„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 16/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.011.351
13
11/01/2008
სსმ, 6, 16/01/2008
310.150.000.22.034.011.351
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22 .034.011.351

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №13

2008 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1.  პირველი მუხლის:

ა) მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ამ წესების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით (უკან გაყვანის პირობით) 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით იქნენ შემოყვანილი საქართველოში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სარეგისტრაციო სამსახურები აგრეთვე ახორციელებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას, რომლებიც:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თხოვების ფორმით გადაეცა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, პროკურატურის ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;

ბ) თხოვების ფორმით გადაეცათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდება ქონების მიმღებზე.“.

2. მე-3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე, 87-ე და 88-ე ქვეპუნქტები:

„86. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

87. ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი (შემდგომ – ტესტირების ცენტრი) – საწარმო, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

88. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ.“ .

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები ვალდებულები არიან:

ა) უცხო ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნილი, საქართველოში რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განახორციელონ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების(იმპორტის) რეჟიმში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, საქართველოში დროებითი რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია უზრუნველყონ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

გ) 10 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ საქართველოში რეგისტრირებული (ან დროებით რეგისტრირებული) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სარეგისტრაციო ცვლილებების დადგენილი წესით რეგისტრაცია.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 9.

ქვეყანაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურების მიერ საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით, ამასთან, უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები ინახება სარეგისტრაციო სამსახურებში.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 11.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გასცეს:

ა) სარეგისტრაციო განყოფილებამ (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება (დანართი №1);

ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);

გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);

დ) სასამართლომ (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);

 ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);

ვ) სავაჭრო ორგანიზაციამ (ცნობა-ანგარიში);

ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება);

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);

ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ);

კ) უფლებამოსილმა საჯარო მოხელემ (ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი);

ლ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა ორგანომ ან უფლებამოსილმა ორგანომ (წერილობითი მომართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11  ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ მფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნების თობაზე);

მ) სააგენტოს დირექტორმა (ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე).

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუკი უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

7. მე-13 მუხლის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშანი გაიცეს (ცალი ან წყვილი) 280 X 205 1 მმ ზომით;

2. ამ მუხლის „ვ-თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანომრე ნიშნებს გასცემენ შესაბამისი დიპსერვისის სამსახურები.“.

8. მე-17 მუხლის:

ა) პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. შიდა ტრანზიტი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ მითითებული, მაგრამ არა უმეტეს 60 დღის ვადით, უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით.“;

ბ) ამოღებული იქნეს 71  ქვეპუნქტი.

9. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 171  მუხლი: 

     „მუხლი 17 1 .

1. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით.

2. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭონ:

ა) საქართველოში დარეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქართველოში დროებით დაურეგისტრირებელ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში;

გ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

დ) უცხოეთში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოყვანილები იქნენ დროებით 90 დღეზე ნაკლები ვადით;

ე) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.

4. გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა ამ ინსტრუქციის დანართი №8-ით განსაზღვრული დროებითი მოწმობა.“.

10. 27-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ქვეპუნქტი:

„4. 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნის მართლზომიერებასა და წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ იურიდიულ პირებს.“.

11. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 271  მუხლი:

     „მუხლი 27 1

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

 დ) დათვალიერების აქტი;

 ე) საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში გატარებული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი;

ვ) შეცვლილნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.“.

12. 30-ე მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ვ) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა.“.

13. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენს:

ა) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა;

გ) დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია აღიცხვიდან მოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის აღდგენა.“.

14. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში გატარებული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი და შეცვლილნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს.

3. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-9 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-9 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 10 იანვრიდან.

ი. მერაბიშვილი

 

დანართი №8

დროებითი მოწმობა №

 მიმღები პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                          (პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №)

 

 მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TRN -------------------------

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR გაცემის თარიღი: ----- ---------- 200 წ.

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR მოქმედების ვადა: ---- ---------- 200 წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                 (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

 

 

---------------- --------------------------- ბ.ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა)