დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.330 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.330
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №7
2008 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინსტრუქცია „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №1).
2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) ინსტრუქცია „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №19);
3. საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – საქონელი) საბაჟო დამუშავების ოპერაციების გამოყენებისას (საბაჟო რეჟიმებისა, აგრეთვე რეექსპორტის ზოგიერთ შემთხვევაში) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია, დანართი №2) ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესებს.“
4. „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 1. „საბაჟო დამუშავების ოპერაციების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 1. საბაჟო დამუშავების ოპერაციების კლასიფიკატორი“
| № | დასახელება | კოდი |
|
| საბაჟო რეჟიმები |
|
| 1 | საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) | 40 |
| 2 | საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) გამარტივებული საბაჟო კონტროლით | 44 |
| 3 | საქონლის ტრანზიტი | 80 |
| 4 | საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა | 74 |
| 5 | საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება | 51 |
| 6 | საქონლის დროებითი შემოტანა | 34 |
| 7 | საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება | 61 |
| 8 | საქონლის ექსპორტი | 10 |
|
| საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაციები |
|
| 1 | საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში | 71 |
| 2 | საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი | 11 |
| 3 | საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ | 76 |
| 4 | საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში | 75 |
5. „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 13. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი
1. საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.
2. საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილები
| კოდი | სახელწოდება | მისამართი |
| 066 | საქართველოს ეროვნული ბანკი | _ |
| 067 | „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება | _ |
| 068 | უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება | _ |
| 069 | იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების (იმპორტიორის) მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული საბაჟო გარანტია | _ |
| 070 | ფოთის საზღვაო ნავსადგური | _ |
| 071 | ბათუმის საზღვაო ნავსადგური | _ |
| 072 | სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო სადგური ესაზღვრება საზღვაო ნავსადგურს, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – ამ რკინიგზის სადგურიდან საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიამდე არსებულ სალიანდაგო ტერიტორიაზე | _ |
შენიშვნა: შესაბამისი საბაჟო დოკუმენტების შევსების დროს მიეთითება ნაწილი 13-ის 066-072 კოდების შესაბამის სტრიქონებში აღნიშნული კონკრეტული ორგანიზაციების მისამართები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან.
ნ. გილაური
დანართი №19
ინსტრუქცია
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“
მუხლი 1
1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.
2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეობა პირს არ ართმევს უფლებას, რომ ჩვეულებრივი წესით (ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად) განახორციელოს იმპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.
მუხლი 2
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე“, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) საქონელი – საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით ამ ინსტრუქციის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, გარდა ქვემოთ მითითებული საქონლისა:
ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ.გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
ბ.დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ.ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ბ.ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ბ.ზ) „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე“ პირთა მიერ ან მათი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და სხვა საქონელი, რომლის მიმართ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე“ პირის მიერ გამოყენებულ იქნება სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
ბ.თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, რომლის მიმღებს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეა);
ბ.ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (გარდა 871110000 კოდით კლასიფიცირებული საქონლისა) და 8716 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი;
ბ.კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2402 10; 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციების საქონელი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები; თამბაქო „ჰომოგენიზირებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრატები და ესენციები 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00);
ბ.ლ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2709 00 900 00; 2713 20 000 00; 2713 90 900 00; 3403 19 100 00; 3403 19 910 00; 3403 19 990 00; 3403 99 100; 3403 99 900; 2710 11 110 00-2710 99 000 00; 2711 11 000 00-2711 19 000 00; 2901 10 100 00-2901 29 800 00; 3911 10 000 00-3911 90 990 00; 2707 10 100 00-2707 60 600 00 (გარდა ნაფტალინისა – 2707 40 000 00); 2902 11 100 000-2902 43 000 00; 2905 11 000 00-2905 16 800 00; 3811 11 100 00-3811 90 000 00; 3814 00 100 00, 3814 00 900 00; 2712 20 000 00, 2712 20 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი.
გ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იგივე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
დ) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;
ე) რისკის პროფილი – რისკების კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ვ) დერეფანი – (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
ზ) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვება დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
თ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმება, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერება;
ი) ლურჯი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.
მუხლი 3
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) დეკლარაცია წარადგინოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არა უმეტეს 10 დღით ადრე ან/და საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით;
ბ) დეკლარაცია წარადგინოს საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 4
1. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
2. დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ფორმით და ივსება დანართი №1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დეკლარაციის პირველ გრაფაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის (იმპორტის) ციფრული კოდი ნაცვლად „40‘‘-ისა მიეთითება – „44“.
მუხლი 5
1. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები (შესაძლებელია მონაწილის მიერვე დამოწმებული ასლების წარდგენაც), საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
2. საბაჟო დამუშავების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს დეკლარაციის შემოწმებას, წარმოდგენილ დოკუმენტებთან მისი შესაბამისობისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის დადასტურების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ საბაჟო მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციას ენიჭება C (სტატისტიკური) ნომერი, რის საფუძველზეც სასაზღვრო საბაჟო ორგანო ელექტრონულად დაიშვება დეკლარაციასთან.
3. დეკლარაციის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.
მუხლი 6
1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის დროს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA) ბაზაში რეგისტრირებული დეკლარაციის გამოძახებისას, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება წითელ ან ლურჯ დერეფანში.
2. მწვანე დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA)-ს მიერ ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები (A ნომერი ადასტურებს დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, K ნომერი – გადასახდელების გადახდას);
ბ) სასაზღვრო საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდგომ ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა. დეკლარაციის „C“ გრაფაში – უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) დეკლარაციების კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:
გ.ა) ორი თეთრი ფურცელი რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელთაგან ერთი ეგზავნება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოს;
გ.ბ) ცისფერი ფურცელი გადაეცემა დეკლარანტს.
3. ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით (იხურება იქვე). ამასთან დეკლარაცია არ ამოიბეჭდება მთელი დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვებამდე.
6. წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას A და K ნომრები არ მიენიჭება, სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაცია არ ამოიბეჭდება და საქონელი დადგენილი წესით იგზავნება მონაწილის საწყობის ან მის მიერ შერჩეული, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი, საბაჟო საწყობის დანიშნულებით.
მუხლი 7
1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციისათვის C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭების შემდეგ, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი ან წითელი დერეფანი, რომელიც განსაზღვრავს საქონლის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ფორმას (პროცედურებს).
2. მწვანე დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები;
ბ) ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა. დეკლარაციის „C“ გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა _ „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) დეკლარაციების კომპლექტი შედგება 2 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:
გ.ა) თეთრი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;
გ.ბ) ცისფერი ფურცელი გადაეცემა დეკლარანტს.
3. ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას.
4. წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით A და K ნომრები არ მიენიჭება, დეკლარაცია არ ამოიბეჭდება და საქონელი დადგენილი წესით ექვემდებარება საბაჟო დათვალიერებას.
5. დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით საქონლის გაშვების შემთხვევაში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა და პასუხისმგებელი მოხელის მიერ A და K ნომრების მინიჭება. დეკლარაციის „C“ გრაფაში – უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები