დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 28/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.011.313 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.313
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1319
2007 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.05, №151, მუხ. 1678) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – ორგანიზაციები) ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციის შესაბამისად, მემორიალურ-ორდერული ფორმით, სხვა ფორმებით ან კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები