ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.318
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
344
31/12/2007
სსმ, 2, 09/01/2008
220.090.000.18.011.011.318
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (09/01/2008 - 17/11/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.011.011.318

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №344

2007 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „დ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4, მე-41, მე-42, მე-43 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების თანდართული წესი (დანართი 1), სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 2), ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ფორმა (დანართი 3), ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველდღიური აღრიცხვის დავთარის ფორმა (დანართი 4), ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ანგარიშგების ფორმა (დანართი 5) და პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობანი (დანართი 6).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის 9 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესი“.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 3 იანვრიდან.

    პრეზიდენტის მოვალეობის

    შემსრულებელი დ.ამაღლობელი

 

დანართი 1

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი

       მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის 96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტები) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციისა და მათი საქმიანობის რეგულირების პროცედურებს.

      მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირი;

ბ) პასუხისმგებელი პირი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების აღრიცხვისათვის, ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის, ანგარიშგების შედგენისა და დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენისათვის;

გ) საოპერაციო ფართობი – ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოების, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული დოკუმენტების შენახვის ადგილი;

დ) მონიტორინგი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მისი კლიენტებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა;

ე) საეჭვო გარიგება – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, ან რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (ან მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან რომ კლიენტის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში;

ვ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.

      მუხლი 3. რეგისტრაციის პირობები

1. პირი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის დაწყებამდე 7 კალენდარული დღით ადრე, რეგისტრაციისათვის, საქართველოს ეროვნულ ბანკში აგზავნის ან წარადგენს ამ ბრძანების 2 დანართის შესაბამისად შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას, რომელიც შედგება სამი განყოფილებისაგან.

ა) პირველი განყოფილება მოიცავს ინფორმაციას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის თაობაზე, კერძოდ:

ა.ა. საფირმო სახელწოდებას;

ა.ბ. იურიდიულ მისამართს და საკონტაქტო ტელეფონებს;

ა.გ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელებას;

ა.დ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ა.ე. მომსახურე ბანკ(ებ)ის დასახელებას და მისი ანგარიშების რეკვიზიტებს ამ ბანკ(ებ)ში.

ბ) მეორე განყოფილება მოიცავს ინფორმაციას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობისა და ტექნიკური აღჭურვილობის თობაზე, კერძოდ:

ბ.ა. საოპერაციო ფართობის მოცულობას კვადრატულ მეტრებში;

ბ.ბ. პუნქტის ადგილსამყოფელის მისამართს;

ბ.გ. პუნქტის სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს;

ბ.დ. ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს;

ბ.ე. კომპიუტერულ ტექნიკას;

ბ.ვ. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების აღსარიცხავად, სისტემეტიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფის საშუალებებს.

გ) მესამე განყოფილება მოიცავს ინფორმაციას პუნქტის მფლობელისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მზადყოფნას, შეასრულოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ:

გ.ა. არიან თუ არა გაცნობილი პუნქტის მფლობელი და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის 96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებას;

გ.ბ. პუნქტში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულია თუ არა ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი.

2. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საქმიანობის დაწყებისა და რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია: საოპერაციო ფართობი, რომელიც უნდა აღემატებოდეს 4 კვადრატულ მეტრს, ყალბი ფულის ამომცნობი საშუალება და სპეციალური პროგრამით უზრუნველყოფილი კომპიუტერული ტექნიკა.

    მუხლი 4. სარეგისტრაციო ფორმის წარდგენის საშუალებები

 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფობელი ვალდებულია შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით ფოსტით გააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ან იგი ჩააბაროს საქართველოს ეროვნული ბანკის კანცელარიას.

2. გაგზავნის თარიღად ჩაითვლება საფოსტო განყოფილების მიერ კონვერტზე დასმული თარიღი. ეროვნული ბანკის (ან მისი ფილიალების) კანცელარიაში ჩაბარების შემთხვევაში – სარეგისტრაციო ფორმაზე დასმულ შტამპზე აღნიშნული თარიღი, დადასტურებული სათანადო მუშაკის მიერ მასზე შესრულებული ხელისმოწერით.

    მუხლი 5. რეგისტრაცია და მისი გაუქმება

 1. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს (განკარგულებას), რომელშიც აღინიშნება პუნქტის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ერთი ეგზემპლიარი ეგზავნება პუნქტის მფლობელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი აწარმოებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სარეგისტრაციო რეესტრს და პუნქტის რეგისტრაციის განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს ინფორმაცია პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე.

3. პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი, პუნქტის ადგილსამყოფელის მისამართის ცვლილების, ხოლო იურიდიული პირი – ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, პუნქტის ადგილსამყოფელის მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, ცვლილებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეროვნულ ბანკს.

4. პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდება და შეუწყდება საქმიანობა, თუ შემოწმებით დადგინდა, რომ:

ა) სარეგისტრაციო ფორმა შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ამ წესის მე-7 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მივლინებული მუშაკი, არ დაუშვა შემოწმებაზე;

გ) არ აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტების მოთხოვნებს.

5. რეგისტრაცია გაუქმდება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) პუნქტის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;

ბ) პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან იგი გამოცხადდა გარდაცვლილად, უგზოუკვლოდ დაკარგულად, ან არაქმედუნარიანად.

გ) განხორციელდა პუნქტის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია.

6. პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისა და ცვლილებების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (განკარგულებას) და გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეაქვს სარეგისტრაციო რეესტრში.

    მუხლი 6. პუნქტის უფლება-მოვალეობანი

 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია:

ა) სპეციალური პროგრამის მეშვეობით, კომპიუტერულად აღრიცხოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებულ ოპერაცია და შეავსოს ქვითარი (დანართი 3). დღის ბოლოს იფორმაცია შეიტანოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის დავთარში (დანართი 4). შესრულების დღიდან ნებისმიერი ფორმით, 5 წლის განმავლობაში შეინახოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრებში და ყოველდღიური აღროცხვის დავთარში არსებული იფორმაცია;

ბ) ეროვნულ ბანკს, კვარტალის დამთვრებიდან 7 სამუშაო დღეში წარუდგინოს კვარტალური ფინანსური ანგარიში 5 დანართის შესაბამისად;

გ) რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის 96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ იფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“;

დ) წინამდებარე წესის მე–6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმაში“ დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის თაობაზე ცვლილებების განხორციელებიდან და შესაბამისად, სარეგისტრაციო რეესტრში ცვლილებების შეტანიდან, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა;

     ე) მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით, თუ ოპერაციის თანხა ტოლია ან აღემატება 3 000 ლარს. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის 96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ იფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი უარს აცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე, პუნქტს არა აქვს უფლება კლიენტს გაუწიოს მომსახურება;

 ვ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის N96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ იფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, აღრიცხოს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) უნდა ასახავდეს ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

ზ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის შესაბამისად, პირის იდენტიფიკაციის თაობაზე ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ ოპერაციას და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.

თ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის 96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ იფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლისათვის, სპეციალურად განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (თანამშრომელი) და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება. ფიზიკური პირის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს თავად პუნქტის მფლობელი, ხოლო თუ მას რამოდენიმე თანამშრომელი ჰყავს – მათგან მფლობელის შეხედულებისამებრ შერჩეული პირი. თუ მფლობელი იურიდიული პირია, მაშინ მან პუნქტში დასაქმებული თანამშრომლებიდან უნდა განსაზღვროს შიდა კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.

ი) თუ პასუხისმგებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაცია არის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს ოპერაციის შესრულებიდან ან/და მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო თუ ოპერაციის თანხა აღემატება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ხოლო თუ პასუხისმგებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ კლიენტი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, იგი ვალდებულია ინფორმაციის მიღებისთანავე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

კ) კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას „პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობანი“ (დანართი N6).

2. ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელების გარდა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ეკრძალება ნებისმიერი სახის სხვა საქმიანობა.

3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აწარმოებს ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს და მას უფლება აქვს კონკრეტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსი დაადგინოს მასზე მოთხოვნა-მიწოდების და ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული კურსის გათვალისწინებით.

    მუხლი 7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა და სანქციები

 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობას, ადგილზე პერიოდული შემოწმებით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. შემმოწმებელმა პუნქტის მფლობელს, ან პუნქტის თანამშრომელს უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო განკარგულება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სამსახურებრივი მოწმობა.

2. შემოწმების პროცესში უნდა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკში წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი მონაცემების ნამდვილობა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობა, კერძოდ:

ა) პუნქტი ახორციელებს თუ არა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაციის აღრიცხვას და ინფორმაციის დადგენილი ვადის განმავლობაში შენახვას;

 ბ) ახდენს თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციას, როდესაც გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს, ამ წესის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) ახდენს თუ არა პუნქტი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში) აღრიცხვას, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვას და მათი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენას.

3. პუნქტში განსაზღვრულია თუ არა ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი.

4. ადგილზე ინსპექტირების განხორციელების შედეგად დგება შემოწმების აქტი, რომლის ერთი პირი მასზე სათანადო ხელმოწერების გაფორმების შემდეგ გადაეცემა პუნქტის მფლობელს ან პუნქტის თანამშრომელს, ხოლო მეორე პირი შემოწმების განხორციელებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში განსახილველად წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის არასაბანკო ზედამხედველობის განყოფილების უფროსს პუნქტის მიმართ გასატარებელი საზედამხედველო ღონისძიების წინადადებასთან ერთად. არასაბანკო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ვალდებულია შემმოწმებელთან ერთად განიხილოს აქტი და საკუთარ მოსაზრებასთან ერთად წარუდგინოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი წინადადება მისაღები იქნება დეპარტამენტის უფროსისათვის, განყოფილების უფროსი ორი სამუშაო დღის განმავლობაში ამზადებს მოხსენებით ბარათს კურატორი ვიცე-პრეზიდენტისათვის წარსადგენად პუნქტის მიმართ გასატარებელი საზედამხედველო ღონისძიების თაობაზე.

5. წინამდებარე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის, პუნქტის მფლობელს ეგზავნება წერილობითი გაფრთხილება.

6. წინამდებარე წესით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დარღვევისათვის, საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მფლობელს დაეკისრება ფულადი ჯარიმის გადახდევინება:

ა) რეგისტრაციის პირობების დარღვევისათვის – 200 ლარის ოდენობით;

ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების აღურიცხაობისათვის, ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით არ შენახვისათვის – 100 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ იფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე–9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში – 150 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციების აღურიცხაობისათვის – 200 ლარის ოდენობით;

ზ) 3000 ლარის (ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტის) და მეტი ოდენობის თანხის გადაცვლისას კლიენტის იდენტიფიკაციის განუხორციელებლობისათვის – 50 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) კვარტალური ანგარიშგების წესით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისათვის – 50 ლარის ოდენობით;

ი) პუნქტის საოპერაციო ფართობიდან სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

კ) ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის – 100 ლარის ოდენობით;

ლ) „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმის“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარუდგენლობისათვის – 50 ლარის ოდენობით.

 

სარეგისტრაციო ფორმა

დანართი №2

I

პირველი განყოფილება

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის თაობაზე

 

1

საფირმო სახელწოდება

 

2

იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

 

3

ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა

 

4

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

 

5

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ან საიდენტიფიკაციო ნომერი

 

6

მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ის დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკ(ებ)ში

 

II

მეორე განყოფილება

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობის და ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე

 

1

პუნტის ადგილსამყოფელის მისამართი

 

2

საოპერაციო ფართობი კვადრატულ მეტრებში

 

3

პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები:

 

3.1

ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება

 

3.2

კომპიუტერული ტექნიკა

 

3.3

მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა

 

III

მესამე განყოფილება

პუნქტის მფლობელისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დადასტურება, რომ:

 

 

 

 

 

 

 

1

ისინი გაცნობილნი არიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს

 

1.1

პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის) სახელი           გვარი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

_______________________(ხელმოწერა)

1.2

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი _______________________________________________________

_______________________(ხელმოწერა)

მე______________________________________

ვადასტურებ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი

(უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)

ინფორმაციის უტყუარობას. პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის)__________________________________

(ხელმოწერა)

სარეგისტრაციო ფორმის ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:

 

 

 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველდღიური აღრიცხვის დავთარი

 

 

 დანართი№4

თარიღი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალუტის დასახელება

ნაშთი დღის დასაწყისისათვის

შემოსავალი

გასავალი

 კურსი

 სხვა შემოსავლები

 ხარჯები

 ნაშთი დღის ბოლოსათვის

 

 

 

 

 

 

 

 

ლარი

 

 

 

 

 

 

 

აშშ დოლარი

 

 

 

 

 

 

 

ევრო

 

 

 

 

 

 

 

რუსული რუბლი

 

 

 

 

 

 

 

გირვანქა სტერლინგი

 

 

 

 

 

 

 

სხვა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

 

 

ვალუტის გადამცვლელი პნქტის ანგარიშგება

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

პუნქტის დასახელება და მისამართი:

საანგარიშგებო პერიოდი

კვარტალი

 

წელი

 

ანგარიშგების წარდგენის თარიღი

 

ტელეფონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის

 

 

 

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

2

შემოსავალი

სხვა შემოსავალი*

2.1.

ლარი

 

 

2.2.

აშშ დოლარი

 

 

2.3.

ევრო

 

 

2.4.

რუსული რუბლი

 

 

2.5.

 

 

 

3

გასავალი

სხვა გასავალი და ხარჯი*

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

4

ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

5

საშუალო კურსი **

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

შენიშვნა: * ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების გარდა აღირიცხება სხვა ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება. ** საშუალო კურსის გამოსაანგარიშებლად გამოიყენება საშუალო არითმეტიკულის მეთოდი.

ანგარიშზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

დანართი №6

პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობანი

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი კონკრეტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსს ადგენს მასზე მოთხოვნა-მიწოდების და ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული კურსის გათვალისწინებით.

2. პუნქტს უფლება არა აქვს თვითნებურად დააწესოს რაიმე შეზღუდვა ბანკნოტებისა და მონეტების მიმართ (მათ შორის ნომინალის მიხედვით), თუ ისინი აკმაყოფილებს ვარგისიანობის განსაზღვრის დადგენილ წესებს.

3. პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაცია.

4. პუნქტი ვალდებულია კლიენტისაგან მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, თუ ოპერაციის თანხა ტოლია ან აღემატება 3000 (სამიათს) ლარს ან მის ექვივალენტს.

5. კლიენტი ვალდებულია პუნქტს წარუდგინოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, თუ თანხა ტოლია ან აღემატება 3000 (სამიათას) ლარს.

6. კლიენტს ვალდებულია მიღებული ფული გადაითვალოს ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაკლისის ან ყალბი ფულის გამოვლენისას პუნქტის მიმართ პრეტენზია არ მიიღება.

7. კლიენტს შეუძლია პუნქტისადმი წაყენებული პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურს შემდეგ ტელეფონებზე: 442461; 442463; 442465; 442472.