა ვაშლოვანის სახ. ნაკრძალის №2 წერტილს) ემთხვევა უსახელო მთის წვერის სამხრეთ-დასავლეთით 0.25კმ-ზე მდებარე 424 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.7კმ-ზე №3 წერტილამდე.

წერტილი №3 (კოორდინატი X-46.624074, Y-41.130600 ემთხვევა ვაშლოვანის სახ. ნაკრძალის №3 წერტილს) მდებარეობს უსახელოს უღელტეხილიდან მიჯნის ყურეში მიმავალ გზაზე 194 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.35კმ-ზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე, შემდეგ ჩრდილო-დასავლეთით მიჯნის ყურის ხეობის პარალელურად ფონის ხევში 1.5კმ-ზე №4 წერტილამდე.

წერტილი №4 (კოორდინატი X-46.623983, Y-41.142789) ემთხვევა ფონის ხევში მდებარე 407 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 3.2კმ-ზე ფონის ხევისა და ღორისწყლის ხეობის წყალგამყოფის გასწვრივ №5 წერტილამდე.

წერტილი №5 (კოორდინატი X-46.597423, Y-41.164016) ემთხვევა ფონის ხევისა და ღორისწყლის ხეობის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე 397 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.25კმ-ზე №6 წერტილამდე.

წერტილი №6 (კოორდინატი X-46.599375, Y-41.173928) ემთხვევა 515.8 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ სამკუთხედს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.6კმ-ზე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით 2.7კმ-ზე ღორისწყლის ხეობისა და უსახელო მთის მასივის წყალგამყოფის გასწვრივ №7 წერტილამდე.

წერტილი №7 (კოორდინატი X-46.635075, Y-41.170009) ემთხვევა ღორისწყლის ხეობისა და უსახელო მთის მასივის წყალგამყოფზე მდებარე 449 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართებასამხრეთ-აღმოსავლეთით 2.4კმ-ზე ღორისწყლის ხეობისა და უსახელო მთის მასივის წყალგამყოფის გასწვრივ №8 წერტილამდე.

წერტილი №8 (კოორდინატი X-46.652515, Y-41.154423) ემთხვევა ჭალაში მდებარე 170 მ.ზ.დ. სიმაღლის გეოდეზიურ ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდ.ალაზნის დინების მიმართულებით მდინარის პარალელურად 7.5კმ-ზე №1 წერტილამდე.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე